x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ტკბილი მოგონება

შესაძლოა ვინმეს „ბოდვად“ ან არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წუხელ ერთ ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივედი. დღისით გაგვირბიან ის არსებები ვისაც ასე ძალიან ვაშინებთ ჩვენი არსებობით და ღამით ეს არსებები სამაგიეროს გვიხდიან
:) :) ამაზე ფიქრს დიდი დრო მოვანდომეთქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, მაგრამ მთელი ღამე საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ რომ ჩემი ცხოვრების პირველი ფრაგმენტიდან უკანასკნელ წუთამდე ნაფიქრის ანალიზი გამომეტანა, ბევრი რამ გამეხსენებინა, ბევრზე ამტირებოდა და კიდევ უფრო ბევრის გახსენებით სიამოვნება მიმეღო! სიამოვნებით მოგიყვებოდით ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებით ბავშვობის ნაწილზე შევაჩერებდი თქვენი ყურადღების დიდ ნაწილს, მაგრამ ვშიშობ რომ თქვენი ამ საკითხისადმი ინტერესი.... მიმიხვდით ალბათ რას ვგულისხმობ :)
ყველაზე საინტერესო პროცესია, როცა სიჩუმე ძალას კარგავს და სიხარულის ნათელი, მბრწყინავი ძალა ანაცვლებს, ნელა და აუჩქარებლად, მანქანების საყვირების ხმა, ქუჩაში ქალბატონების ქუსლების ბაკუნი, ავტობუსების მუხრუჭებისა და ბავშვების აჩქარებული ნაბიჯები სკოლისკენ, აი, ასე იწყება ყოველი დილა, ვისთვის წარმატების და ვისთვის წარუმატებლობის საწყისი.
სახლიდან აუჩქარებლად, ნელი ნაბიჯებით გავუყევი სამსახურისკენ მიმავალ გზას, უძილარი, მაგრამ მაინც სიცოცხლეზე შეყვარებული, ამ ცხოვრებაზე ცოტა განაწყენებული და მეტნაკლებად ოპტიმისტური განწყობით. ფიქრებში გართული ქუჩაში ერთ პატარა სკოლის მოსწავლე ბიჭს გადავეყარე, სახე გაფითრებული ქონდა და სირბილისგან სუნთქვაც უჭირდა, თითქოსდა წინ რაღაც უსიამოვნო შეხვედრის მოლოდინი აქვსო! არ ვიცი რამდენად გამართლდა ჩემი ეჭვი, მაგრამ ამ პატარა ბიჭმა ჩემი ბავშვობა გამიცოცხლა თვალწინ.
ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთი ულამაზეს და უმაგრეს სოფელში
გავიზარდე, 7წლისა შევედი სკოლაში, მაშინ ძალიან იშვიათობა იყო კერძო სკოლები და ერთ-ერთი პიველი და ძლიერი სწორედ ის სკოლა გახლდათ სადაც სწავლების 9 წელი გავატარე, სოფლიდან ქალაქამდე 10 წუთის სავალი გზაა, მე და ჩემი უსაყვარლესი ყანჩავლები ერთად დავდიოდით სკოლაში, ამიტომ მთლიანად მათზე ვიყავი დამოკიდებული, იმ იშვიათი შემთხვევისა როცა სკოლაში საკონტროლო წერა ან სასკოლო შეჯიბრი იყო, რატოომ? :) :) იმიტომ რომ ტრადიციას არასდროს ვარღვევდით და სახლიდან ყოველთვის 10წუთით ადრე გავდიოდით,
მორიგეობით სხდებოდნენ საჭესთან ნიკა და ლევანიკო, ერთ დილას ერთი და მეორე დილით მეორე, როცა გადასახვევთან ჩავდიოდით ხოლმე მხოლოდ ხუთი
წუთი გვრჩებოდა და მიუხედავად ამისა ჩვენ აუღელვებლად განვაგრძობდით გზას სკოლისკენ! საბედნიეროდ პირველი ჩემი გაჩერება იყო, მანქანას არ ვაცდიდი საბოლოოდ გაჩერებას რომ კარებს ვაღებდი და სკოლისკენ თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი, აი, ზუსტად ისე როგორც ის ბიჭი დილით რომ გადავეყარე :) ხშირად „შერცხვენილი“, მაგრამ ხშირად ბედნიერი განვაგრძობდი სკოლაში მოღვაწეობას, რომელიც ასე ტკბილად მაგონდება და ასე ძალიან მენატრება დღეს!

ვერასოდეს ვუგებდი იმ ასაკში იმ ადამიანებს რომლებიც სკოლის ტანჯვას და სკოლის პერიოდს მისტიროდნენ, მაგრამ დღეს მეც მათ რიცხვს მივემატე!

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0