x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მერი უოლსტონკრაფტი-ქალის როლი საზოგადოებაში

მერი უოლსტონკრაფტი

მერი უოლსტონკრაფტი მე-18 საუკუნის ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი და ქალთა დამცევლი.
მერი თავის ნაშრომებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალის როლს საზოგადოებაში, ვინაიდან ადრეულ საუკუნეებში მეტად სენსიტიურ თემად მიიჩნეოდა ქალის დაკნინებული როლი, ის თავის ნაშრომში პირველად ბედავს და აკრიტიკებს ოჯახს, განათლებასა და ქალის ტრადიციულ შრომას, როგორც ქალთა დაქვემდებარების ინსტიტუტებს.არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ის გადაჭრით ამბობს და ხაზს უსვამს მათ არარსებობას, იგი გულისხმობს ქალის როლის ამაღლებას საზოგადოებაში და მისი უფლებებისა და მოვალეობის გათანასწორებას მამაკაცთან.ერთხმად აღიარეს, რომ ქალიც გონიერი არსებაა, თუ ადრე ქალი მხოლოდ სექსუალურ ობიექტად მიიჩნეოდა და ასწავლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყო ნაზი, მორჩილი და თავშეკავებული .მერი უოლსტონკრაფტის მიზანი სწორედ ქალისთვის თავისუფალი არჩევანის პირობების შექმნა იყო.
თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ ქალს მამაკაცებთან შედარებით ნაკლები უფლებები და პროფესიის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ.
გენდერული თანასწორობა კი მოიაზრებს ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და მოვალეობების გათანაბრებას, თუმცა, არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში გათანაბრებამ, რადგან გენდერული თანასწორობა არა ქალისა და მამაკაცის იგივეობას ნიშნავს, პირიქით, საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხავადასხვა მიზნები და მისწრაფებები, რომლისკენ დამოუკიდებლად ისწრაფვიან. დღეს ადამიანებს, ვფიქრობ, რომ სრული თავისუფლება აქვთ შექმნილი ამ მხრივ.შექმნილი უხეში ნათვამია, თავისუფლება ჩვენი უფლებაა, როგორც სიტყვის ისე მოქმედების, მაგრამ დღეს ადამიანებს ვაძლევთ უფლებას იყვნენ თავისუფლები და თქვან ის რაც მათ მოესურვებათ.
ქალი განსაკუთრებით ხდება ჩაგვრის ობიექტი, ხშირად მამაკეცები უსარგებლოდ და მხოლოდ მათი სურვილების შესასრულებელ არსებად მოიაზრებენ.დღეს რა როლი აკისრია ქალს? იყოს კარგი მეუღლე, მეოჯახე, აღზარდოს შვილები... რეალურად რამდენი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი? რამდენ ქალს უწევს ცხოვრება უთანასწორობასა და უსამართლობაში.
საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები დღემდე ებრძვიან, რადგან მათ გაიაზრეს, თუ როგორი მასშტაბური და დამანგრეველია უთანასწორობის შედეგები.
არ უნდა დაგვავიწყდეს განსაკუთრებული ტრადიციების მქონე ქვენყენები, სადაც ქალი ყოველდღე ძალადობის მსხვერპლია.მიუხედავად იმისა, რომ დღეს კავკასიაში საქართველო ერთ-ერთ რეფორმატორ ქვეყნად ითვლება მაინც ვერსად გავექცევით გარემოს, რომელიც კავკასიური მენტალობიდან გამომდინარე პატრიარქალურია.დღეს საზოგადოებას სჭირდება სამოქალაქო შემეცნებითი დონის ამაღლება.
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალებმა მეოცე საუკუნის დასწყისში მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება.ასევე განათლებისა და პროფესიონალური მოღვაწეობის ფართო ასპარეზი გაეხსნათ.მაგრამ უპირველესყოვლისა ქალებს ამ უფლების მოპოვებისთვის ბრძოლა მოუწიათ, როგორც ზემოთ აღვნიშნე მათ იბრძოლეს საკუთარი თავისუფლების უფლების მოსაპოვებლად, ეს კი ყოველგვარი სამართლიანობის ჩარჩოებს ცდება.დიდი ხნის წინ და დღესაც ჩვენ გვიწევს ბრძოლა საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად, თავისუფლება კი ის უფლებაა რომელიც დაბადების მომენტიდან მოგყვება, არ შეიძლება თავისუფლების ცნება გავიგოთ მცდარად, თავისუფლებაში იგულისხმება ჩვენი ქმედებებისა და სურვილების თავისუფლება.
რაც დრო გადის ქალის როლი საზოგადოებაში უფრო და უფრო იკვეთება, ამ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება და ისიც ქალთა უმეტესობა, შემწყნარებელია და ქალის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს.გენდერული ნიშნით ჩაგვრის არაერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, დღეს საზოგადოებას მართებს გამოფხიზლდეს, ეს უბრალოდ ვინმე კონკრეტული ადამიანის ინიციატივიდან გამომდინარე კი არა მთლიანი საზოგადოების მოვალეობაა.

0
1970
შეფასება არ არის
ავტორი:piradimosazrebebi
piradimosazrebebi
1970
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0