x
საქართველოს შავი ზღის სანაპიროზე მიმდინარე პროცესები

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ტერიტორიის გარკვეული ნაწილი გადარეცხვის საშიშროების წინაშე დგას, რასაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. აღნიშნული პრობლემა ახალი ნამდვილად არაა და იგი უკვე წლებია აქტუალურია, ზღვისპირეთის უნიკალურ პლაჟებს განადგურება ემუქრება. სანაპიროს პერიმეტრზე მიმდინარე აბრაზიული პროცესების ტემპზე ბუნებრივ პირობებთან ერთად გადამწყვეტ როლს ასრულებს ანთროპოგენური ფაქტორები. სწორედ ეს ანთროპეგენური ფაქტორებია ჩვენი განხილვის ძირითადი ობიექტი. ნაპირების გადარეცხვა ბუნებრივი პროცესია შავი ზღვის შემთხევაში აქ იგულისხმება ტალღების მოქმედებით სანაპიროს ფორმირება. ბუნებრივად, მდინარეებს
პლაჟამგები მასალა გადააქვთ ზღვის სანაპიროზე და შემდგომ მისი გადანაწილება შტორმული ტალღებით ხდება. ტექნოგენურმა ზემოქმედებამ ეს პროცესი მოშალა და ახლა საჭიროა მდინარის მაგივრად ჩვენ თავად შევიტანოთ კარიერებიდან მოპოვებული მასალა პლაჟებზე და თვითონვე გადავანაწილოთ. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე პლაჟამგები მასალის მნიშვნელოვანი მარაგი ჩაჰქონდა მდ. ჭოროხს, რომელმაც ეს ფუნქცია დაკარგა მასზე ჰიდორელექტროსადგურების მშენებლობის გამო. ბუნებრივ
პირობებში მდ. ჭოროხს ყოველწლიურად ზღვაში გამოჰქონდა დაახლოებით 5 მლნ მ3 ალუვიონი, მათ შორის 2, 3 მლნ მ3 - პლაჟშემქმნელი ფრაქციის. აშენებულ
ჰიდროელექტროსადგურებს შორის თავისი მასშტაბებით დერინერის, ართვინის და იუსუფელის კაშხლები გამოირჩევა, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა განთავსებული. თემაზე მუშოაბის პროცესში ჩვენ გავეცანი “გამა კონსალტინგის". (2013). ჰესების მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტებში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომლის მიხედვითაც არსებული მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა და საჭიროებს ჩვენი სახელმწიფოს მიერ აქტიური
ღონისძიებების გატარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგებს, როგორიც
ადლიის მონაკვეთზე გვაქვს. 2008 წელს ამ ტერიტორიაზე ზღვამ 18 მ-ით
გადმოიწია და რღვევის პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს ტალღების ზემოქმედების შედეგებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ბათუმის ბულვარის სამხრეთი მონაკვეთი მთლიანად მოშალა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ეს მონაკვეთი საკმაოდ პრობლემატური იყო, რადგან ნელ-ნელა ზღვა იტაცებდა როგორც სანაპიროს ასევე მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიას.

გარდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა მყარი ნატანის შემცირების კიდევ ერთი მიზეზია მდინარეებიდან ინერტული მასალის აქტიური და გაუკონტროლებელი ამოღება. ყველაზე შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ კარიერები ფუნქციონირებენ
ისეთ მდინარეებზე, სადაც მასალა განახლებადი არ არის მაგალითად მდ. ენგური, რომლის მარაგი უახლოეს ხანში ამოიწურება.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე აშენდა
ფოთისა და ბათუმის პორტები. შედეგად, ბათუმის საპორტო ნაგებობებმა გადაკეტეს
ჭოროხის შესართავიდან ქობულეთისკენ მიმართული პლაჟწარმომქმნელი მასალის ნაკადი და პორტის ჩრდილოეთით ბარცხანიდან ქობულეთამდე დაიწყო პლაჟების გარეცხვა. ფოთის საპორტო ნაგებობამ მთლიანად შეცვალა მდინარე
რიონის ქვიშით აგებული კოლხეთის დაბლობის პლაჟების ბუნებრივი ფუნქციონირება.
ვინაიდან მდ. რიონის მთავარი კალაპოტის მდებარეობა პორტის სამხრეთ შესასვლელთან საფრთხეს უქმნიდა საპორტო ნაგებობის მდგრადობას (იქვე არსებული წყალქვეშა კანიონის აქტიურობის გამო), მთავარი კალაპოტი ხელოვნურად გადაისროლეს პორტის ჩრდილოეთით, ნაბადას ტერიტორიაზე. პორტის სამხრეთით არსებული, ქალაქის ტერიტორიაზე გამავალი, მცირე გამტარიანობის არხი ვერ უზრუნველყოფს (წყალდიდობის დროს) საჭირო რაოდენობის ქვიშის გატარებას - შედეგად ირეცხება გრიგოლეთის სანაპირო.
მკვლევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ სქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლში ახალი პორტების მშენებლობის ნაცვლად, მიზანშეწონილია მათი რაოდენობის შემცირება საერთო საპორტო პოტენციალის ტერიტორიული ლოკალიზაციის გზით. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს რომ მაგალითად ანაკლიის პორტის მშენებლობას ახლავს როგორც ეკონომიკური განვითარებით მიღწევადი სარგებელი, ისე არაპირდაპირი დადებითი შედეგები ქვეყნის რეინტეგრაციისა და გეოპოლიტიკურ სფეროებში.
როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს სანაპიროს წარეცხვა უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს აჭარის რეგიონზე.
ანალოგიური სიტუაციაა აფხაზეთის სანაპიროზე. აფხაზეთის ზღვისპირეთის დინამიკურ და ეკოლოგიურად არამდგრად ლანდშაფტებზე გარემოსდაცვითი საქმიანობის ხანგრძლივმა კონსერვაციამ და საომარმა მოქმედებებმა, შესამჩნევი ნეგატიური ძვრები მოახდინა. ამ პროცესების უფრო გააქტიურებას ელოდებიან გაგრის, ბიჭვინთის, გუდაურის, ეშერის, სოხუმის, ოჩამჩირის, სოუკსუს და სერა-ბაბას სანაპირო პერიმეტრზე. აგროტექნიკური ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში მოსალოდენლია ტყის მასივებისა და კულტურული ნარგავების დაავადების ზრდა, ნიადაგების ეროზიის გააქტიურება, სოფლის მეურნეობის დარგების დაქვეითება. დღევანდელი მონაცემებით კი აფხაზეთის სანაპირო ზოლი აღდგენის ნაცვლად ინერტული მასალის მოპოვების გამო მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. ამ შემთხვევაში უმთავრეს მიზეზს მდინარეებიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალების გატანა წარმოადგენს. სოჭის ოლიმპიური კომპლექსის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საჭირო ინერტული მასალის მოპოვება, სულ 35 მლნ მ3 შეადგინა.
როგორც ზოგადად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ასევე კონკრეტულად აფხაზეთის ტერიტორტიაზე მნიშვნელოვანია „საქზღვანაპირდაცვის“ მიერ ჩატარებული სამუშაოები. „საქზღვანაპირდაცვა“ -სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1981 წელს და კვლევების საფუძველზე ახორციელებდა ზღვისპირა ლანდშაფტების დაცვა-აღდგენას. დღეს საქართველოს შავი ზღვის ნაპირების გადასარჩენად მიზანშეწონილი იქნება თუკი მივმართავთ “საქზღვანაპირდაცვის’’
მიერ შემუშავებულ პრინციპებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური თანამშრომლობაა საჭირო თურქეთისა და საქართველოს როგორც მთავრობებს, ასევე შესაბამის ორგანოებს შორის. ამ შემთხვევაში შესაძლოა მხარეების შეთანხმება ბუნებრივი ხარჯის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დარეგულირდეს მყარი ნატანის რაოდენობა და დიდი ზიანი არ მიადგეს სანაპირო ზონას კაშხლების აშენებით. აღსანიშნავია, რომ დროულად მოხდეს შესაბამისი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება დაზიანებულ მონაკვეთებზე, გამომდინარე იქიდან, რომ დაგვიანებული ღონისძიებები ნაკლებად ეფექტურია.


0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე ლაზარაშვილი
ეკატერინე ლაზარაშვილი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0