x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რას ამბობს ნიკა მელია თავისი ვაჟისა და მისი დედის შესახებ

image"რუსთავი 2"-ის ეთერში, "ნანუკას შოუში" სტუმრობისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ახალდაბადებული შვილის, ალექსანდრესა და მისი დედის შესახებ ისაუბრა.


თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს 35 წლის ასაკში მამობამ რამდენიმედღიანი უძილობა მოუტანა.

"ალექსანდრეს დაბადებამ ძალიან შემცვალა. ჩემ თავს ვეღარ ვცნობ. ქალი დავაფასე სხვანაირად. ვიგრძენი რას გრძნობს ქალი, როდესაც დედა ხდება", - განაცხადა მელიამ.


მისი თქმით, ბავშვის დედა მაიკო ბეგიაშვილია და 90% სწორედ მისი დამსახურებაა, რომ იგი დღეს ასეთი ბედნიერია.


"ძალიან ბევრს გაუძლო და ამისთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ. დაახლოებით 7 წელია ერთად ვართ. ჩემმა ოჯახმაც ბავშვის დაბადებამდე 2 თვით ადრე გაიგო ეს ამბავი", - განაცხადა ნიკა მელიამ.



0
1605
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1605
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0