x
image
ანარქია
Mediator image
რა აჩენს ქერტლს? და როგორ ვებრძოლოთ მას?

imageდამეთანხმებით, რომ თმის პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც მას ყველაზე ნაკლებად ველით.
არსებობს საკმაოდ შთამბეჭდავი ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც შეიძლება ქერტლის გაჩენის მიზეზად იქცეს:
არასწორი კვება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.
ძლიერი ნერვული გადაძაბვა და ხშირი სტრესი,
სისხლის მიმოქცევის მოშლა
ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ვიტამინის ნაკლებობა

გენეტიკური განწყობა.

ქერტლის ტიპი დამოკიდებულია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე. ცხიმის გაძლიერებული წარმოქმნისას თმა სწრაფად ცხიმიანდება, ჭუჭყიანდება და უსიამოვნო შესახედავი ხდება.
იმისათვის, რომ დავამარცხოთ ქერტლი, ჩვენ ვესტუმრეთ პროფესიონალ ექიმებს, მივიღეთ ძალიან სასარგებლო რჩევები და პასუხები ჩვენს კითხვებზე:
რამდენჯერ უნდა დავიბანოთ თავი?
თუ ეს ცხიმიან თმას ეხება, მისი ყოველდღიური დაბანა არ იწვევს თმის გამოშრობას, ასე რომ, ეს ყველაფერი ნორმალურია. მაგრამ ნორმალური თმისთვის ყოველდღიური დაბანა შეუძლებელია, რადგან თმა გამოშრება და გაუხეშდება.
მხოლოდ მზის სხივები აჩენს ქერტლს?
ეს ერთ–ერთი პრობლემაა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შამპუნის სწორად შერჩევა აბსოლუტურად ყველა თმაზე მოქმედებს, თქვენც შეეცადეთ, თქვენი თმისთვის სწორად შეარჩიოთ შამპუნი.
თმის შეღებვა თმის ცვენას იწვევს?
არაა გამორიცხული, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, თმის ცვენას მაინც მშობიარობა, სტრესი და კლიმატი იწვევს.
რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ სავარცხელი?
თუ თმა გრძელია, მას სჭირდება წვრილი ჯაგრისი. თუ მოკლე, აუცილებელია გამოვიყენოთ ფუმფულა ჯაგრისი.
ნუ გამოიყენებთ ფენს და თმის გამასწორებელს, თმის სიჯანსაღისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის სმა.
იყავით ჯანმრთელნი, გაითვალისწინეთ რჩევები და დაამარცხეთ ქერტლი, მისი სილამაზე დიდ სიამოვნებას და ბედნიერებას მოგიტანთ.

0
382
6-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0