x
image
maia
მოგზაურობა ვარდის სამყაროში-მოდური ელფერის პომადების კოლექცია
ჯერ კიდევ შექსპირმა შეადარა ქალბატონების ტუჩები ვარდის ყვავილს. ცნობილი კოსმეტიკური ფირმები მუდმივად ანახლებენ პომადის კოლექციებს და ზრუნავენ ქალბატონების მოდურ და მიმზიდველ გარეგნობაზე.

ცნობილმა ფრანგულმა კოსმეტიკურმა ბრენდმა Lancôme გაიმეორა ვარდების განსხვავებული და მრავალფეროვანი ჯიშების ფერები პომადის ახალ კოლექციაში.


ვარდი Comtesse De Ségur

1858 წელს საფრანგეთში გამოვიდა გრაფინია სოფი დე სეგიურის ზღაპარი სამი გოგონას შესახებ "Les Petites Filles Modèles". წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ავტორის საპატივცემულოდ მისი სახელი დაარქვეს ვარდის ჯიშს, რომელიც ჰგავდა ნაწარმოებში აღწერილს. თბილი, ნატურალური და კეთილშობილი ფერი მოუხდება ქერა და შავგვრემან ქალბატონებს. თვალები კრემისფერ-ყავისფერ გამაში შეიღებეთ.


image

image

ვარდი Amnesia

ეს ჯიში მეტად უყვართ საპატარძლოებს და გამოირჩევა ნაზი მოკრემისფრო-იისფერი ფურცლებით. უნივერსალური ფერია ბუნებრივი მაკიაჟის მოყვარულებისთვის, ამ ფერის გამოყენებისას შესაძლებელია მოხდენილად წარმოაჩინოთ ღაწვები. რომ შექმნათ "დაკოცნილი" ტუჩების ეფექტი, პომადა ტუჩებზე თითებით გადაისვით.

image

image



ვარდი Lancôme

1973 წელს ცნობილმა ფრანგმა სელექციონერმა ჟორჟ დელბარმა შეაჯვარა ოცი ათასზე მეტი ჯიშის ვარდი, რათა გამოეზარდა ყველაზე გამძლე სახეობა. ვარდი Lancôme გამოვიდა კაშკაშა ფუქსიის ფერის და გახდა კოსმეტიკური მარკის სიმბოლო. ფუქსიის ფერი მეტად უხდებათ ცივი ფერის სახის მქონე ქალბატონებს. აღნიშნულ პომადასთან მოერიდეთ ფერ-უმარილის გამოყენებას. ამავე დროს გააკონტროლეთ, რომ კანის ტონი თანაბარი იყოს.

image

image

ვარდი Grand Amour

ლეგენდის მიხედვით ეს ვარდი დაიბადა ქალღმერთ ვენერასთან ერთად და იყო ქათქათა თეთრი. მაგრამ ერთხელ მასთან თამაშობდა კუპიდონი, რომელსაც ფუტკარმა უკბინა და სისხლის წვეთმა ყვავილს მეწამული წითელი ფერი მიანიჭა. პომადა შეუხამეთ თვალების მუქი ფერის მაკიაჟს. გამოიყენეთ ტუჩების ფანქარი, რადგან ზუსტი კონტური აუცილებელია. პომადა ფუნჯით წაისვით.

imageimage

ვარდი Carrousel

ვარდის სახელი მომდინარეობს მე-19 საუკუნის ფრანგების საყვარელი გასართობის- კარუსელისგან. ვარდის ფურცლების ნაპირი უფრო ნათელი ფერისაა, რაც სპირალის ეფექტს ქმნის. საფრანგეთში ეს ვარდი ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება. პომადის ფერი იმდენად ნაზი და რბილია, რომ ის გამოდგება როგორც პაემნის, ასევე წვეულებებისთვისაც.

imageimage


0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0