x
ევროპის პოლიტიკური რუკა ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში (V-X საუკუნეები)


“ხალხთა დიდ გადასახლებაზე საუბრისას“ პირველ რიგში უნდა ვახსენოთ რომის იმპერია, რადგან სწორედ V-X საუკუნეები იყო იმპერიისთვის რთული, არა მარტო საშინაო ურთიერთობების თვალსაზრისით, მის საზღვრებს სხვადასხვა მხრიდან თავს ესხმოდნენ მრავალრიცხოვანი ბარბაროსული ტომები, რომლებიც არბევდნენ და იკავებდნენ რომის იმპერიის ტერიტორიებს. ეს პროცესი, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო და მეექვსე საუკუნის მიწურულამდე გაგრძელდა. ყოველივე ამას საბოლოოდ მოჰყვა არა მხოლოდ იმპერიის დაცემა, არამედ ამ ბარბაროსული ტომების
ჩსახლებაც იმპერიის ტერიტოიებზე. სწორედ ამ ისტორიულ ხანას ეწოდება პირობითად “ხალხთა დიდი გადასახლების“ ეპოქა, რომელიც ხანგრძლივი ბრძოლის პერიოდის მოიცავს ანტიკურ რომსა და “ბარბაროსებს’’ შორის. ეს პროცესი მოიცავდა მთელს ადრეულ შუა საუკუნეებს, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩოა V-X საუკუნეები.
ანტიკური მწერლები გერმანელებს უწოდებდნენ იმ ტომებს, რომლებიც თავიდანვე იყვნენ დასახლებულნი ბრიტანეთიდან დაწყებული კონტინენტური ევროპის ჩრდილოეთით, რაინისა და დუნაის სანაპიროებზე. აგრეთვე აღმ. ევროპის ვრცელ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე განსხვავებული
ადათ-წესების მქონე, განვითარების სხვადასხვა დონეზე მდგარი ტომები. ხოლო იმ ტომთა უმრავლესობა, რომლებიც მდინარეების ლაბასა და ვისლას შორის ცხოვრობდა და ანტიკურ წყაროებში მოიხსენიებოდა გერმანელთა სახელწოდებით, სინამდვილეში სლავების წინაპრები იყვნენ. თავად სახელწოდება გერმანელი პირველად ძვ.წ მე-2 საუკუნეში გვხვდება და მეცნიერთა ვარაუდით, ეტიმოლოგიურად იგი კელტური ან ილირიული ენიდანაა.
ამ თემაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია იმ მიზეზების გამოყოფა, რომლებმაც განაპირობეს ხალხთა დიდი გადასახლება. ერთ-ერთი მათგანია ის გარემოება, რომ იმპერიის საზღვრებთან ახლოს მცხოვრებთ იზიდავდა რომაული სოფლებისა და ქალაქების სიმდიდრე. მათ ხელში ჩასაგდებად ბარბაროსები უკვე მე-3 მე-4 საუკუნეებში ესხმიან თავს იმპერიას. მნიშვნელოვანი მიზეზია მოსახლეობის რიცხვის ზრდა, რომელიც აძნელებდა საკმარისი საარსებო საშუალებების მოპოვებასაც. ასევე სამეურნეო კულტურული განვითარების დაბალი დონე, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის დიდი ნაწილის გამოკვებას და ბოლოს მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა ის გეოგრაფიული გარემო, საიდანაც დაიწყეს შემოსვლა ბარბაროსთა ტომებმა. ეს შეეხებოდა ევროპის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს.

1. “ბარბაროსი“ ტომები იტალიის ტერიტორიაზე.
