x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
სწავლა და დიპლომი
მიკროავტობუსით მგზავრობისას უკანა სავარძლებზე ერთი გოგო და ორი ბიჭი ზის.

-ახლა მასწავლებლიდან მოვდივარ. ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

-აუ მომბეზრდა, დავიღალე, მაგათი დედა კი ვატირე. მიუბრუნდა გოგონა, თანატოლებს.

-თუ არ გინდა მეცადინეობა, რატომ დადიხარ? შეეშვი სიარულს და გაერთე რაიმეთი. ტყუილად რატომ ხარჯავს შენი პატრონი ფულს.


-აუ მაგათ რას გააგებინებ ბიჭო, გინდა თუარა უნდა ისწავლოო. ნასწავლი უნდა გამოხვიდეო. მე ვინ შემეკითხა მინდა თუარა 4 წელი უნივერსიტეტში ბოდიალი. რად მინდა რომ ვისწავლო. სამსახურს ეგრევე გამიჩითავენ, დავიჯერო?ამიტომაც სულ არ მენაღვლება სწავლა. პროსტა დავდივარ, ფულს მართლაც ვყრით, მაგრამ ასე სურთ მშობლებს. სწაავლა და დიპლომი ჩემს მშობლებს უნდათ, მე სულ არ მაინტერესებს. მაგას გართობა, ცეკვა, ბარში წასვლა მირჩევნია. მერე სადმე კი მოინახება სამსახური. თუნდაც მაღაზიაში.

-მართალი ხარ, ჩვენს ქვეყანაში უკუღმაა ყველაფერი. მე დედაჩემთან მივდივარ გერმანიაში. აქ აბა რა უნდა აკეთო ადამიანმა.

დიალოგი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა, კამათიც დაიწყეს სწავლა სჯობდა თუ უსწავლელობა. პესიმისტურად განწყობილი ახალგაზრდები აგრესიითაც გამოირჩეოდნენ, მძღოლს თანხაც დააკლეს და მეტი ფული არ გვაქვსო, ჩასვლის დროს უთხრეს. image

2
478
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
478
  
2015, 25 იანვარი, 19:28
გაუნათლებლობა ძალიან ცუდია,მაგრამ განათლება საარსებოდ ჩვენს ქვეყანაში არ ღირს. 2დიპლომი მაქვს და გულწრფელად ვნანობ,რომ უნივერსიტეტებში სწავლის მაგიერ რაიმე ხელობა რომ არ ვისწავლე,თუნდაც ,,კაფელშიკობა"
2015, 25 იანვარი, 0:17
სამწუხაროდ საქართველო ექსპერიმენტტა ხვედრია , მაგრამ ჩვენ უნდა ვიცდილოთ საკუთარ შთამომავლობას საკუთარი ძალებით შეუნარჩუნოთ ის რაც გაგვაჩნია
0 1 2