x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
იცოდით, რომ კომპიუტერის პირველი პროტოტიპი მე-18-ე საუკუნეში შეიქმნა?
იცოდით თუ არა, რომ თანამედროვე კომპიუტერის პირველი პროტოტიპი მე-18-ე საუკუნეში შეიქმნა? - ალბათ არა. მაშინ მოდით, გავიხსენოთ საინტერესო ისტორია შვეიცარიელი მესაათისა, რომელმაც მთელი ორი საუკუნით გაუსწრო დროს და შექმნა იმ დროისათვის მეტად უცნაური და განსაცვიფრებელი ნივთი.



image


1770-იანი წლების ბოლოს შვეიცარიელმა მესაათემ პიერ-ჟაკ-დროზმა (Pierre Jaquet-Droz) დააპროექტა და შექმნა იმ დროისათვის გასაოცარი ნივთი. კერძოდ, ამ უნიჭიერესმა კაცმა შექმნა პროგრამირებული რობოტი მწერალი-ბიჭუნასი, რომელსაც შეეძლო ბატის კალმით დაეწერა ორმოცამდე წინადადება.


მესაათემ თავის გამოგონებას "კალიგრაფი" დაარქვა.


აი ასე იმართებოდა პიერ -ჟაკ-დროზის მწერალი ბიჭუნა.


image


მოწყობილობა გარეგნულად საკმაოდ უბრალო და ჩვეულებრივი ჩანდა: ფეხშიშველი ბუთხუზა ბიჭუნა ბატის კალმით ხელში იჯდა პატარა ხის მაგიდასთან. ერთი შეხედვით ის უბრალო სათამაშო გეგონებოდათ, მაგარმ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ამ მარტივი სათამაშოს შიგნით ინჟინრული ნიჭის საოცარი გამოვლინება იყო მოთავსებული – 6000 უმცირესი რთული მექანიზმი ერთდროულად მოდიოდა მოქმედებაში, რომ ხელსაწყო ამუშავებულიყო და ბიჭუნას ქაღალდზე სიტყვები და წინადადებები დაეწერა.


image


აი ეს რთული მექანიზმი, რომელსაც პატარა ყმაწვილის ლამაზი ტანსაცმელი ფარავდა.


image


"კალიგრაფს" მხოლოდ ასოების და სიტყვების გამოყვანა როდი შეეძლო, ის წერის პროცესში თავს ხრიდა სამელნისაკენ და მასში აწობდა თავის ბატის ფრთის კალამს, ხოლო ამოღების დროს ფრთხლად ფერთხავდა მას, რომ კალამს ზედმეტი მელანი არ ამოჰყოლოდა და ქაღალდი ლაქებით არ დაესვარა. ამასთანავე ბიჭუნას თვალებიც მოძრაობდა და წერის დროს ტექსტს თვალს აქეთ-იქეთ აყოლებდა.


image


მკვლევარები თვლიან, რომ მწერალი ბიჭუნა, სახელად "კალიგრაფი"– პირველი პროტოტიპია კომპიუტერისა, რადგან ეს იყო პირველი დაპროგრამებული საწერი მანქანა. დღეს ეს უნიკალური მექანიზმი ჟენევის მუზეუმში ინახება.

2
170
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
170
  
2015, 14 იანვარი, 18:36
თან რა ბუთხუზა ბიჭუნაა, საყვარელი:)
2015, 14 იანვარი, 18:35
ვაუ. ეს ნამდვილად არ ვიცოდი... მაგარია ძალიან
0 1 2