x
image
worldsport.ge
17-წლამდელებმა მინსკში მეორე თამაშიც მოიგეს

imageსაქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
“განვითარების თასზე” C ჯგუფში ქართველებმა უკრაინელი თანატოლები 2:0 დაამარცხეს.
ტყებუჩავამ უკრაინელებთან გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
ისიანი, ბულუხაძე, ლოჩოშვილი, კობოური (კუხიანიძე, 57), ბერძენაძე, ნინუა, ყურაშვილი (სამურკასოვი, 62), ბუღრიძე (ვატო არველაძე, 57), არაბიძე, კოხრეიძე (კვანტალიანი, 67), გვასალია (წულეისკირი, 69).
განვლილი მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში ნიკა ნინუამ გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე თავი გიორგი არაბიძემ გამოიჩინა.
19 იანვარს, ტყებუჩავას შეგირდებმა “განვითარების თასის” პირველ მატჩში ირანელი 17-წლამდელებს აჯობეს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0