x
რამ შემქმნა ადამიანად?!

ადამიანის შექმნაში ბევრი კანონზომიერებაა ჩართული, პირველი ის რომ საჭიროა ორი საპირისპირო სქესის ადამიანმა სიყვარულით შექმნას ოჯახი და გააჩინონ შვილი ან შვილები, მაგრამ ოჯახის შექმნა იმდენად მარტივია რომ 15წლის ბავშვები პირველივე თვალის ჩაკვრაზე გარბიან და ორ ან სამ წელიწადში ან უკან გამორბიან ან კიდევ ბრძენი ქალებივით ჭკუას დაგარიგებენ ნაადრევად ოჯახი არ შექმნათო! და ამას ისეთი დიდი დანანებით ამბობენ, თითქოსდა მათ გარდა ვინმე სხვა იყოს „დამნაშავე“! თუმცაღა იმდენი 15წლის და 15წლამდე ბიჭი თუ გოგო დაეხეტება ქუჩაში უმიზნოდ და უმიზეზოდ, მაგას ნამდვილად ჯობია გყავდეს ოჯახი, შვილი და ზრუნავდე იმაზე როგორ შექმნა და ჩამოაყალიბო ადამიანად! რაც საერთოდაც არ არის მარტივი საქმე!
დღესდღეობით არსებობს ადამიანთა რამდენიმე კატეგორია! ადამიანები რომლებიც ემხრობიან განათლებას და საამისოდ შესაძლოა სახლიდან ყველაფერი გაყიდონ ოღონდაც შვილს ჩააცვან და ასწავლონ, მაგრამ საბოლოო ჯამში სქელყდიანი დიპლომი
რჩებათ ხოლმე და საუბედუროდ ხშირ შემთხვევაში არც ის, მაგრამ მათ შორის არიან ახალგზარდებიც რომლებიც სრული პასუხისმგებლობითა და მართლაც დიდი მონდომებით ეკიდებიან სწავლა-განათლებას, მშობლების მიერ გაწეულ ამაგს და ამაში მთელ გულსა და სულს დებენ და არიან ადამიანები, რომელთათვისაც უბრალოდ შვილის უცენზოდ დატოვება „გრეხად“ მიაჩნიათ და საღამოს რომელიმე დაქალის აპარტამენტში შეკრების დროს „ეგრეხებათ“ რომ თქვან: ჩემმა შვილმა სწავლა არ მოინდომა, ანდა ამაზე უფრო დიდი „გრეხი“ ის არის თუ მისი შვილი რომელიმე ისეთ უნივერსიტეტში სწავლობს სადაც წლიური გადასახადი „სულ რაღაც“ 2250 ლარია! ასეთ უნივერსიტეტებში ხომ დაბალი დონეააა!!!! არსებობენ ადამიანთა კატეგორია, ვისთვისაც საკმარისია დაუსახელო რომ სამედიცინოს ან ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობ და ჩათვალე რომ გაღმერთებენ ან სულ მცირე პატარა ვუნდერკინდები გონიხართ! მაგრამ ყველაზე საშიში ის ფენაა, რომელიც წლების განმავლობაში სოხანეზე ცხოვრობდა, არ იცოდა რა იყო დილით ცხელი წყლით დაბანილი ხელ-პირის გემო, არ იცოდა რა იყო ახალი ტანსაცმელი, არ იცოდა ორჯერ ორი და კითხვაში მეზობლის ბავშვებს დაიხმარდა ხოლმე, ამ კატეგორიასთან ახლო კავშირში არიან ახლად გამოჩეკილი მდიდრები, სოფლიდან ქალაქში გადმოსკუპებული
და იცით რატომ? აი, რომ გამოიჩეკებიან ხოლმე და ცივილიზაციას დაინახავენ ხოლმე, იმ წამსვე ამნეზია ემართებათ და ავიწყდებათ საიდან მოსულან და ვისი გორისანი არიან! გეკითხებით მე თქვენ, ასეთი ადამიანები შექმნიან თავიანთი შვილებისგან პიროვნებებს და მაგალითს ადამიანობისას?! ვერ შექმნიან, უფრო მეტიც, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან იმ ადამიანებს რომელთაც ქუჩაში გასვლისას ფულის მთხოვნელის დანახვაზე გულსა და გონებაში აგრესია უჩნდებათ, ისინი ქმნიან ადამიანებს რომელთათვისაც ტანსაცმლის ფასს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე მის გვერდით მყოფი მეგობრის მეგობრობას, ისინი ქმნიან ადამიანებს რომლებიც ერთი ხელის მოსმით ანადგურებენ მათ ვინც თვალში კარგად არ მოუვათ, ისინი ყეყეჩ, ქედმაღალ, უნიჭო, გაუნათლებელ ადამიანებს ქმნიან, რომელთაც ადამიანები მხოლოდ იმიტომ ქვიათ რომ სხვას ვერაფერს უწოდებ, კაციი? განა შეიძლება ყველა ამ თვისების მატარებელს კაცი უწოდო? მანდილოსანი ან ქალბატონი? ვერა, ვერ უწოდებ იმიტომ