ისტორიულად თუკი მივყვებით ვნახავთ, რომ ყველაზე ადრე ბარბაროსული ტომების
მოძრაობა რომის იმპერიის საზღვრებისკენ, ხდებოდა II საუკუნის დასასრულსა და
III საუკუნის დასაწყისში, გარდა გოთებისა იმპერიას არბევდნენ აზიიდან შემოჭრილი თურქულენოვანი ჰუნები და ავარები, ირანულენოვანი ალანები, ბურგუნდები და ვანდალები. მათგან უმნიშვნელოვანესია გერმანული ტომები. როგორც ცნობილია გერმანელების თავდაპირველი სამშობლო, სამხრეთი სკანდინავია იყო საიდანაც ისინი ცენტრალური ევროპისკენ დაიძრნენ. სწორედ აქ ჩამოყალიბდა გერმანელთა ორი მთავარი ჯგუფი: დასავლეთგერმანული-ალემანები, ბავარები, საქსები, ფრანკები. აღმოსავლეთგერმანული - ლანგობარდები, ბურგუნდები, გოთები და სვევები. image
1.1 ვესტგოთთა სამეფო იტალიაში.
უშუალოდ გოთების გადაადგილების შედეგი იყო მარკომანთა ომი (165-180 წწ.), ისინი ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან გამოემართნენ და II-III საუკუნეების მიჯნაზე, შავიზღვისპირეთის სტეპებში დასახლდნენ. მოგვიანებით ისინი განცალკევდნენ
ოსტგოთებად და ვესტგოთებად. მნიშვნელოვანია 401 წელი, როდესაც ვესტგოთები აჯანყებული ალარიხის მეთაურობით შეიჭრნენ იტალიაში და მიუხედავად მარცხისა 408 წელს მან კვლავ ილაშქრა ამ ტერიტორიაზე. რომის სენატორებმა სცადეს ალარიხთან მოლაპარაკება და შეიძლება ითქვას დაითანხმეს კიდეც, მაგრამ სწორედ ალარიხის მეთურობით ვესტგოთები გახდნენ პირველები, რომელთაც რომის დაარსების შემდგომ ასე სასტიკად გაძარცვეს რომი. მისმა დაცემამ უდუდესი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე. “ მარადიული ქალაქის“ ამ მდგომარეობამდე მისვლას,
ზოგიერთი ისტორიის დასასრულად აღიქვამდნენ. რომიდან ალარიხი სამხრეთ იტალიისკენ დაიძრა და აქ გარდაიცვალა კიდეც. გოთებმა მეფედ გამოაცხადეს ატაულფი. მან ვესტგოთების ტერიტორიებს შემატა იტალიის, სამხრეთ გალიისა და ესპანეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ატაულფის შემდგომ, მეფე ვალიას დროს ვესტგოთებმა დაამარცხეს ესპანეთის ტერიტორიაზე დამკვიდრებული ბარბაროსები, ალანები და ვანდალები. მან იმპერიასთან ზავი დადო, რომლის თანახმადაც ვესტგოთებს გადაეცათ სამხრეთ გალია და ესპანეთის ნაწილი. ასე წარმოიშვა დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე, პირველი ბარბაროსული სამეფო ვესტგოთებისა
413 წელს, რომლის პოლიტიკური ცენტრი გახდა ქ. ტულუზა. ვესტგოთი მეფეების
რომის იმპერებისადმი დაქვემდებარება, თავიდანვე ნომინალური იყო ხოლო მე-5 საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეფე ეირიხის დროიდან სრულიად დამოუკიდებელი გახდა. დაპყრობილ ტერიტორიებზე, გოთებმა გალო-რომანულ არისტოკრატიას
მიწების უმრავლესობა ჩამოართვა და ერთმანეთში გაინაწილა. გადასახადებიც მხოლოდ გალო-რომანულ მოსახლეობას დააკისრეს, ამის გამო გოთების მიერ დაპყრობილ ტერიტორიების მოსახლეობაში წინააღმდეგობა თანდათანობით მწვავდებოდა.ამიტომ მე-6 საუკუნეში ფრანკებმა, ვესტგოთებს მთელი გალია წაართვეს, რის შემდეგაც მათ მხოლოდ ესპანეთიღა დარჩათ. გოთური ესპანეთის პოლიტიკური ცენტრი კი ამჯერად ქ. ტოლედო გახდა.
