x
image
worldsport.ge
ლევან ფანცულაია საქართველოს ჩემპიონია

imageსაქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, საერთაშორისო დიდოსტატის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე მიხეილ მჭედლიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დავით ჯოჯუამ დაიკავა.
უკვე ისტორიის კუთვნილებად ქცეული 74-ე ეროვნული ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, სადაც 16 სპორტსმენი მონაწილეობდა. ფინალში ასპარეზობის უფლება ტურნირის რეიტინგ ფავორიტმა მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ მოიპოვეს. კლასიკური პარტიებისაგან შემდგარი ოთხმატჩიანი სერია ფრედ 2-2 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი პარტიები დაინიშნა, რომელიც დღეს ჩატრადა. ჩემპიონის ვინაობა ორი 15-წუთიანი პარტიების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 1, 5-0, 5 გაიმარჯვა ფანცულაიამ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მჭედლიშვილს, ის მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.
მესამე ადგილისათვის, ნახევარფინალურ სერიაში ხელმოცარული დავით ჯოჯუა და მერაბ გაგუნაშვილი იბრძოდნენ. ფინალური მატჩების სერიის მსგავსად, კლასიკური პარტიების სერიაში გამარჯვებული ვერც აქ გამოვლინდა და ფრე 2-2 დაფიქსირდა. ფინალისტებისაგან განსხვავებით, ბრინჯაოს მედლის მფლობლის ვინაობა ვერც დამატებითმა 15 წუთიანმა პარტიებმა გაარკვია, რომელიც 1-1 დასრულდა. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ორი 5-წუთიანი პარტიის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ჯოჯუამ ერთი მოიგო, ერთიც ყაიმით დაასრულა, 5-წუთიან პარტიებში მეტოქე 1, 5-0, 5 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამრიგად საპრიზო ოთხეული ასე განაწილდა: I ფანცულაია; II მჭედლიშვილი; III ჯოჯუა; IV გაგუნაშვილი.
სხვადასხვა პრიზის გარდა, ქვეყნის ახალმა ჩემპიონმა ფანცულაიამ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის უფლება უკონკურსოდ მოიპოვა. პირველ მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები უკონკურსოდ გამოვლენ ქვეყნის მომდევნო 75-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, ხოლო ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დააფინანსებს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის სოფო ნიკოლაძის განცხადებით, ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 17 500 ლარი, დაკავებული ადგილების მიხედვით, ნახევარფინალში მოასპარეზე ანუ I-IV ადგილებზე გადანაწილდება.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0