x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"რუსეთი რომ არა, სომხებს ქვეყანაც არ გექნებოდათ" - რას წერს პუტინის ყოფილი მრჩეველი

imageპუტინის ყოფილი მრჩეველი და რუსული ნეოიმპერიალისტური იდეების ერთ-ერთი ავტორი, მოდესტ კოლეროვი 12 იანვარს სომხეთის ქალაქ გიუმრიში დატრიალებულ ტრაგედიას შემდეგი წერილით პასუხობს:


"პერმიაკოვის დანაშაული ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და სომხების ანტირუსული შაბაში უკვე დაიწყო. ბიჭი რომელიღაც სომეხი მხეცის ხელში მოხვდა და ცრუ ჩვენება მისცა. სომხებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ თუ არა რუსეთი, ვინ დაიცავდა მათ საშინელი მეზობლისგან. საკვირველია, როგორ ვირივით ჯიუტად ცდილობენ, იგნორირება გაუკეთონ ისტორიულ ფაქტებს, კავკასიაში მათი პირველი გამოჩენის შესახებ. 18 საუკუნე და რუსი ჯარისკაცებისა და ჩინოვნიკების მცდელობა, აი ვისი წყალობით აქვთ მათ ქვეყანაცა და დედაქალაქიც. სირიის უდაბნოში ცხოვრებდნენ და ვაზის ფოთოლში ფარშის გადახვევაც არ შეეძლოთ. რადგან არც ფარში ჰქონდათ და არც ვაზი იცოდნენ. ჰქონდათ მხოლოდ აქლემის ნაკელი, რომელსაც აგროვებდნენ, აშრობდნენ და საწვავად იყენებდნენ სალაფავის მოსამზადებლად. ტყუილად არ ურჩევდა სომხებს დეპუტატი ჟირინოვსკი დაეწვათ ფუნა, თუ რუსული გაზის ფასი არ მოსწონდათ.


მეოცე საუკუნის 70 წლებში სომხებმა გაანადგურეს სარდარის სასახლე, რათა მეხსიერებიდან წაეშალათ ერევნის მუსულმანური წარსული.

ხალხის ისტორიას განსაზღვრავს ლიტერატურული ნაწარმოებები, რაც სომხებს უბრალოდ არც აქვთ, სამზარეულოშიც კი თურქული და აზერბაიჯანული დასახელებებიც არ შეცვალეს - ლულა-ქაბაბი, ბასტურმა, ბოზბაში, ტოლმა, შაშლიკი(მწვადი), დიუშბარა, პიტი. ხოლო რაც შეეხება გვარებს, მათ რცხვენიათ აღიარონ რომ თურქულს ატარებენ და ამას ვერაფრით მალავენ.

ქალაქი ერევანი, ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ 500 წლისაა, ხოლო სომხეთის დედაქალაქად კი 1918 წელს გამოცხადდა რუსეთის დახმარებით. მანამდე ეს იყო ერევანის სახანოს ტერიტორია და მეტი არაფერი. არანაირ სომხურ იმპერიას ისტორია არ იცნობს და თუ 1918 წლამდე არსებობდა სომხების ქვეყანა, მაშ სად არის და სად გაქრა, ნუთუ ისტორიკოსებმა არ იციან?


მათ ხომ ხაჩატურ აბოვიანამდე ერთი მწერალიც არ ჰყავდათ და პირველი მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაუჩნდათ. საუკუნის განმავლობაში ცრუ ხელმძღვანელებმა ხალხს ჩაუნერგეს, რომ უძველესი და უჭკვიანესი არიან, არა და საკუთარი საზღვრებისა და უსაფრთხოების დაცვას რუს ჯარისკაცებს თხოვენ, მაშინ როცა თავად სომხეთიდან შორს გარბიან.


მათ ნაირითის ქარხნის მართვაც არ შეუძლიათ და დახმარებას კვლავ რუსებს სთხოვენ, ყველაფერი რაც იქ მუშაობს, ბრუნავს და ხმაურობს რუსეთს ეკუთვნის. ხელნაწერები არ იწვება! ეს ყოველთვის უნდა შევახსენოთ სომხებს, რომ კაცობრიობა არ აცინონ. ქალაქის დღევანდელი იერსახე, დედაქალაქის უბადრუკი მიმსგავსებაა და გულდასაწყვეტია, რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლებმა, რომლებიც ყველგან ტრაბახობენ საკუთარი განუმეორებლობით, 20 წლის განმავლობაში ქალაქს დედაქალაქის შესაფერისი იერსახე ვერ მისცეს. ის მოსახლეობისაგან დაცლილი და დანგრეულია, სტალკერის ზონაა და იქ გამგზავრებას არ გირჩევთ. მალე იქ არავინ დარჩება - გაძარცვავენ და გაიქცევიან დიდ რუსეთში მზამზარეულზე."


აი, ასეთი გამოხმაურება ჰქოდა დიდი რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგისგან დიადი რუსეთის საამაყო ჯარისკაცის მიერ ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის, მათ შორის 2 წლის ბავშვისა და 6 თვის ჩვილის დახოცვას!

4
427
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
427
  
2017, 24 მარტი, 7:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 21 იანვარი, 22:30
ეს უგვანო და თავხედური საქციელია
2015, 21 იანვარი, 10:33
როგორ შეიძლება ასეთი შეურაცყოფა მიაყენო ქვეყანას, თუნდაც ეს სომხეთი იყოს. თუ სუვერენიტეტის და რაიმე თავმოყვარეობის პრეტენზია აქვთ, ეგ არ უნდა დატოვონ უპასუხოდ და უმოქმედოდ!
2015, 21 იანვარი, 8:26
უი რა მწარე სიტყვები უთქვია, სომხებს გული გაუსკდებათ ამის წაკითხვაზე.
0 1 4