x
image
natia.a
"რაც ჭიკაიძემ გაძლო პოსტზე, იმდენ ხანს დაყვინული ვძლებ რიონში" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ჭიკაიძის გადადგომას
imageდღეს შსს-ს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმად, ის პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართავს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.


"ლექსო ჭიკაიძე გადადგა! არ ვცდებოდი, შეიძლება რაღაც-რაღაცეები ეშლებოდა, მაგრამ წესიერი კაცი ყოფილა ... პ.ს. გადადგა უკვე და ლანძღვა-გინებებს ნუ დაწერთ...", - წერს მანჩო გიორგობიანი.


"შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას ვეხმაურები. ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელია მთელი ხელისუფლება და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი. ხელისუფლების ყოვლად გაუმართლებელმა პოლიტიკამ, კოჰაბიტაციის პროექტმა, თანამდებობებზე ზონდერების დაწინაურებამ, გახმაურებული საქმეების თაროზე შემოდებამ, სერიოზული მოწმეების გაწირვამ და არდაცვამ წაახალისა ტერორიზმი, წაახალისა ძალადობა, რომლის მსხვერპლიც დღეს იური ვაზაგაშვილია და ხვალ ვინ იქნება, კაცმა არ იცის. ჭიკაიძე ვერ იქცევა განტევების ვაცად. ვიმეორებ: პასუხისმგებლობას ინაწილებს მთელი ხელისუფლება და მაშინ მთავრობაც გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევენები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სამუდამოდ განიდევნოს საქართველოს პარლამენტიდან. ხელისუფლების 2 წლიანმა ჟღურტულმა ნაცისტებთან მიგვიყვანა ყარაფილას სასაფლაომდე. ვაღიაროთ, რომ დღეს საზოგადოება დაშინებულია. 2012 წლის ოქტომბერში მოპოვებული თავისუფლება, სილაღე, სიხარულის განცდა სამარცხვინოდ დამარხეს. ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მისთვის სამართალი უკვე აღარასდროს აღდგება... რომ წართმეულ ქონებას მას აღარავინ დაუბრუნებს... რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას წლები დასჭირდება... ამას მიაღწია ხელისუფლებამ და კიდევ ამ საერთო ნიჰილიზმს ის დაემატა, რომ ქალაქში... ქვეყანაში შიში გაჩნდა. შიში იმისა, ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?", - ირმა ინაშვილი.



"რაც ჭიკაიძემ გაძლო პოსტზე, იმდენ ხანს დაყვინული ვძლებ რიონში" - ვალერი ხაბურძანია.


"გადაწყვეტილება ნამდვილად უპრიანია, მაგრამ აქამდე იყო რო მინისტრი?:) გადადგომა არ მიდის ამ ამბავზე სხვა სიტყვა უნდა მოვიფიქროთ:)“ - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. რომლის პოსტსაც შემდეგი სახის კომენტარები მოჰყვა: „სანამ გაუშვებდნენ თავს უშველა“ - წერს ჟურნალისტის ერთ-ერთი ფეისბუქ-მეგობარი. მეორემ კი მას ეს გადაწყვეტილება მიხვედრილობად ჩაუთვალა - „იფიქრა, იფიქრა 3 დღე და ძლივს არ მიხვდა?“.



"ღირსეული კაცის გადაწყვეტილებაა! მართალი კაცი ხარ და იქნები მუდამ!", - დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი.




1
260
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
260
  
2015, 25 იანვარი, 21:27
მთის კაცია და ვაჯკაცურადაც მოიქცა
0 1 1