x
image
worldsport.ge
ამისულაშვილი ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად მზადაა

imageბაქოს “ინტერის” მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში დასაბრუნებლად მზადააა. ამის შესახებ მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო გამოშვება “მოამბესთან” საუბარში განაცხადა.
32 წლის ამისულაშვილი ეროვნულ ნაკრებში 2002 წლიდან თამაშობდა და 36 მატჩში 3 გოლი გაუტანია. 2013 წელს მან ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო გუნდში თამაშზე უარი მაშინდელ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან უთანხმოების გამო თქვა. თუმცა, კახა ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, სანაკრებო კარიერის გასაგრძელებლად მზადაა.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0