x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ტრაგიკული შემთხვევების ტოპ 10
10.მატარენლის კატასტროფა ბიჰარში

ბიჰარი, ინდოეთი 1981

გარდაიცვალა 268 დაიკარგა 300ადამიანი

image


1981 წლის 6 ივნისის დაუვიწყარი დღეა მთელი ინდოეთის მოსახლეობისთვის.სწორედ ამ დღეს მატარებელი 600 მგზავრით საჰარსადან მანსისაკენ მიმავალმა მდინარე ბაგმატაზე ხიდის გადაკვეთის დროს საშინელი კატასტროფა განიცადა.ეს ინდოეთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ სარკინიგზო შემთხვევად ითვლება.ავარიის გამომწვევი მიზეზი დღემდე დაუდგენელია სავარაოდოდ კატასტროფის მიზეზად მუხლუჭების მწყობრიდან გამოსვლას ვარაუდობენ.


9.ავია კატასტროფა ტენეფრიზ

კანარის კუნძულები, ესპანეთი, 1977 წელი

დაიღუპა 583 ადამიანი

image

















კატასტროფა რომელიც ტენერიფზე მოხდა შემაძრწუნებელია.1977 წლის 27 მარტს ორი თვითმფრინავი: ბოინგ 747 და KLM 4205 ერთმანეთს ასაფრენ ბილიკზე შეეჯახა, რომელმაც მასიური აფეთქება გამოიწვია და 583 ადამიანი შეიწირა.


8.KA-35 ინდიანაპოლისის ჩაძირვა.

ფილიპინები, 1945 წელი.

დაიღუპა 579+ ადამიანი

image











მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე რამოდენიმე კვირით ადრე აშშ-ს საზღვაო, მძიმე კრეისერი გუამიდან ფილიპინებისკენ მიემართებოდა.ბორტზე დაახლოებით 1200 მდე მგზავრი იმყოფებოდა. კრეისერი იაპონელების წყალქვეშა გემ დაეჯახა რის შედეგადაც 12 წუთში ჩაიძირა.300მდე ადამიანი იქვე დაიღუპა ხოლო 900 მდე ადამიანი იძულებული გახდა გზა სათადარიგო ნავებით გაეგრძელებინათ.მგზავრები 4 დღის განმავლობაში მიცურავდნენე მშიერ-მწყურვალნი ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო და დაიღუპა.საბოლოვოდ გემის ჩაძირვას გადარჩენილი 900 მგზავრიდან სამშვიდობოს მხოლოდ 317 მგზავრმა მიაღწია.


7. ბრძოლა რამრეზე

რამრე, მიანმარის რესპუბლიკა, 1945 წელი

მსხვერპლთა რაოდენობა სადაოა

image




















1945 წლის 9 თებერვალს, კუნძულ რამრეზე იაპონიის არმიის 900 ჯარისკაცი ბრძანების თანახმად ჭაობების გავლით იხევდა უკან.

ერთერთი გადარჩენილი ჯარისკაცის მონათხრობიდან 900 დან მხოლოდ 20 გადარჩა და ისინიც ტყვედ ჩავარდნენ.რა ბედი ეწიათ დანარჩენებს? არსებობს ვარაუდი რომ ისინი ნიანგების მსხვერპლნი გახდნენ.რაც სრულიად დამაჯერებლად ჟღერს, რადგან იმ დგილებში სადაც მათ უწევდათ გავლა სწორედ ნიანგების სიმრავლითაა ცნობილი.


6.ტრაგედია მოსკოვში

მოსკოვი, რუსეთი1896 წელი

მსხვერპლი 1389 ადამიანი

image























1896 წელს 30 მაისს მოსკოვი მასობრივმა პანიკამ მოიცვა.ამ დღეს რუსეთის მოსახლეობა თავიაანთი ბოლო იმპერატორის ნიკოლოზ II ის გამეფებას ზეიმობდა.ნიკოლოზ მეორე 1896 წლის 26 მაისს გამეფდა და 4 დღის შემდეგ გადაწყვიტა მოსახლეობისთვის საჩუქარი დაერიგებინა ამისათვის მოედანზე გაკეთდა 150 ბუფეტი სადაც იქნებოდა შესაძლებელი საჩუქრის მიღება, დაახლოებით 5 საათზე თავი 500 000 მა მსურველმა მოყარა თავი საჩუქრის მისაღებად.გავრცელდა ჭორი რომ ყველას არ შეხვდებოდა ძღვენი.ატყდა საშინელი აურზაური ხალხი ერთმანეთს ხელს კრავდა ფეხს აბიჯებდა რათა საჩუქრამდე მიეღწიათ პოლიციის მცირერიცხოვანმა რაზმმა ვერ შეძლო მათი დაკავება რასაც 1389 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


და ეს "საჩუქარი" რას შეადგენდა ალბათ გაინტერესებთ რის გამოც ამდენი ხალხი დაიხოცა.ეს იყო 1 პური ერთი ნაჭერი ძეხვი და ერთიც ფუნთუშა.


