x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფიქრი და რეალობა
დამწვარი და ჩაფერფლილი ოცნებები, კვამლში გახვეული წარსულის აჩრდილები,

აქა-იქ პერიოდული გამონათებებით და ნათელ მომავალზე ფიქრით აღტყინებული გონება. ფარსად ქცეული აწმყო, რომელიც გაშინებს თავისი არსებობით, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.. თეთრად გათენებული ღამეების წყება, ზოგჯერ ფხიზელი, ზოგჯერ კი გონებადაბინდული მყოფადობით, ყოველდღიური ავტომატიზმი ყავის სმის და სიგარეტის მონაწილეობით, ფიქრებში გართული თავი, ფერადი ფიქრებით რომ წარმოგიდგება თვალწინ, მაგრამ გრძნობ ეს ფერები ყალბია და სინამდვილეში ნაცრისფერი ქალაქის ფერია, ისეთივე ნაცრისფერი როგორიც ქვეყანაში არსებული რეალობა, მძიმე, მაგრამ რეალობა...

ისევ სარკმელთან ეულად დგომა, ნანატრი ღამის დადგომა და საკუთარ თავთან განმარტოების ასე დამღლელი ყოფნა, გაქცევის სურვილს რომ გიმძაფრებს, გაქცევის სადმე პარალელურ რეალობაში, სადაც შენი ოცნებების სამყაროა, სადაც უფრო ბედნიერად გრძნობ თავს, სადაც არ არსებობენ წარსულის, აწმყოს და მომავლის აჩრდილები თუ ლანდები, სადაც ქაოსი მხოლოდ შენს ნებას ემორჩილება, სამყაროს კანონები კი უბრალოდ არ არსებობს...

უბრუნდები ისევ რეალობას, გრძნობ როგორ გახრჩობს მოძალებული გრძნობები, მაგიდაზე მკაფიოდ ხედავ ყავის ჭიქას, საფერფლეში ჩამწვარ სიგარეტს, სარკმლიდან ისევ ნაცრისფერი ქუჩა მოსჩანს, ხედავ როგორ არხევს ქარი ხეებს, გესმის როგორ შრიალებენ ფოთლები... რა ნაცნობია ეს ყველაფერი, ტკივილამდე ნაცნობი ყოფით, რომელიც ვინ იცის კიდევ რამდენჯერ მოგიძალებს დადებით თუ უარყოფით ემოციებს, ფიქრებს...


by orzoimage

0
331
2-ს მოსწონს
ავტორი:orzo
orzo
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0