x
image
კატაპულტი
კრისტიანო რონალდოს ახალი ქალი ჰყავს?
image
გასულ შაბათ-კვირას დადასტურდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო და რუსი ტოპ-მოდელი ირინა შეიკი ერთად აღარ არიან.ამავდროულად უკვე გაჩნდა ეჭვი და ჭორი, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელს (სულ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა მან ეს ტიტული) ურთიერთობა უკვე სხვა გოგონასთან აქვს, თუმცა არც ირინა შეიკი მისცემია ხანგრძლივ მწუხარებას.

მადრიდის რეალის 29 წლის ვარსკვლავს, სავარაუდოდ, ფლირტი აქვს 26 წლის ესპანელ ლუსია ვილალონთან, რომელიც სპორტული რეპორტიორია.როგორც ჩანს, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა საკმაოდ სწრაფად მოძებნა ირინა შეიკის შემცვლელი.ფეხბურთელმა და რუსმა მოდელმა 5-წლიანი ურთიერთობა სულ რამდენიმე დღის წინ გაწყვიტეს.

პირველი ხმები ახალი წყვილის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ შაბათ-კვირას ესპანელმა გოგონამ Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოები ახლადგამომცხვარ მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელთან, კრისტიანო რონალდოსთან ერთად.

აღნიშნულ თემაზე საუბრობენ სატელევიზიო და ბეჭდური მედიები, თუმცა ზუსტი, დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.სიმართლე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს.მანამდე კი ირინა შეიკიც არ კარგავს დროს უქმად და თავის ბედი კინო-გმირ დუეინ ჯონსონს დაუკავშირა.imageწყვილი ერთად ჯერ კიდევ წინა წელს აღმოჩნდა ფილმ “ჰერაკლე"-ში, სადც რუსი მოდელი მთავარი გმირის მეუღლის როლს ასრულებს.


როგორც ჩანს, ვარსკვლავების ცხოვრებაში ცვლილებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.სულ რამდენიმე დღეში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა, 5 წლიანი ურთიერთობაც გაწყვიტა რუს ირინა შეიკთან და ესპანელ გოგონასთან ფოტოს გადაღებაც მოასწრო.



0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0