1.2 ჰუნები ევროპაში
ჰუნთა მრავალრიცხოვანი ტომები, რომელთაც მე-4 საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს, თანდათანობით დასავლეთისკენ მიიწევდნენ. მე-4 მე-5 საუკუნის მიჯნაზე ისინი ცენტრალური ევროპისკენ დაიძრნენ. მათი რაზმები ხშირად აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს კავკასიის, მცირე აზიის, რომის ტერიტორიებზე. ბევრი ჰუნი შედიოდა ბიზანტიისა და დასავლეთ რომის იმპერიის სამხედრო სამსახურში, დაქირავებულთა სახით. V საუკუნის დასაწყისიდან ჰუნთა ტომების დიდი ნაწილი კარპატების დასავლეთით დაბანაკდა და აქედან აწყობდნენ ლაშქრობებს ბიზანტიისა და რომის იმპერიის ტერიტორიაზე. ჰუნები განსაკუთრებულად გაძლიერდნენ V საუკუნის 30 იანი წლებიდან, როცა მათი ბელადი
გახდა ატილა. მისი მეთაურობით ბიზანტიელებმა სასტიკად გაძარცვეს ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთისა და ბალკენეთის პროვინციები. ხოლო შემდეგ რაინისპირეთში შეიჭრნენ. დაიმორჩილეს ბურგუნდია და გადაინაცვლეს გალიისკენ. აიღეს ქალაქები: ტრირი, რეიმსი, ორლეანი და სხვები. ჰუნთა ასეთი შემოსევების წინააღმდეგ რომის იმპერატორმა ვალენტინიანე III-ს დროს მისმა სარდალმა აეციუსმა გააერთიანა ჰუნთა წინააღმდეგ ყოფილი მტრები: ვესტგოთები, ბურგუნდები, ფრანკები და სხვა. მან შეძლო საკმაოდ ძლიერი კოალიცია დაეპირისპირებინა ჰუნთა ძლევამოსილი ლაშქრისთვის. როდესაც ატილამ ორლეანი აიღო იძულებული გახდა მალევე დაეტოვებინა იგი, რომის სარდალმა აეციუსმა მას კოალიცია დაადევნა და გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა შამპანში ქ. ტრუასთან ახლოს კატალაუნის ველზე. 451 წლის 15 ივნისს. მიუხედავად იმისა რომ ამ ბრძოლაში ატილა დამარცხდა, მან მაინც დააღწია თავი უშუალოდ ბრძოლის ველს და დაბრუნდა თავის სატახტო ქალაქში, რომელიც მდინარე ტისას ნაპირებზე მდებარეობდა, დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე. რომის საიმპერატორო ხელისუფლებამ
ვერ ისარგებლა მოპოვებული წარმატებით. კოალიციის მონაწილე მხარეებმა რომიგან დამოუკიდებლობა მოითხოვეს. იმპერიაც იძულებული იყო მოთხოვნას დათანხმებოდა. ამ პერიოდში კი ატილა კვლავ იკრებს ძალებს 452 წელს იგი კვლავ მიადგა რომს. იმის გამო, რომ იმპერატორ ვალენტინიანე III-ს არავითარი ძალა არ გააჩნდა წანააღმდეგობის გასაწევად, იძულებული გახდა ატილასთან მოსალაპარაკებლად რომის პაპი ლეო I გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების დეტალები არ გახმაურებულა რომის პაპის დამსახურებით ატილა, თავის სიცოცხლეში პირველად უბრძოლველად გაეცალა რომს, რომელიც აოხრებას გადაურჩა, მაგრამ ხარკი მაინც დაეკისრა გადასახდელი. 453 წელს ატილას გარდაცვალებს შემდეგ ჰუნთა მორჩილებაში მყოფმა სხვა ბარბაროსულმა ტომებმა, თავი გაინთავისუფლეს საბოლოოდ კი მოხდა მათი სხვადასხვა ეთნოსში ასიმილაცია.
