x
image
ვიზა კოხაძე
ტერორისტების სამიზნე - ნიგერიის მოსახლეობა და სასტიკად ნაწამები 2500 - ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი ( + ვიდეო )
imageმსოფლიო შეძრა გასულ კვირაში პარიზში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ ჟურნალისტებზე, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რომლის გარშემოც მთელი მსოფლიო გაერთიანდა.გაერთიოანდა, რათა ფრანგული საზოგადოებისთვის თავიანთი მწუხარება გამოეხატა და კიდევ ერთხელ დაეგმოთ ტერორიზმი.

ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა ნიგერიელი გოგონას სიცოცხლეს, რომელმაც თავი აიფეთქა, იმავე დღეს 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ტერაქტს ნიგერიაში ქალაქ მაიდუგურის ბაზარში. როგორც სამართალდამცავები ვარაუდობენ, ტერაქტის უკან რადიკალური ისლამური დაჯგუფება " ბოკო ჰარამი" დგას.ამ დაჯგუფებამ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილის თვეში არნახული სისასტიკით დაიმკვიდრა სახელი მსოფლიო საზოგადოებაში, რომლებმაც სასტიკი გატაცება ნიგერიის სკოლა - ინტერნატში მოაწყვეს - შეგახსენებთ, რომ მათ 270 აღსაზრდელი გაიტაცეს სკოლიდან.შოკისმომგვრელი სატელიტიდან მოპოვებული ფოტოები გავრცელდა დღეს სოციალურ მედიაში, როგორ კლავენ ბავშვებს, მამაკაცებს, ქალებს. წყაროს ინფორმაციით ისინი თავს დაესხნენ ქალაქებს: - Baga and Doron Baga.imageimage"ბოკო ჰარამი" განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. მათ რამდენიმე დღის წინ ქალაქი აიღეს, შენობების დიდი ნაწილი კი გადაწვეს.

დაჯგუფება " ბოკო ჰარამი" მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. ამ ტერაქტის დროს მათ 2500 - ზე მეტი ადამიანის და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირეს.imageimage

არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ ტერორს. ერთ - ერთი მათგანი სატვირთოს მძღოლი 25 წლის ნიგერიელი IbrahimGambo,


რომელმაც დღემდე არ იცის, მისი მეუღლე და შვილები ცოცხლები არიან თუ არა. კიდევ ერთი თვითმხილველია 55 წლის ფერმერი Yahaya Takakumi, რომელმაც მოახერხა ქალაქ ბაგადან გაქცევა. მას საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს და უცნობია მისთვის მეუღლე, ოთხი შვილი და უმცროსი ძმა სად იმყოფებიან.მათი გადმოცემით: - " მასშტაბური ცხედრები ეყარა ქუჩებში განურჩევლად სქესისა და ასაკისა. აქ იყვნენ ბავშვები, კაცები, ქალები, მოხუცები. ზოგი ცეცხლსასროლი იარაღით თავში იყო დაჭრილი, ზოგიც კიდევ ცივი იარაღებით იყვნენ აჩეხილები. ფეხები და ხელები შეკოჭილი ჰქონდათ და ზურგზე იყვნენ მიბმულები".



0
80
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0