x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
პროფესიის არჩევა გარდამავალ ასაკში
პროფესიის არჩევა რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელზეც მრავალი ფაქტორი
ახდენს გავლენას.იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ცხოვრებასა და საქმიანობას.პროფესიის სწორად არჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნული ზრდისა და კარიერული წინსვლისათვის.ისეთი ფაქტორები როგორიცაა:შრომითი კმაყოფილება, მე-კონცეფციის ერთიანობა, თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, ემოციური კმაყოფილება თუ სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად არის შერჩეული პროფესია.

შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული ორიენტაცია ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდანვე

ყალიბდება.თითოეული ასაკობრივი საფეხური მისთვის უნიკალური სტრუქტურებით

ხასიათდება.ყოველ ეტაპზე აღმოცენდება ახალი "ფსიქოლოგიური წარმონაქმნები", რომლებიც ცვლიან ფსიქოლოგიურ სტრუქტურასა და მოზარდის დამოკიდებულებას


საკუთარი თავისა და გარე სამყაროს მიმართ, ყალიბდება განსხვავებული ინტერესები და იდეალები.პროფესიის არჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ასაკის

სპეციფიკის სწორად განვითარებას.

პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში პირველ ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვური თამაშები, როდესაც ბავშვები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლის თუ მულტფილმის გმირის როლს ირგებენ, მეორე ეტაპია მოზარდის ფანტაზია, როდესაც ოცნებებში საოცნებო პროფესიის მქონე ადამიანის როლს ასრულებენ, მესამე ეტაპია პროფესიის წინასწარ არჩევა.თავიდან მოზარდის მოქმედებების განსხვავებული ფორმები და სახეები ფასდება მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლოს კი ღირებულებების საფუძველზე.

გარდამავალ ასაკში ცხოვრებისეული გეგმები განვითარების ეტაპებს გადის.

საწყის ეტაპზე მოზარდები გეგმებს საკმაოდ დაუფიქრებლად აწყობენ, ფიქრობენ მხოლოდ შედეგებზე და არა განხორციელების გზებზე, საბოლოო გადაწყვეტილების

ეტაპის დადგომის დროს კი ბევრი საშიშროება იჩენს თავს, რადგან ამ დროს მოზარდის

ინტერესები და დამოკიდებულებები არამყარია, ისინი ხშირად ცვლიან არჩევანს.ასევე

მათ არჩევანზე დიდ გავლენას ახდენს მშობლების და თანატოლების დამოკიდებულება

ამა თუ იმ პროფესიის მიმართ.მათი აზრი, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, მაგრამ

აუცილებელია, რომ მოზარდმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარი

ინტერესებისა და შესაძლებლობებიდან გაომდინარე.

გამოყოფენ პროფესიის არჩევისას დაშვებულ ძირითად შეცდომებს :

1.ადამიანებისადმი დამოკიდებულების გადატანა პროფესიაზე(ადამიანების მორალური მხარისადმი სიმპატიის გადატანა მათსავე პროფესიაზე)


2.პროფესიების ღირსეულ და ნაკლებ ღირსეულად დაყოფა


3.საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის ობიექტურად შეფასების უუნარობა


4.ამხანაგებისა და ნაცნობების გავლენით პროფესიის შემთხვევით შერჩევა


5.საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა( გულის უკმარისობა-

მფრინავი)


6.პროფესიის პრესტიჟულობა


შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალი ასაკი ეს არის ხიდი ბავშვობასა და მოწიფებულობას შორის, ამ პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თვითგამორკვევის პროცესის შედეგად ხდება პიროვნების ხელმეორედ

დაბადება, ყალიბდება იდენტურობის განცდა და ღირებულებითი ორიენტაცია.

მნიშვნელოვანია მოზარდებმა შეძლონ გაარკვიონ თუ რა სურთ მომავალში, გამოყონ

დომინანტური უნარები და აირჩიონ ის პროფესია, რომელშიც თავს"კომფორტულად" იგრძნობენ, არ მოექცნენ სხვების ზეგავლენის ქვეშ და ამავე დრო გაითვალისწინონ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებისას.


ყოველი ადამიანი უნიკალურია, თავისი თანდაყოლილი ბუნებითა თუ შეძენილი მახასიათებელთა ნაკრებით.ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი განვითარების ახალ

შესაძლებლობას გვაძლევს და გვავსებს უნიკალური გამოცდილებით.ადამიანები ირჩევენ ამა თუ იმ პროფესიას და ხშირ შემთხვევაში ბოლომდე მიყვებიან მას, მიუხედავად იმისა როგორია პიროვნული რეალიზებულობის დონე, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი იშვიათად ცვლიან მას, რადგან ამისთვის ბევრი სიძნელის გადალახვაა საჭირო.ამიტომ,

აუცილებელია, რომ გარდამავალი ასაკი დაგვირგვინდეს სწორი პროფესიული

ორიენტაციით, რომელიც პიროვნული ზრდის, კარიერული წინსვლის, მე – კონცეფციის

სიმყარისა და შრომითი თუ ემოციური კმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს.





0
678
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ქოჩიაშვილი
ანა ქოჩიაშვილი
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0