1.3 ოსტგოთთა სამეფო იტალიაში
ჰუნებისგან განთავისუფლებული ოსტგოთები პანონიაში დამკვიდრდნენ და ბიზანტიის საიმპერატორო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდგომ, ფედერატობის საფუძველზე ეს ტერიტორია ხანგრძლივი დროით დაისაკუთრეს. ოსტგოთთა
ტომობრივი არისტოკრატია, სიამოვნებით შედიოდა ბიზანტიის სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში. ოსტგოთებში გაბატონებული არაერთი საგვარეულოს წარმომადგენელი იზრდებოდა ბიზანტიის საიპერატორო კარზე. მათ შორის იყო ახალგაზრდა თეოდორიხიც. სწორედ აქ მიიღო მან კარგი განათლება და საკმაოდ გაიწაფა ბიზანტიურ დიპლომატიასა და პოლიტიკურ ინტრიგებში. იმპერატორ ზენონისგან მან მიიღო შვილობილის, კონსულისა და პატრიცის საპატიო ტიტულები. მიუხედავად გარეგნული კეთილგანწყობისა გოთებსა და იმპერიას შორის ურთიერთობა მუდამ დაძაბული იყო. ბიზანტიის საიმპერატორო ხელისუფლება მუდამ მის ცდაში იყო, როგორ მოეშორებინა გოთები და მალე ამის საბაბიც გაუჩნდათ. ვანდალების მიერ
რომის აკლების შემდეგ, საიმპერატორო ხელისუფლება დასავლეთში ხშირად სრულიად შემთხვევითი ადამიანის ხელში ვარდებოდა. ასე გრძელდებოდა სანამ ვინმე ორესტუსმა არ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში და 475 წელს იმერატორ ნეპოტის დამხობით იმპერატორად საკუთარი შვილი, რომულუს ავგუსტულუსი დასვა. ორესტუსმა და მისმა შვილმა, რომლებიც უფრო სენატორული და მიწათმფლობელური არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდნენ, დაქირავებულ ბარბაროსებს მიწებისა და სხვა სახის ჯილდოების გაცემაზე უარი განუცხადეს. ამით უკმაყფილო სამხედროებმა თავიანთი მეთაურის, ოდოაკრის მეთაურობით აჯანყება მოაწყვეს 476 წელს ოდოაკრი რომში შევიდა, რომულუსი ჩამოაგდო ტახტიდან და თავი იტალიის მმართველად გამოაცხადა.
ოდოაკრის მიერ რომულუს ავგუსტულუსის დამხობა 476 წელი, ითვლება დასავლეთ რომის იმპერიის დასასრულად და მეცნიერების უმრავლესობა სწორედ ამ თარიღიდან იწყებს ათვლას შუა საუკუნეებისა.
ოდოაკრის ხელისუფლების დასაყრდენი ბარბაროსების დაქირავებული სამხედრო რაზმები იყო. აღსანიშნავია, რომ მას არ მიუთვისებია იმპერატორის ტიტული ან სხვა რეგალიები, უფრო მეტიც მან ბიზანტიის იმპერატორს გაუგზავნა რომის იმპერატორთა
ნიშნები, რის სანაცვლოდაც ბიზანტიის იმპერატორისგან პატრიცის ტიტული მიიღო. რომის სენატსა და მიწათმფლობელურ არისტოკრატისა, ოდოაკრის მმართველობის პერიოდში პოლიტიკური უფლებები არ დაუკარგავთ. ოდოაკრი იძულებული გახდა მოეხდინა არისტოკრატთა მიწების კონფისკაცია და ეს მიწები მან თავის დასაყრდენ დაქირავებულებს დაურიგა. ის აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებშიც და ხშირად საეკლესიო მიწების მითვისებაზეც არ ამბობდა უარს. სწორედ ამგვარი პოლიტიკა აღმოჩნდა მიუღებელი, არა მარტო რომაული არამედ, ბიზანტიური არისტოკრატიისთვისაც და ამის გამო ბიზანტიის იმპერატორმა ზენონმა მარჯვედ გამოიყენა ოსტგოთები, რომლებიც თავის მხრივ ერთობ სახიათონი იყვნენ ბიზანტიისთვის. ბიზანტიის სამეფო კარის წაქეზებით, ოსტგოთები თეოდორიხის მეთაურობით 488 წელს პანონიიდან იტალიისაკენ დაიძრნენ. ისინი ჩრდილოეთ იტალიაში შეიჭრნენ. ოდოაკრით უკმაყოფილო რომაელებს არაფერი
