x
image
worldsport.ge
დარციმელია “სპარტაკუსში” ითამაშებს, იოსელიანი კონტრაქტს ელის

image19 წლის თავდამსხმელი დავით დარციმელია კარიერას უნგრულ საფეხბურთო კლუბ ნირედხაზის “სპარტაკუსში” გააგრძელებს. “სპარტაკუსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველმა ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე გააფორმა.
დარციმელია, რომელსაც საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, ბოლოს უკრაინის “სევასტოპოლში” ირიცხებოდა. თუმცა, უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, “სევასტოპოლი” აღარ არსებობს და ბუნებრივია, კლუბი ახალგაზრდა ქართველმაც დატოვა.imageდარციმელიასთან ერთად “სპარტაკუსში” გივი იოსელიანი ისინჯებოდა, რომელსაც ჯერ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია და უნგრელთა რიგებში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი მომავალი კვირის დასაწყისში გადაწყდება.
“სპარტაკუსს” 16-გუნდიან უნგრეთის პირველ ლიგაში (უმაღლესი ლიგა) 14 ქულით მე-11 ადგილი უკავია.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0