x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
აპოკალიფსის მოლოდინში ანუ ყველაზე დიდი მარცვლეულის საცავი მსოფლიოში
ალბათ ბევრი თქვენგანი დაფიქრებულა აპოკალიფსზე - ეს შემზარავი სიტყვა ხომ ბოლო წლებში კინემატოგრაფიის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ლამის ყველაზე პოპულარულ და გახმაურებულ თემას წარმოადგენს. მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და წარმოვიდგინოთ, რომ მესამე მსოფლიო ომი მართლაც დაატყდა თავს კაცობრიობას, ან გლობალური ბუნებრივი კატასტროფა დაემუქრა, მაგრამ საბედნიეროდ, პლანეტაზე მცხოვრები ადამიანთა უმრავლესობა გადაურჩა ამ კატაკლიზმებს დამცავი ბუნკერების თუ რაიმე სხვა თავდაცვის საშუალებების გამოყენებით. რა თქმა უნდა, უპირველესი პრობლემა, რომელიც კაცობრიობის წინაშე დადგება - ეს იქნება ხალხის გამოკვების პრობლემა, რადგან გაყინული თუ დაკონსერვებული პროდუქტები ხალხის დიდ მასას დიდხანს არ ეყოფა- დედამიწაზე ხომ განადგურებული იქნება არამარტო ცხოველები, არამედ მცენარეულობაც.


image



როგორ იცოცხლებენ ადამიანები ელემენტარული მარცვლეულის, განსაკუთრებით კი ხორბლის გარეშე? - მეცნიერები დიდი ხანია ფიქრობენ ამ პრობლემის გადაჭრაზე და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეგრეთწოდებული "ნოეს კიდობანი" მცენარეების თესლების შესანახად. სწორედ ასეთ ხელოვნურ საცავზე მინდა დღეს გიამბოთ.


image



2008 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ნორვეგიაში აშენებული იქნა მარცვლეულის შესანახი მსოფლიო ბანკი, სადაც ინახება თესლეული ყველანაირი სოფლის მეურნეობის კულტურისა, რაც კი არსებობს დედამიწაზე. პროექტის რეალიზებისათვის ნორვეგიის მთავრობამ 9 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. მის დაფინანსებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ბილ გეიტსის საქველმოქმედო ფონდმა.


image


მარცვეულის საცავი მდებარეობს კუნძულ შპიცბერგენზე მთის შიგნით 120 მეტრის სიღრმეზე გაკეთებულ ხელოვნურ გამოქვაბულში. ბანკის მდებარეობა ითვლება იდეალურად ამ ადგილზე ტექტონიკური მოძრაობის არარსებობოს გამო, ხოლო ზღვის დონიდან დაშორება -130 მეტრი იძლევა იმის გარანტიას, რომ არქტიკის და გრენლანდიის ყინულების დადნობის შემთხვევაშიც კი ამ ადგილს დატბორვის საშიშროება არ დაემუქრება, ხოლო მუდმივი ყინვა თესლეულს დაზიანებისა და გაფუჭებისაგან იცავს.


image


საცავის გვირაბი 120 მეტრ სიგრძეზეა გადაჭიმული.

ბაზაში შესაძლებელია 4, 5 მილიონი სახეობის მცენარის თესლეულის შენახვა.


image


საცავში შენარჩუნებულია მუდმივი ტემპერატურა –18 გრადუსი ცელსიუსით. გარდა ამისა, დამატებითი დაცვის მიზნით, თესლი ინახება სპეციალურ კონტეინერებში, რათა არ მოხდეს ჟანგბადთან კონტაქტი და არ დაიწყოს მეტაბოლური პროცესები, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მარცვლეული არ გაღვივდეს.


image


ყველა ეს პირობა იძლევა იმის გარანტიას, რომ თესლეული შენახული იქნას საღად 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აპოკალიფსის და გლობალური კატასტროფებისაგან ღმერთმა დაგვიფაროს და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით მცენარის ესა თუ ის სახეობა გაქრება დედამიწაზე, მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება საცავში შენახული თესლის საშუალებით.


image

2
182
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
182
  
2015, 27 იანვარი, 20:27
და საჭირო :)
2015, 27 იანვარი, 20:27
მაგარია
0 1 2