რომ მათ არც მანდილოსანის და არც ქალბატონის განმარტება და მნიშვნელობა იციან! მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ასეა მოწყობილი, ყველგან და ყველაფერში მოიძებნება ის იშვიათი გამონაკლისი რომელიც იმედის ჩაქრობისა და სიკვდილის საბაბს არ გაძლევს! მაგრამ საუბედუროდ დღესდღეობით ადამიანები ცუდს ისე მარტივად ვითვისებთ, რომ შემდეგ ან ჩვევაში გადაგვდის ან კიდევ უფრო უარესი, ამ ვერაგ დაავადებას ჩვენს სავიზიტო ბარათად ვაქცევთ ხოლმე ფართო საზოგადოებაში და ყველაზე უარესი იცით რა არის რომ? გვხიბლავს ეს ყველაფერი, მოგვწონს და გვსიამოვნებს ის რომ ვიღაცაზე მაღლა ვდგავართ ნებისმიერი ნიუნსით, აი მთელი უბედურება სწორედ აქაა! კიდევ უფრო უარესი კი მშობლების კმაყოფილება და შექებებია მსგავს უზნეობაში!
ერთმა ჩემმა ძალიან ახლო უკვე მოხუცმა მეგობარმა, რომელსაც გაჭირვებაც უნახავს და დალხინებულსაც უცხოვრია, ერთ-ერთი საუბრის დროს დიდი სიხარულით დაიწყო: იცი რამ შემქმნა ადამიანად? გაჭირვებამ. მე იმ ადამიანების ზურგის შექცევამ,
დამცირებამ, დაცინვებმა და ძალით ურთიერთობებმა შემქმნეს ადამიანად, ვისთან ერთადაც ერთ კლასში ვიჯექი, მე იმ ადამიანების გამოწვდილმა ხელებმა შემქმნეს ადამიანად, რომლებიც ყოველ სეზონზე განახლებული გარდერობიდან დარჩენილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მიწყალობებდნენ ხოლმე, რომლითაც მერე თავს ვიწონებდი ხოლმე! მე იმ პერიოდმა შემქმნა ადამიანად, როცა სკოლიდან გამოსულს, თვალი უამრავი სასუსნავისკენ გამირბოდა ხოლმე, როცა სოსისი როგორი გემოსი იყო არ ვიცოდი, ან ვიცოდი და ისევ დაგემოვნების სურვილი მკლავდა, როცა ვიგრძენი რომ მარტო დავრჩით სიცივის, უსახსრობის, უფულობის ბრძოლაში, ლამაზად ჩაცმა-დახურვისა და მარილიანი საჭმლის ჭამის მონატრებაში, ტრიალ მინდორზე სადაც კომპასი დედაჩემის უტეხი ბრძოლის ჟინი და ჩვენს აღზრდა-გაზრდაში დაღვრილი ოფლი იყო! მაგრამ ადამიანად მაშინ ვიქეცი, როცა ფეხზე წამომდგარს
წინ უამრავი უკვე დავიწყებული ახლობელ-მეგობარ-ნათესავი დამიხვდა და მე ისინი ჩემი გულის სკივრში ისევე სუფთა სიყვარულით დავაბრუნე და გავაცოცხლე, როგორიც მაშინ მქონდა, როცა მათთვის მიუღებელი ვიყავი მხოლოდ იმიტომ რომ ერთი სოფლელი, კონკებში გამოწყობილი, გლახაკი ვიყავი! მე ღვთის სიყვარულმა შემქმნა ადამიანად, იმ სიყვარულმა რომელმაც აქამდე მომატანინა ეს ცხოვრება! მაგრამ ვაი, რომ ფეხზე წამოდგომისას ყველა ვერ შეიგრძნობს ხოლმე ღვთის უდიდეს წყალობას და ამპარტავნობის მორევში გადაჩეხილი, ნელ-ნელა იძირება და თან სხვების ჩათრევასაც ლამობს, ის სხვები კი ხშირად იმაზე მეტად არიან მოკლებული ადამიანობას ვიდრე ამის აღწერა და გადმოცემა სიტყვებს შეუძლია!

0
301
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0