x
image
worldsport.ge
“რეალი” შემოსავლებშიც ლიდერია
imageმადრიდის “რეალი” 2013/14 წლების სეზონში გამომუშავებული თანხით (549.5) მსოფლიოს ლიდერი კლუბია. აღნიშნული ინფორმაცია “ბლანკოსის” ოფიციალურმა ვებგვერდმა deloitte-ის მონაცემზე დაყრდნობით გაავრცელა. აღნიშნული კომპანია უკვე ათი წელია საფეხბურთო კლუბების შემოსავლების ფინანსურ მდგომარეობას ადგენს.
მადრიდის “რეალმა” გასულ სეზონში 113.8 მილიონი ევრო გაყიდული ბილეთებიდან მიიღო. ჩემპიონთა ლიგასა და სატელევიზიო ტრანსლაციისთვის “სამეფო კლუბმა” 204.2 მილიონი გამოიმუშავა, 15.9 მილიონით მეტი ვიდრე 2012/13 წლებში. სპორტული მარკეტინგით მიღებული თანხა კი 231.6 მილიონს შეადგენს, 20 მილიონით მეტი ვიდრე 2013/14 წლების წინა სეზონში.
მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონი სპორტული თვალსაზრისით წარუმატებელი იყო “მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, deloitte-ის ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” 518 მილიონ ევრო გამოიმუშავეს და რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფებიან.
აქვე გაგაცნობთ ლიდერი 20 კლუბის ფინანსურ მონაცემებს 2013/14 წლების მიხედვით:



მადრიდის “რეალი” (პრიმერადივიზიონი) – 549.5 მილიონი ევრო“მანჩესტერ იუნაიტედი” (პრემიერლიგა) – 518მიუნხენის “ბაიერნი” (ბუნდესლიგა) – 487.5

“ბარსელონა” (პრიმერადივიზიონი) – 484.6

“პარი სენ ჟერმენი” (ლიგა 1) – 474.2“მანჩესტერ სიტი” (პრემიერლიგა) – 414.4


ლონდონის “ჩელსი” (პრემიერლიგა) – 387.9

ლონდონის “არსენალი” (პრემიერლიგა) – 359.3

“ლივერპული” (პრემიერლიგა) – 305.9

ტურინის “იუვენტუსი” (სერია A) – 279.4

დორტმუნდის “ბორუსია” (ბუნდესლიგა) – 261.5

“მილანი” (სერია A) – 249.7

ლონდონის “ტოტენჰემი” (პრემიერლიგა) – 215.8

გელზერკირხენის “შალკე” (ბუნდესლიგა) – 213.9

მადრიდის “ატლეტიკო” (პრიმერადივიზიონი) – 169.9

“ნაპოლი” (სერია A) – 164.8

მილანის “ინტერი” (სერია A) – 164

სტამბულის “გალათასარაი” (სუპერლიგა) – 161.9

“ნიუკასლი” (პრემიერლიგა) – 155.1

ლივერპულის “ევერტონი” (პრემიერლიგა) – 144.1



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

1
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
2015, 28 იანვარი, 21:02
რეალი ყველა მხრივ ლიდერია საერთოდ
0 1 1