x
image
worldsport.ge
მესი და კულინარია

imageლეო მესის ხშირად უწუნებენ ხოლმე ჩაცმულობასა და გემოვნებას ქალების არჩევის კუთხით. თუმცა, ხშირად წერენ და საუბრობენ არგენტინელი სუპერმეგოლეს კულინარიულ გემოვნებაზე, რაც ლეოს საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონია განვითარებული.
ერთ-ერთ ფრანგულ კულინარიულ ჟურნალთან საუბარში კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი ამბობს, რომ კარგად ერკვევა როგორც არგენტინულ, ასევე ევროპულ კულინარიაში და სახლში თუკი საამისო დრო რჩება, ცდილობს თვითონ მოამზადოს გემრიელი კერძები.
მესი იმასაც ამბობს, რომ ძალიან იშვიათად უწევს თავად რაიმეს მომზადება, მაგრამ როდესაც საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, უპირველესად კულინარიის უკეთ და ღრმად შესწავლას აპირებს. მესის საყვარელი კერძი არგენტინული სტეიკი და ბოსტნეულის რაგუ ყოფილა, ღვინოებში კი ფრანგულ შაბლს ანიჭებს უპირატესობას.


www.worldsport.ge

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0