5.ჰაჯი-1990

მექა, საუდის არაბეთი

გარდაიცვალა 1426 ადამიანი

image







პანიკური გაქცევა, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვა ეს არაის ჰაჯის ტრაგედია მექაში.ეს მორალური ვალდებულება ყველა მაჰმადიანისთვის, რომ ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში.ამიტომ მუდამ ბევრი მაჰმადიანი მლოცველი აწყდება ამ ადგილს პოლიცია ცდილობს თავიდან აირიდოს უბედურებები, მაგრამ სწორედ ეს შემთხვევა იყო, რომ საფეხმავლო გვირაბის გავლისას კი არადა გადათელვისას 1400 მეტი მლოცველი გარდაიცვალა.


4.აფეთქება ჰალიფაქსში

ჰალიფაქსი, შოტლანდია, 1917

გარდაიცვალა 1950 ადამიანი

image























1917 წლის 6 დეკემბერს ჰალიფაქსში მომხდარმა აფეთქების ხმამ მოსახლეობა შოკში ჩააგდო ზოგმა კი შოკში ჩავარდნა ვერც მოასწრო ისე გარდაიცვალა.აფეთქება გამოიწვია:საფრანგეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის, რომელიც დატვირთული იყო ომისდროინდელი ასაფეთქებელი ნივთიერებებით ქალაქის პორტში სხვა გემის შემთხვევით შეჯახებამ.ხანძრის და ნგრევის დროს დაიღუპა 1950 ადამიანი ხოლო 9000 დაშავდა.

ეს შემთხვევა დღემდე ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდი არაბირთვულ აფეთქენად, კატასტროფა იმდენად ძლიერი იყო რომ ზიანი მიადგა მეზობელ ქალაქებსაც, აღსანიშნავია ისიც რომ ამ აფეთქებამ შემდგომ ცუნამიც გამოიწვია რამაც კიდევ ერთი უბედურება დაატეხა თავს ჰალიფაქსის მოსახლეობას


3."MV Dona Paz"-ის ტრაგედია

ფილიპინები, 1987

დაიღუპა 4357 ადამიანი

image



















1987 წლის 20 დეკემბერ ფილიპინებ კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.ტრაგედია დატრიალდა მაშინ, როდესაც დატვირთული სამგზავრო ბორანი 8.800 ბარელი ნავთობით დატვირთულ ტანკერს შეეჯახა გემი იმავე წუთას ჩაიძირა.თავიდან ოფიციალურად დაღუპულად გამოაცხადეს 2600 ადამიანი, ხოლო მოგვიანებით დადგინდა რომ არათუ 3000 არამედ 4000ს აჭარბებდა დაღუპულთა რიცხვი.ეს ერთერთი ტრაგიკული საზღვაო შემთხვევაა რომლის დროსაც დაიღუპა ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე.


2.ჩერნობილის კატასტროფა

ჩერნობილი, უკრაინა, 1986 წელი

მსხვერპლთა ზუსთი რაოდენობა უცნობია

image
























1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ატომური ელექტრო სადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა.ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა რამაც მის გარშემო არსებული საკმაოდ დიდი ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვია.ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.აფეთქების მიზეზად ვარაუდობენ 1) პერსონალის შეცდომას 2) რეაქტორის კონსტრუქციის დაზიანებას

რაც შეეხება მსხვერპლს იმ წუთას დაიღუპა ის მომსახურე პერსონალი და მაშეველები რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ აფეთქების მომენტში.ხოლო შემდეგი 10 წლის განმავლობაში გარდაცვლილთა და დასხივებულთა რიცხვმა 10 000ს გადააჭარბა.


1.უბედურება ბჰოპალში


ინდოეთი, 1984 წელი


დანაკარგი 20 000 +

image













მსოფლიოში ყველაზე ტრაგიკული შემთხვევების თხრობა ინდოეთით დავიწყე და სამწუყაროთ სია ამით უნდა დავასრულო.

ეს შემთხვევა 1984 წლის 3 დეკემბერს დილას მოხდა ინდოეთის პატარა ქალაქ ბჰოპალში, ქალაქის მოსახლეობამ ამ საშინელ დღეს გაღვიძება მოასწრო ბევრმა კი ვერა. საქმე იმაშია რომ ქიმიური ქარხნიდან სახელწოდებით Union Carbide India Limited(UCIL) 40 ტონა ტოქსიკური აირი, მეთილიზოციანიდი (CH3NCO) გაიჟონა. სულ 500 000 ადამიანი მოიწამლა 5 000 მდე ადამიანი 24 საათში გარდაიცვალა, ხოლო 20 000 მეტი ადამიანი მომდევნო დღეებში გართულებების შედეგად გარდაიცვალა, ამ კატასრტოფის შედეგად დღეს დღეობით 120 000 ადამიანი ჯერ კიდევ არის დაავადებული კიბოთი, სიბრმავით სუნთქვის გაძნელებით და ა.შ

ეს კატასტროფა მსოფლიოში ყველაზე დიდ სამრეწველო კატასტროფად ითვლება.


იმედია მოგეწონებათ.

4
1705
8-ს მოსწონს
ავტორი:ვინდშაიდ
ვინდშაიდ
1705
  
2013, 30 მარტი, 21:23
მეც ჩერნობილი მეგონა პირველი :|
2013, 1 თებერვალი, 12:25
არადა ჩერნობილი აქამდე პირველი მეგონა
2013, 1 თებერვალი, 12:24
კარგიი იყოოო
0 1 4