მოუმოქმედებიათ და ამიტომ თეოდორიხსაც არ გასჭირვებია იტალიური ქალაქების ხელში ჩაგდება. გადამწყვეტი ბრძოლა მდინარე ოზონცოსთან მოხდა. ბრძოლის შემდგომ მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, სადაც შუამავლად ეკლესია გამოდიოდა კერძოდ რავენის ეპისკოპოსი იოანე. ამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ საბოლოოდ შეთანხმდნენ მხარეები, იტალიის გაყოფაზე. ჩრდილოეთ იტალია გოთებს უნდა რგებოდათ, ცენტრალური და სამხრეთი ტერიტორიები კი - ოდოაკრს. ხელშეკრულების დადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ნადიმზე მოწვეული ოდოაკრი თეოდორიხმა საკუთარი ხელით მოკლა. ბუნებრივია, სახელშეკრულებო პირობები დაირღვა და გოთებმა იტალია დაიკავეს. გოთთა იტალიაში ჩასახლება, რამდენადმე უმტკივნეულოდ განხორციელდა. ეს იმიტომ, რომ გოთებს არ მოუხდენიათ
რომაელთა მიწების კონფისკაცია, როგორც ეს ვანდალებში ან ვესტგოთებში გააკეთეს. გოთებმა თეოდორიხის განკარგულებით, დაიკავეს ის მიწები, რომლებიც ადრე ოდოაკრის მომხრე ბარბაროსებს ეჭირათ.
წინააღმდეგობრივი იყო თეოდორიუსის საგარეო პოლიტიკა. მართალია, ის ატარებდა ბიზანტიის იმპერატორის შვილობილის, პატრიცისა და კონსულის ტიტულებს, მაგრამ ის იტალიაში თავს სრულიად დამოუკიდებელ ხელმწიფედ თვლიდა. ასეც მოიხსენიებდა საკუთარ თავს “გოთებისა და იტალიელების მეფე“. 526 წელს თეოდორიხი გარდაიცვალა და ტახტის მემკვიდრედ მისი შვილიშივილი, ატანარიხი დაასახელეს,
თუმცა მისი მცირეწლოვნების გამო სამეფოს დედამისი ამალასუნტა მართავდა. იგი 534 წელს ატანარიხთან ერთად იქნა მოკლული რის შემდეგაც მეფობა ხელში თეოდატს ჩაუვარდა.
რავენაში მომხდარი გადატრიალება კონსტანტინოპოლის კარზე მიიღეს, როგორც მათი პოლიტიკის მარცხი. იუსტინიანე I ამ პერიოდში უკვე ეწეოდა იმპერიის აღდგენის მიზნით ომებს ჩრდილოეთ აფრიკაში, ვანდალების
წინააღმდეგ. სწორედ რავენაში მომხდარი გადატრიალებისას დაასრულეს ბიზანტიელებმა წარმატებული ომი და ახლა მიეცათ საბაბი ჩარეულიყვნენ ოსტგოთთა საშინაო საქმეებში. 535 წელს დაიწყო თითქმის ოცწლიანი მძიმე ომი. ბიზანტიელებმა
