x
image
worldsport.ge
ცხადაძემ შეკრებაზე არველაძეს მოუგო

imageბაქოს “ინტერმა”, რომელსაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის, თურქულ შეკრებაზე “ქასიმფაშა”დაამარცხა, სადაც მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე მუშაობს.
ცხადაძის შეგირდებმა 3:1 გაიმარჯვეს და მატჩში მესამე გოლი თბილისის “დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა ესპანელმა მიკელ ალვარომ გაიტანა.
“ინტერში” ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ის დაშავდა და სავარაუდოდ ერთ თვეს გამოტოვებს. ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე ტრავმირებულია და ამიტომ, ზედიზედ მეორე სპარინგი გამოტოვა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0