x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აგრესია, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი

უკანასკნელ პერიოდში აგრესიის თემა გახდა ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული მსოფლიოს ფსიქოლოგიაში. აგრესიისადმი მიძღვნილია უამრავი სტატია და წიგნი. ევროპასა და ამერიკაში რეგულარულად იმართება საერთაშორისო კონფერენციები, სიმპოზიუმები და სემინარები ამ პრობლემატიკაზე. ცხადია, ეს მოდა არ არის, არამედ ესაა ფსიქოლოგების რეაქცია ცივილიზებულ 21-ე საუკუნეში აგრესიისა და ძალადობის უპრეცედენტო ზრდაზე.

აგრესიის პრობლემას შეისწავლის არა მარტო ფსიქოლოგია, არამედ სხვა მეცნიერებებიც მეთოდების სპეციფიური სისტემით. თუმცა ობიექტურად შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ დღესდღეობით ადამიანის აგრესიული ქცევის ბუნებისა და მექანიზმების შესწავლაში მეტად შთამბეჭდავი შედეგები მიღწეულია ფსიქოლოგიურ
მეცნიერებაში. რა თქმა უნდა, ამ დარგშიც უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემაა. შეიძლება ითქვას, რომ კითხვაც თითქმის იმდენივე დარჩა, რამდენი პასუხიც იქნა
მიღებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან უამრავი გამოკვლევა ერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას იწვევს მეორის გაჩენას. ერთ-ერთი პრობლემა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მდგომარეობს თვით აგრესიის განსაზღვრებაში. აგრესია ეს არის მხოლოდ ქცევის მახასიათებელი, ანუ ეს აუცილებლად ქმედებაა, თუ აგრესია ასევე მოიცავს მოტივს, განწყობას, ემოციას? როგორ მიმართებაშია ერთმანეთთან ცნებები „აგრესია“ და „განზრახვა“? უნდა ვისაუბროთ აგრესიაზე ხოლოდ ცოცხალ არსებებთან მიმართებაში? შეიძლება ჩავთალოთ ქმედებები აგრესიულად, როცა რეციპიენტი არ ცდილობს შეტევის, თავდასხმის თავიდან არიდებას? აგრესია ყოველთვის ბოროტებაა თუ შესაძლოა ჰქონდეს კონსტრუქციული ბუნებაც? ამ შეკითხვათაგან ზოგიერთხე არსებობს პასუხი,
რომელსაც ასე თუ ისე იზიარებს მკვლევართა უმრავლესობა, სხვები ჯერჯერობით სადისკუსიოა. ასე, მაგალითად, ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ტერმინი „აგრესია“ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მსხვერპლი ცდილობს, მიიღწვის, რომ თავი აარიდოს ფიზიკური ან მორალური ზიანის მიღებას (სხვისი მხრიდან).

თუმცა, როგორ უნდა მოვახდინოთ სუბიექტის ისეთი ქმედებების კვალიფიცირება, რომლებიც მიმართულია საკუთარი თავისთვის შეგნებული (ცნობიერი) ზიანის მიყენებაზე. უნდა განიხილოს თუ არა ასეთი ქმედებები როგორც აგრესია? ამ კითხვაზე პასუხიც იმაზე იქნება დამოკიდებული, შედის თუ არა აგრესიის განსაზღვრებაში imageპოტენციური მსხვერპლის მიერ ზიანის მიღების თავიდან არიდების სურვილის კრიტერიუმი. ერთი პოზიციისას, თვითდაზიანება ან სუიციდი განიხილება
როგორც აუტოაგრესიის გამოვლინება, ხოლო სხვა პოზიციისას აგრესიაზე საუბარი არაა მართლზომიერი.
განსაზღვრების მიხედვით, აგრესიას მრავალი სპეციალისტი აკავშირებს ცოცხალი არსებებისთვის განზრაც ზიანის მიყენებასთან. არსებული განსაზღვრებების უმრავლესობაში ამგვარი კრიტერიუმის შემოტანა არის საკმაოდ დასაბუთებული. ბერონი სპეციალურად აფიქსირებს ყურადღებას ამ კრიტერიუმზე და ხაზს უსვამს იმას, რომ აგრესიულის სახით შეიძლება განიხილოს მხოლოდ ის ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებენ ცოცხალ არსებებს. თუმცა აქაცაა თავისებური პრობლემები. როგორ უნდა მოხდეს, ვთქვათ, ჭურჭლის ლეწვის ინტერპრეტირება კამათის/ჩხუბის დროს. ეს
საერთოდ არ არის აგრესია („არ ზიანდება ცოცხალი არსება“) თუ მაინც არის აგრესია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის მსხვერპლის ჭურჭელი და არა აგრესორის? დასახელებული კრიტერიუმი, როგორც ჩანს, შეიძლება მიღებულ იქნას, მაგრამ ერთი დაზუსტებით: ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეიძლება მოხდეს ნებისმიერი არაცოცხალი ობიექტისთვის ზიანის მიყენების მეშვეობითაც, რომლის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. არსებობს კიდევ უფრო ზოგადი თვალსაზრისი. ასე ე.ფრომი განსაზღვრავს აგრესიას უფრო ფართოდ, როგორც ზიანის განზრახ მიყენება არა მარტო ადამიანისთვის ან ცხოველისთვის, არამედ საერთოდ ნებისმიერი არაცოცხალი ობიექტისთვისაც. ასეთი ფართო ხედვისას ამგვარი „დამანგრეველი“ ტიპის ყველა ქმედება არის აგრესია, ყველას აქვს საერთო ფსიქოლოგიური ბუნება, მსგავსი მოტივაცია და საბოლოოდ წარმოადგენს აგრესიული იმპულსების გამოვლენას შემცვლელი ობიექტების მიმართ. სხვადასხვა ავტორთან აგრესიის ცნების განმარტებებში განსხვავებების მიუხედავად, სხვა სუბიექტისთვის ზიანის (ზარალის) მიყენების იდეა პრაქტიკულად
ყოველთვის არსებობს. ამრიგად, აგრესიაში უნდა მოვიაზროთ ნებისმიერი განზრახული (მიზანმიმართული) ქმედებები, რომლებიც მიმართულია სხვა ადამიანისთვის, ადამიანების ჯგუფისთვის ან ცხოველისთვის ზიანის მიყენებაზე.

ამ მომენტისთვის არ არსებობს აგრესიის ერთი საერთო,
საზოგადოდმიღებული თეორია. მეტად ფუნდამენტური და დეტალურად დამუშავებული კონცეფციებია აგრესიის ინსტინქტივისტური თეორია (S.Freud, K.Lorenz), აგრესიის ფრუსტრაციული თეორია (J.Dollard, N.Miller), სოციალური დასწავლის თეორია (A.Bandura), აგზნების გადატანის თეორია (D.Zillmann), აგრესიული ქცევის კოგნიტური მოდელები (L.Berkowitz). გარდა ამისა, არსებობს თითოეული დასახელებული ბაზისური თეორიის უამრავი კერძო ვარიანტი. ყველა მითითებულ კონცეფციას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ვერც ერთი ამომწურავად ვერ ხსნის ადამიანის აგრესიულ ქცევას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მეტად დადასტურებული, არაწინააღმდეგობრივი და ვერიფიცირებული დღესდღეობით არის აგრესიის ფრუსტრაციული თეორია imageდა სოციალური დასწავლის კონცეფცია.

0
760
შეფასება არ არის
ავტორი:ადა ბესელია
ადა ბესელია
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0