ველიზარიუსის მეთაურობით, ომის დასაწყისში დიდ წარმატებას მიაღწიეს. გოთებმა ზედიზედ მძიმე მარცხი გნიცადეს. უზურპატორის თეოდატის ხელისუფლება ამ პერიოდში უკვე კარგავს ავტორიტეტს. 537 წელს დაამხეს თეოდატი და გოთებმა ძველგერმანული წესით, სახალხო კრებაზე მეფედ აირჩიეს ვინმე ვიტიგესი. იგი საკმაოდ კარგი მხედარი იყო, მაგრამ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვეოდა. ამიტომ მან ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და 541 წელს მისი სიკვდილის შემდეგ, მეფედ აირჩიეს ახალგაზრდა ტოტილა. მან გამოსცა სპეციფიური ედიქტი, რომლის მიხედვითაც,
ის მონები და კოლონები, აგრეთვე ის თავისუფალი რომაელები, რომლებიც გოთებს დაუჭერდნენ მხარს, მიიღებდნენ მიწასა და თავისუფლებას. ამრიგად ბიზანტიელთა წინააღმდეგ ომს, ტოტილამფართო სოციალური ხასიათი მისცა. ამან მართლაც
გამოიღო შედეგი და მისი როშის ქვეშ იტალიის მონებისა და კოლონიების მნიშვნელოვანი ნაწილი დადგა. ამის შედეგად 542-549 წლებში გოთებმა ბრწყინვალე წარმატებები მოიპოვეს. ველიზარიუსი უკან გაიწვიეს. ბიზანტიასთან გამოაგზავნეს ახალი, კარგად აღჭურვილი არმია ნარზესის მეთაურობით. 552 წელს გოთები საბოლოოდ დამარცხდნენ ტოტილა მოკლულ იქნა. ოსტგოთთა უკანასკნეი
რაზმები 554 წლამდე იცავდნენ თავს. ბოლოს ისინიც განადგურებულ იქნენ. ოსტგოთთა სამეფო დაეცა. იტალია კი ბაზანტიელებმა დაიპყრეს. მიუხედავად სანმოკლე
62 წლიანი არსებობისა, ოსტგოთთა სამოფომ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია იტალიის განვითაებას. მათი ბატონობის პერიოდში სერიოზულად შეირყა ძველი მონათმფლობელური ურთიერთობა და გზა გაეხსნა ახალ, ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელ სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლების ჩამოყალიბებას.
ბიაზნტიელებმა იტალიაში, თავიანთი ბატონობის პოლიტიკურ ცენტრად ქალაქი რავენა გახადეს. აქ ჯერ იჯდა იუსტინიანეს მიერ დანიშნული უმაღლესი მოხელე ეგზარხოსი. მაგრამ მათი ბატონობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. 568 წელს, ჩრდილოეთიდან შემოიჭრნენ სხვა ბარბაროსი ტომები, ლანგობარდიელები.
1.4 ლანგობარდიელები იტალიაში.
ძველი გერმანელიტომების ლანგობარდების თავდაპირველი საცხოვრისი მდინარე ელბის (ლაბის) შესართავიში იყო. მათ შემდეგ სამხრეთისკენ დაიწყეს მოძრაობა პანონიის მიმართულებით. ლანგობარდების რაზმებმა ოსტგოთთა წინააღმდეგ ბრძოლებშიც მიიღეს მონაწილეობა. VI საუკუნის შუა ხანებში ლანგობარდების ბელადი ხდება
ალბოინი. ამ უკანასკბელმა კარგად ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და 568 წელს შეიჭრა იტალიაში. მათ სწარფად დაიკავეს მთელი ჩდილოეთი და ცენტრელური იტალია. აღსანიშნავია რომ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებში არ შედიოდა რავენის საეგზარხოსო და რომის ოლქი. სამხრეთ იტალია მათ არ დაუპყრიათ. ყველაზე უფრო მჭირდოდ ლანგობარდები ჩრდილოეთ იტალიაში პოს დაბლობზე დასახლდნენ. სწორედ მათი სახელი მიხედვით ეწოდა შემდგომ ამ ადგილს ლანგობარდია ან ლომბარდია, როგორც მას დღეს უწოდებენ.
