x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა
imageეს არის დიეტა, რომელზეც წლების მანძილზე მთელი მსოფლიო იჯდა.სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ ქართული სამზარეულო და მათ შორის ჩვენი საახალწლო სუფრა ( ხაჭაპური, საცივი, შებრაწული გოჭის ხორცი, მწვადები და ა. შ.) ადამიანების უმრავლესობას სულ მცირე ერთ კვირაში 4 - 5 კილოგრამს ამატებინებს. რას გვირჩევს ქართული სამზარეულოს და " სხვა შუადღის" ყველაზე აქტიური სახე მერიკო გუბელაძე. როგორ დავიკლოთ ერთ კვირაში 4 - 5 კილოგრამი, რომელიც ახალ წლებზე ავკრიფეთ.ამ დიეტას ძალიან ბევრი სახელი ჰქონდა, მას უწოდებდნენ უგულავას დიეტას, სხვადასხვა ქვეყნებში მას " კრემლის" დიეტის სახელითაც იცნობდნენ, მსოფლიოში ამ დიეტას იცნობდნენ " ატკისის" დიეტის სახელით, თუმცა ეს არის უბრალოდ ცილის დიეტა. ეს არის სუპერდიეტა, რომელიც თან გემრიელიცაა და თან სწრაფად ეფექტურიც.რას აქვს ცილა? ხორცს, თევზს, კვერცხს, ბოსტნეულს.

image

დიეტისთვის საჭირო ინგრედიენტები:

1) - ხორცი ყველაფრის გარდა ღორის ხორცისა:


2 ) - თევზი:image

3 ) - კვერცხი:

4 ) - ბოსტნეული ყველანაირი, გარდა პომიდვრისა, რომელიც დიდი რაოდენობის ნახშირწყალს შეიცავს:image5 ) - ხილიდან მხოლოდ მანდარინი, გრეიფუტი და ფორთოხალი:

image

5) - თხილეული, ( ნიგოზი, თხილი, ნუში ) მარტო ერთი მუჭი:image

6 ) - ყველი ნებისმიერი, მათ შორის ჰოლანდიურიც.image

კატეგორიულად აკრძალულია მადისაღმძვრელი ალკოჰოლიანი სასმელები - ღვინო, არაყი, ლუდი. აკრძალულია გაზიანი სასმელები, ლიმონათი, არც ერთი სახეობის წვენი, თუმცა დიდი რაოდენობით სასურველია წყალი. ეს დიეტა მოითხოვს ნაკლებ მარილს და შედარებით უფრო ნაკლებ შაქარს.არ არის რეკომენდირებული ძეხვეულის მიღება.

სწრაფად ეფექტის მისაღებად სასურველია ამოვიღოთ მენიუდან ნებისმიერი სახეობის პარკოსნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს.უნდა ამოვიღოთ მენიუდან ყველანაირი ცომეული, წიწიბურა ( რომელშიც ნახშირწყლების ზღვა რაოდენობაა ), მაკარონი, ბრინჯი, ვერმიშელი.imageimage







0
2132
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
2132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0