x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი მკვლელი ბავშვები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ (+16)
მკვლელ ხალხს მოიხსენიებენ როგორც ცივ სისხლიანებს და ხშირად გვსმენია გამონათქვამი ასეთ შემთხვევაში "რა იყო სისხლი არ ჩქეფდა მის ძარღვებში?" "რა ძარღვი გაუწყდა მაგ დალოცვილს" და ა.შ. ადვილი მისახვედრია მკვლელში რომ იგულისხმება ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს ართმევს სიცოცხლეს პირადი ანგარიშსწორების მიზნით, ან თუნდაც სრულიად უმიზეზოდ- უბრალოდ მანიაკალური ჟინის შეპყრობის ფონზე. ბუნებრივია ცუდ შეგრძნებას რომ გვიღვიძებს ასეთი ცუდი ამბავი, მაგრამ უფრო იმატებს ემოციური ფონი, როდესაც გვესმის მკვლელი თურმე ბავშვია.


დღევანდელ სტატიაში სწორედ ის მკვლელი ბავშვები მინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც თავიანთი დაუნდობლობითა და სისასტიკით შევიდნენ მსოფლიოს ისტორიაში.



1. Mary Bell-ი, დაბადებული 1957 წლის 26 მაისს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლელი ბავშვია დიდი ბრიტანეთის ისტორიიდან. 1968 წელს, 11 წლის ასაკში მერიმ 13 წლის მეგობარ ნორმასთან ერთად ჩაიდინა 3 წლის Brian Howe-სა და 4 წლის Martin Brown-ის მკვლელობა. 3 წლის ბრაიანი იპოვეს მარტინის ცხედრის შემდეგ მთის ძირას და ცხედარს დაფარვის მიზნით ეყარა სარეველა ბალახი. ბიჭუნას ცხედარი იყო დასახიჩრებული, თმა ჰქონდა შეჭრილი, დუნდულებზე ემჩნეოდა ნანემსრების კვალი, სასქესო ორგანოც დანაწევრებული, ხოლო მუცელზე მიყენებული ჭრილობით კი ჰქონდა გამოსახული ასო ე-"მ"-ი. გამოძიებამ სამართალდამცავები მერიმდე მიიყვანა, გოგონამაც არ დააყოვნა, აღიარა დანაშაული და მომხდარი დეტალურად აღწერა.


როგორც ჩანს ოჯახური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს მოზარდების სულიერ მდგომარეობასა და ზრდა-განვითარებაზე. გარდა მკვლელობების აღიარებისა, გოგონამ ასევე ამცნო სამართალდამცავებს, რომ მისთვის უცნობია ბიოლოგიური მამა და აქამდე ცნობილი მკვლელის Billy Bell-ის შვილად ასაღებდა მისი მეძავი დედა, რომელიც 11 წლის მერის, 4 წლის ასაკიდან აიძულებდა უცხო კაცებთან სექსუალურ ცხოვრებას.



გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ 11 წლის მერი ციხეში გააგზავნეს, სადაც ასევე ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. მხოლოდ 23 წლის შემდეგ გაათავისუფლეს და დღეს სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს, თუმცა ისტორიას მაინც Mary Bell-ის სახელით შემორჩა. სანამ მერი ციხეში იმყოფებოდა, მისი დედა ფულის კეთებით დაკავდა- სხვადასხვა პრესის წარმომადგენლებს აქტიურად უზიარებდა მერის წარსულის ისტორიებს ჟურნალ-გაზეთებში დასაბეჭდათ.


image






2. Jon Venables-ა (დაბადებული 1982 წლის 13 აგვისტოს) და Robert Thompson-ს (დაბადებული 1982 წლის 23 აგვისტოს), მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების მომენტში იყვნენ მხოლოდ 10 წლისანი, მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა, ვინაიდან მათი დანაშაულით შოკში იყო მთელი ბრიტანეთი.


