x
image
worldsport.ge
“ჩიხურამ” ტროიანოვსკი დაიმატა და თურქეთში შეკრება დაგეგმა

imageსაფეხბურთო კლუბ საჩხერის “ჩიხურაში” უკრაინელი შემტევი ევგენი ტროიანოვსკი ითამაშებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საჩხერელთა პრესატაშე თორნიკე შალამბერიძემ განუცხადა.
21 წლის ტროიანოვსკის სასტრანსფერო უფლება უკრაინის პრემიერლიგის კლუბ დონეცკის “მეტალურგს” ეკთვნის, რომლის შემადგენლობაში 2013 წელს 6 მატჩი ჩაატარა. გასული წლის ზამთარში ის პირველი ლიგის ალჩევსკის “სტალში” გაანათხოვრეს, ხოლო ზაფხულში “მეტალურგში” დაბრუნდა, სადაც დუბლშემადგენლობაში თამაშობდა. ტროიანოვსკი “ჩიხურაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
საჩხერლებმა მეორე წრის წინ ბოლნისის “სიონიდან” გიორგი განუგრავა დაიმატეს. “ჩიხურას” თავკაცი სოსო ფრუიძე ნახევარმცველებს გიული მანჯგალაძესა და კახა კაკაშვილს აკვირდება. პირველი მათგანი ბოლოს ლუგანსკის “ზორიაში” ირიცხებოდა, ხოლო მეორე რუსთავის “მეტალურგში” გამოდიოდა.
გუნდთან ერთადაა “ზესტაფონის” ფორვარდი მიხეილ სარდალიშვილი. საჩხერელები მის თაობაზე ზესტაფონელთა პასუხს ელიან და აქედან გამომდინარე იმოქმედებენ – ან კონტრაქტს გამოისყიდიან ან ახალგაზრდა მოთამაშეს იჯარით აიყვანენ.
“ჩიხურა” 24 იანვარს თურქულ ბელეკში გაემგზავრება, სადაც 7 თებერვლამდე დარჩება და ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0