ლანგობარდების ჩასახლება იტალიაში, განსხვავდებოდა გოთთა ჩასახლებისგან. ჯერ ერთი, ლანგობარდები ნაკლებ რომანიზებულები იყვნენ, ვიდრე გოთები. ასევე ისინი აქ მოვიდნენ არა როგორც რომის ან ბიზანტიის ფედერატები არამედ, როგორც დამპყრობლები. მათი დაპყრობები სხვა თავისებურებებითაც ხასიათდებოდა. მათ თითქმის მთლიანად ჩამოართვეს უძრავ-მოძრავი ქონება რომაელ მიწათმფლობელებს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ან ამოხოცეს, ან მონებად გაყიდეს. გარდა ამისა, ლანგობარდები ჩასახლდნენ არა გაფანტულად როგორც ეს გოთებმა გააკეთეს არამედ უფრო კომპაქტურად, თემების სახით. ასეთ თემს გვარს “ფარას“ უწოდებდნენ და როგორც ჩანს, აქედან მოდის მრავალი დასახლებული პუნქტის თანამდროვე იტალიურ სახელიც. ლანგობარდთა დაპყრობის შედეგად იტალიაში წარმოიშვა საკმაოდ მრავალრიცხოვანი თავისუფალი მეთემე გლეხების ფენა, რომლებშიც ჯერ კიდევ მტკიცედ იყო შემორჩენილი გვარონული ადათწესები. მაგრამ ლანგობარდიული
იტალიის თავისებურებას უნდა მივიჩნიოთ აგრეთვე ძალიან სწრაფი სოციალური იფერენციაცია. ალბოინის გარდაცვალების შემდეგ მათ ერთხანს მეფეც კი არ აურჩევიათ. ყველა ადგილობრივ საკითხებს, სოციალურ-ეკონომიკურს თუ სამხედრო ხასიათისას, ადგილობრივი თემობრივ-ტომობრივი დიდკაცობა, ჰერცოგები აგვარებდნენ. გარდა ამისა საზოგადოებრივი ცხოვრების რეგულირებაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადათობრივი სამართალიც. VII საუკუნის შუა ხანებიდან ვითარება შესამჩნევად შეიცვალა. ნელ-ნელა აშკარა ხდებოდა მსხვილ მიწათმფლობელთა
სუვერენულ უფლებათა ზრდა, მტკიცდებოდა კერძო საკუთრება. მეფე როტარის ედიქტით მიწათმფლობელს მიწის თავისუფალი გასხვისების უფლება ეძლეოდა. ეს პროცესი კიდევ უფრო აქტიურად ჩანს მეფე ლიუტპრანდის კანონმდებლობაში.
ამრიგად VIII საუკუნისთვის ლანგობარდთა საზოგადოებაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი ისეთმა სოციალურ-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა, რომლებიც ფეოდალიზმის საფუძველს ამზადებდა. მსხვილი მიწათმფლობელობის ჩამოყალიბება და თავისუფალი მეთემეების დამოკიდებულ გლეხობად გადაქცევა. ამის უტყუარი დადასტურება იყო. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ თანდათანობით ისპობდა უფლებრივი განსხვავებანი რომაული წარმოშბის იწათმფლობელებსა და ლანგობარდ დიდკაცობას
შორის. მათ დაახლოებას დიდად შეუწყო ხელი, სარწმუნოებრივმა ერთიანობამ. იტალიაში შემოჭრისას ლანგობარდები არიოზული სარწმუნოებისანი იყვნენ. VII საუკუნეში ისინი ექცევიან რომაულ-კათოლიკრ მრწამს-ზე, რამაც ხელი შეუწყო ზემოთხსენებულ კლასობრივ კონსოლიდაციას.
ფეოდალიზმის პროცესი ლანგობარდებში, შეუქცევად ხასიათს ატარებდა და მშვიდობიანად ვითარდებოდა. დიდი პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც VIII საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო იტალიაში ლანგობარდებისთვისა საბედისწერო აღმოჩნდა.
2. გერმანული ტომები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე

imageV-VI საუკუნეებში კონტინენტურიევროპიდან დიდი ბრიტანეთის კუნძულზე გადავიდნენ გერმანული ტომები და მოახდინეს მათი ასიმილაცია. ეს ტომები იყვნენ ანგლები, საქსები და იუტები. ბრიტანეთის ტერიტორიაზე კი ამის შედეგად შეიქმნა 7 სახელმწიფო. საქსების: ესექსი, უესექსი და სასექსი, ანგლების: ნორთუმბრია, მერსია და ისტ-ანგლია, იუტების: კენტი. ანგლო-საქსთა უმრავლესობა სოფლებში. დაახლოებით 800 წელს ინგლისში დანები (დანიელი ვიკინგები) შეიჭრნენ. 874 წელს მათ ვესექსის გარდა ყველა სამეფო დაიპყრეს. ვესექსების მეფემ ალფრედმა დანიელები განდევნა და სასექსი, კენტი და მერსია წაართვა და ვესექსს მიუერთა.