1992 წლის 12 თებერვალს 2 წლის James Bulger-ი დედამ დატოვა მაღაზიის კართან იმ მოტივით, რომ მისი საყიდლები მცირე დროს მოითხოვდა და უმალ დაბრუნდებოდა, იმას კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ვაჟს ხედავდა უკანასკნელად. როგორც ეს ჩვეულად ხდებოდა, ჯონი და რობერტიც მაღაზიაში იყვნენ, რათა დაკავებულიყვნენ საყვარელი საქმიანობით- გაეძარცვათ ხალხი და მოეპარათ რაიმე მაღაზიიდან, თუმცა ამჯერად 2 წლის ჯეიმსის გატაცების იდეა დაებადათ. მსხვერპლი მიიყვანეს რკინიგზაზე, სადაც სასტიკად სცემეს ჯოხებით, ქვებით და რკინის მძიმე საგნებით, ამით არ დაკმაყოფილდნენ და სქესობრივი შეურაცყოფაც მიაყენეს, შემდეგ კი დააგდეს ლიანდაგის რელსზე, რომ მომხდარი უბედურ შემთხვევას მისწეროდა. ჯეიმსი ჯერ ისევ ცოცხალი იყო და მხოლოდ მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მატარებელმა გადაუარა.


imageimage





3. Alice Bustamante. (დაიბადა 1994 წლის 28 იანვარს) 15 წლის ალისამ შესაფერისად შეარჩია მკვლელობისთვის დრო და ადგილი, რათა თავს დასხმოდა 9 წლის მეზობელ Elizabeth-ს. ალისამ ელიზაბეტის ჯერ გაგუდვა სცადა, შემდეგ ყელი გადაუჭრა და მიაყენა დანით ჭრილობები. მას შემდეგ რაც ის დააკავეს, აღიარა დანაშაული და დაკითხვის დროს სერჟანტის მიერ დასმულ შეკითხვას- თუ რატომ ჩაიდინა ეს, უპასუხა: "მინდოდა განმეცადა ის, რასაც მკვლელები განიცდიან".

image





4. George Junius Steen-ი უმცროსი. 1944 წლის 16 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნა რეკორდი, როდესაც დააპატიმრა 14 წლის George Junius Steen-ი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ელოდა. მას ბრალად დაედო ორი გოგონას მკვლელობა- 11 წლის Betty June Binniker-ისა და 8 წლის Emma Thames-ის. ცხედრები ხევში იპოვეს, გამოძიებამ ეჭვმიტანილი დააკავა, ჯორჯმაც აღიარა დანაშაული. გოგონებს მძიმე ჭრილობები ჰქონდათ თავის ქალაზე, რომელიც ჯორჯმა მათ რელსის "კასტილით" მიაყენა. იგი ცდილობდა სექსუალურ ურთიერთობას ბეტისთან, თუმცა მცდელობა 2-ის სიკვდილით დაასრულა. ჯორჯს ბრალად დაედო პირველი ხარისხის მკვლელობა და სასამართლომ გამოუტანა განაჩენი- სიკვდილი ელექტრო სკამით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს სამხრეთ კაროლინაში.

image






5. Kiplend "Kip" Kinkel-ი, დაბადებული 1982 წლის 30 აგვისტოს. 1998 წლის 20 მაისს იგი გამოაგდეს სკოლიდან იმის გამო, რომ ცდილობდა ეყიდა მოპარული იარაღი თანაკლასელისგან. კინკელი დააკავეს, აღიარა დანაშაული, თუმცა გაათავისუფლეს. სახლში მისულს მამამ აუწყა, რომ სკოლა-ინტერნატში გადაიყვანდნენ, რაზეც გამწარებულმა მშობლების ოთახში დამალული "შაშხანა" გადატენა და 15:30 სთ-ზე სამზარეულოში მამას ესროლა. 18:00 სთ-ზე დედა დაბრუნდა შინ. კინკელი ასევე გამზადებული იარაღით დახვდა მასაც, უთხრა რომ ძალიან უყვარდა და ესროლა- ორჯერ თავში, სამჯერ სახეში და ერთხელ გულში. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ უნდოდა მშობლები დაეცვა იმ სირთულეებისგან, რომლებიც მათ კინკელის სამართალდამცავებთან პრობლემების გამო ელოდათ.


ამ ამბიდან მეორე დღეს, 21 მაისს კინკელი დედის ავტომობილით მივიდა სკოლაში, სპეციალურად ჩაიცვა გრძელი ქურთუკი, სადაც მალავდა იარაღს- შაშხანას, სანადირო დანას, ორ პისტოლეტს და ტყვიებს. მან მოკლა 2 მოსწავლე და დაჭრა 24 მათგანი, ხოლო როდესაც აპირებდა იარაღის ტყვიით დატენვას, მას ალყა შემოარტყეს და დაიჭირეს. 1999 წლის ნოემბერში სასამართლო გადაწყვეტილებით მიესაჯა 111 წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი შეწყალებისა და პირობითის გათვალისწინების გარეშე. კინკელმა ბოდიში მოიხადა საჯაროდ ჩადენილი დანაშაულების გამო.

image

გაგრძელება იქნება...

0
1449
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0