x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რა ელის ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს 2015 წლის თებერვალში?

image2015 წლის თებერვალში, ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, სატურნის გავლენის წყალობით მიიღებენ შესაძლებლობას რეალიზება მოახდინონ კარიერულ წინსვლაში და გაამყარონ თავიანთი პოზიცია. თუ ამ თვეში ვერძი ბეჯითი იქნება და კარგად იმუშავებს, შეუძლია უფროსის შექება დაიმსახუროს, ამასთანავე მოსალოდნელია დაწინაურებაც. ამრიგად, ყოველი თქვენი წამოწყება, რომელიც შეეხება კარიერას წარმატებით დასრულდება. რა თქმა უნდა, ასეთივე წარმატებით გაიზრდება თქვენი ბიუჯეტიც. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის არ გაგიმართლებთ. ამიტომ ეცადეთ გონივრულად დახარჯოთ ფული. თებერვალი საუკეთესო თვე არ იქნება საყვარელ ადამიანთან ურთოერთობისთვი. თუ ხშირად მოუწყობთ ეჭვიანობის სცენებს, მოსალოდნელია ხანგრძლივი განშორება. თებერვლის პირველი დღეები წარმატებული იქნება ვერძებისთვის. გექნებათ ახალი ურთიერთობები და სასიამოვნო სიახლეები. მერკურის გავლენით, ვერძების ცხოვრება უფრო აქტიური და ცოცხალი გახდება, ამიტომ ამ პერიოდში, ყველაზე ზარმაცი ვერძებიც კი გამოცოცხლდებიან და აქტიურად ჩაებმებიან ცხოვრების სწრაფ რიტმში. ნუ შეგეშინდებათ თქვენი აზრების და იდეების გაჟღერების, რადგან თითქმის ყველა იდეა აღტაცებას ჰპოვებს თქვენს სამეგობრო წრეში. თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებული იდეები, სხვა დროისთვის შემოინახეთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას კარგად დაფიქრდით და გამოავლინეთ მეტი სითბო. არავითარ შემთხვევაში არ გააბათ ფლირტი მის ზურგსუკან!

პირველ ნაწილზე უფრო წარმატებული იქნება თებერვლის მეორე ნაწილი. ვერძებს თამამად შეუძლიათ აიხდინონ ნებისმიერი ოცნება. ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებენ, წარმატებით დასრულდება. თებერვლის შუარიცხვებში, მარტოსული ვერძებისთვის მოსალოდნელი იქნება სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მათზე მაღალი ფენის/რანგის წარმომადგენლებთან. ხოლო თებერვლის ბოლოს, რეკომენდირებულია შეამციროთ აქტივობა. ამ დროისთვის გამოგიჩნდებათ ბევრი თაყვანისმცემელი, მაგრამ ნუ ენდობით მათ.

1
237
7-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
237
  
2015, 23 იანვარი, 19:09
საინტერესოა....
0 1 1