924 წელს ალფერდის შვილიშილი სრულიად ინგლისის მეფე გახდა, მაგრამ 1013 წელს ქვეყანაში ისევ დანები შემოიჭრნენ.დანიელი მეფეები ინგლისს 30 წლის განმავლობაში მართავდნენ, სანამ ანგლო-საქსებმა თავიანთ ქვეყანაზე კონტროლი არ აღადგინეს.
3.ფრანკთა სამეფო V-Xსაუკუნეებში.
image
VIII საუკუნისთვის დასავლეთევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ფრანკთა სამეფო გვევლინება. ადრეული შუა საუკუნეების განმავლობაში და შემდგომ პერიოდშიც, ხოლო კარლოს დიდის დროს უზარმაზარ იმპერიად ჩამოყალიიბდა. ამ პერიოდში იმპერიის 3 მთავარ ნაწილს წარმოადგენდა: ლანგობარდია, აკვიტანია და აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოები. იმპერიის განაპირა ტერიტორიებს ეწოდა სამარკგრაფოები და ესენი იყვნენ: დანიის, საქსონიის, სორბის, პანონიის, ფრიულიის, ესპანეთის, ბრეტონიის. კარლოს დიდის სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია დაიშალა და მემკვიდრეებს შორის განაწილდა 3 ნაწილად. 1. დასავლეთ ფრანკთა სამეფო რომელიც X საუკუნის ბოლოსთვის “საფრენგეთად“ მოიხსენიება, სადაც ჩამოყალიბდა ფრანგი ერი. 2. აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო, რომელსაც შემდგომში ეწოდა “საღვთო იმპერია“- დღევანდელი
გერმანია. 3. ცენტრალური ნაწილი მოიცავდა ლოტარინგიას. imageIX საუკუნის ბოლოსთვის აქ ყალიბდება ბურგუნდიის სამეფო, პაპის ოლქი. ხოლო ლოტარინგიის ცალკეული ტერიტორიები შევიდნენ საფრანგეთის საღვთო იმპერიის შემადგენლობაში. დღეს ლოტარინგია ეწოდება რეგიონს აღმოსავლეთ საფრანგეთში, მდინარეების მაასისა და მოზელის ზემო დინებაში.


დასკვნა:
ადრეული შუა საუკუნეების ევროპის პოლიტიკურმა რუკამ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა V საუკუნიდან X საუკუნემდე, რაც როგორც უკვე
აღვნიშნე განპირობებული იყო ევროპის ტერიტორიაზე გერმანული “ბარბაროსული“ ტომების გადასახლებით. მისი შედეგები პირველ რიგში ის ცვლილებები, რომელმაც დღევანდელი ევროპული სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოყალიბებაში
მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა ადრეული შუა საუკუნეების და უფრო კონკრეტულად ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში, დაემხო მონათმფლობელური წყობილება, ხმელთაშუაზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე. ამან თავის მხრივ ააჩქარა გვაროვნული წყობილების დაშლა, ბარბაროსებში და ყველაფერმა ამან ერთად ხელი შეუწყო, ფეოდალური საზოგადოების ჩამოყალიბებას მოცემულ ტერიტორიაზე. შეიცვალა დასავლეთ ევროპის ეთნიკური სახე და რაც მთავარია, შეიცვალა სოცალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წყობა. ბარბაროსთა ჩამოსახლებამ, დააჩქარა ძველი ურთიერთობების ნგრევა და გზა გაუხსნა ახალი ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გაჩნდა მეურნეობის ახალი ტიპი, მსხვილი მიწათმფლობელობა, მონებისა და კოლონების გვერდით არსებითი და განმსაზღვრელი ხდება თავისუფალი მეთემე გლეხების შრომა. ამ უკანასკნელთა სოციალური დიფერენციაცია
და დამოკიდებულ მდგომარეობაში მოქცევა, ახალი სოციალურ-ეკონომიკური უთიერთობების დასაწყისის მაჩვენებელი იყო.

0
2252
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე ლაზარაშვილი
ეკატერინე ლაზარაშვილი
2252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0