x
image
worldsport.ge
17-წლამდელები: მასპინძელი დამარცხებულია, ჯერი იაპონიაზეა

imageსაქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში მიმდინარე “განვითარების თასზე” IV-VI ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება და პირველი მატჩში მასპინძელთა ნაკრები ვატო არველაძის დუბლის მეშვეობით 2:1 დაამარცხა.
ქართველები კვირას, თბილისის დროით 15:50 საათზე იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. აზიელებმა IV-VI ადგილებისთვის ბრძოლაში პირველი შეხვედრა ბელორუსს პენალტების სერიაში აჯობეს (1:1 პენ. 4:3).
გოჩა ტყებუჩავას შეგირდები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებისთვის ემზადებიან, რომელსაც ჰოლანდიაში ადგილობრივ თანატოლებთან (12 მარტი), ბელგიასთან (14 მარტი) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (17 მარტი) გამართავენ.
ელიტრაუნდში 8 ჯგუფის 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პირველადგილოსნები და საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბულგარეთთან ერთად იასპარეზებენ. ფინალური ტურნირი 6-22 მაისს გაიმართება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0