x
image
worldsport.ge
ჩინელები პაპის სისეს 22,5 მილიონს სთავაზობენ

imageჩინური კლუბი “შანხაი ტელეისი” მზადაა “ნიუკასლის” სენეგალელი ფორვარდი პაპის სისე მსოფლიოს ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.
The Independent-ის ცნობით, ჩინური კლუბის მთავარ მწვრთნელს სვენ-გორან ერიქსონს 29 წლის სენეგალელის შეძენა უნდა. ევროპიდან გადაბირების მიზნით, “შანხაი ტელეისი” მოთამაშეს, რომელიც ამჟამად ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ეკვატორულ გვინეაში აფრიკის თასზე თამაშობს, 3-წლიან კონტრაქტს და ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 150 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობს, რაც კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 22, 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
“ნიუკასლში” სისე 5-ჯერ ნაკლებ თანხას, კვირაში 30 ათასს იღებს. ინგლისელებთან სენეგალელის მოქმედ კონტრაქტს ვადა წელიწადნახევარში გასდის და “ნიუკასლი” მზადაა ის 8 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდოს, რადგან ახლა ყოველთვიურად მისი სატრანსფერო ღირებულება შემცირდება.
“კაჭკაჭებმა” პაპის სისე 2012 წელს “ფრაიბურგისგან” 9 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს. მას შემდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ 87 მატჩში მან 32 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში სისე კლუბის საუკეთესო ბომბარდირია - 9 გოლი 13 მატჩში.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0