x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლიტვა, საქართველოს მეგობარი
image

ავტორები:

ლელა ბეჟუაშვილი

ჯაბა ქურიძე


მოგეხსენებათ, საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და გლობალურ საერთაშორისო სისტემაში თავის დამკვიდრებაა. ამისათვის საჭიროა რაც შეიძლება მეტ სახელმფიწოსთან გაღრმავდეს დიპლომატიური ურთიერთობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება. დღეს საქართველოს ბევრი სანდო მეგობარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მას 177 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები (mfa.gov.ge) და ცდილობს საკუთარი პოლიტიკა გაატაროს ამ ქვეყნებში, გააცნოს საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე და მოიპოვოს მათი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლიტვა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები, რომელსაც სტატიაში განვიხილავთ.


ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვს ლიტვის რესპუბლიკასთან, რომელთანაც დიპლომატიურ დონეზე ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბრიდან დაიწყო.(mfa.gov.ge) საქართველო და ლიტვა აქტიურად უჭერენ მხარს ერთმანეთს გაეროში, ასევე ლიტვის წარმომადგენლობა ყოველთვის ღიად გამოხატავს საქართველოსადმი მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2010 წლის მაისში დაფუძნდა ლიტვასა და საქართველოს შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომისია, რომელიც ითვალისწინებს მხარეების აქტიურ და რეგულარულ თანამშრომლობას.(Lithuania.mfa.gov.ge) ამავე წელს ლიტვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აზუბალისმა განაცხადა, რომ საქართველო და ლიტვა მეგობრები არიან და ისინი ერთად მიისწრაფვიან წარმატებისაკენ. (messenger.com.ge)


ასევე საგულისხმოა, 2013 წლის 22 თებერვალს გამართული შეხვედრა ლიტვის საგარეო

საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსსა და საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლიტვაში, გიორგი ქერდიყოშვილს შორის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო-ლიტვას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნების საგარეო საქმეთა

სამინისტროებს შორის აქტიურ და წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობების ზრდაზე. 2008 წლიდან დღემდე სულ უფრო ღრმავდება ურთიერთობა საქართველო-ლიტვას შორის, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე კულტურული თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე ლიტვა-საქართველოს შორის. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა ელჩმა აღნიშნეს, რომ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებს შორის სულ უფრო იზრდება, სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გასულ წელთან შედარებით ორმხრივი სავაჭრო მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა. (lithuaniatribune.com)


ლიტვისა და საქართველოს ასეთი თბილი და მეგობრული დამოკიდებულება არამხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არამედ ხალხთა შორისაც, განპირობებულია ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებითა და ფასეულობებით. არც ლიტვა და არც საქართველო ტერიტორიის სიდიდითა და გავლენის არეალით არ გამოირჩევა, მაგრამ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა თავის დროზე დიდი მსხვერპლი გაიღეს თავისუფლების მოპოვებისთვის. სწორედ თავისუფლებისადმი ძლიერი სიყვარული აერთიანებს ამ ორ პატარა სახელმწიფოს. ა.წ. 13 იანვარს, თბილისში, რიყის პარკში გაიმართა ღონისძიება და საქართველოში პირველად აღინიშნა ლიტვაში თავისუფლების დამცველთა დღე. (imedi.ge) ეს ფაქტი ხაზს უსვამს თუ რამდენად დიდია ქვეყნებს შორის ურთიერთობა. ეს აქტი საქართველოს მხრიდან კიდევ უფრო დაახლოვებს ორ ქვეყანას. ამით ჩვენი ქვეყანა ერთგვარად მადლობასაც უხდის ლიტვას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ლიტველმა ხალხმა 2008 წელს აგვისტოს ომის დროს გამოხატა, როცა ლიტვის მაშინდელი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ევროპის კიდევ 5 ქვეყნის პირველ პირთან ერთად ცდილობდა შეეჩერებინა რუსეთის აგრესია. (ghn.ge)


ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიცაა ლიტვა, რადგან საქართველოსა და ლიტვის უახლესი ისტორიის მსგავსება საკმარის საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ საქართველოსაც შეუძლია სწორი პოლიტიკის გატარებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს და ამით საკუთარი ეკონომიკური პოტენციალიც გაზარდოს, როგორც ეს ლიტვამ მოახერხა.




ბიბლიოგრაფია:
1) ურთიერთობები ლიტვა საქართველოს შორის, 2014, ინტერნეტი: http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=640, ბოლო ნახვა, 14.01.2015
2) საქართველო-ლიტვა, 2014, ინტერნეტი: http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=43241&ct=1, ბოლო ნახვა, 14.01.2015 3) 2008 წლის ომის ქრონოლოგია, 07.08.2010, ინტერნეტი: http://ghn.ge/print-20209.html, ბოლო ნახვა, 14.01.2015
4) Georgia and Lithuania discuss bilateral relations, 22.02.2013, ინტერნეტი: http://www.lithuaniatribune.com/30451/georgia-and-lithuania-discuss-bilateral-relations-201330451/, ბოლო ნახვა, 14.01.2015
5) Lithuania is Georgia’s friend, says Foreign Ministry, 30.03.2010, ინტერნეტი: http://www.messenger.com.ge/issues/2074_march_30_2010/2074_mzia.html, ბოლო ნახვა, 14.01.2015

0
188
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლელა ბეჟუაშვილი
ლელა ბეჟუაშვილი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0