x
image
worldsport.ge
რონალდუმ შეიკთან დაშორება დაადასტურა

imageპორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ რუს სუპერმოდელ ირინა შეიკთან განშორება დაადასტურა.
“ხუთი წლის ნაცნობობის შემდეგ, ჩემი და ირინა შეიკის ურთიერთობა დასრულდა. ვფიქრობთ, ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა ორივესთვის უკეთესი იქნება. ირინას ბედნიერებას ვუსურვებ” – გააკეთა სპეციალური განცხადება რონალდუმ სააგენტო AP-სთან.
შეიკი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში რონალდუსთვის “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიას არ დაესწრო.
პორტუგალიური პრესის ვარაუდით, წყვილს შორის უთანხმოების მიზეზი ირინას მიერ პოტენციური დედამთილის დოლორეს ავეირუს 60 წლის იუბილეზე დასწრებაზე უარის თქმაა. თითქოს, ამის გამო, მათ დუბაიში არდადეგებზე იჩხუბეს და დაშორება გადაწყვიტეს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0