x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ქართული ტელევიზიების რეიტინგები და საინტერესო სტატისტიკა
imageსაქართველოში უამრავი ტელევიზიაა, მათი რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება 2012 წლის არჩევნების შემდეგ.ამის მიზეზი გასაგებია.მედიაზე ზეწოლა აღარ არის და ყველა ტელევიზიას შეუძლია ილაპარაკოს ის რაც უნდა, მაგრამ ამას ცუდი მხარეებიც აქვს, რომლებზეც საუბარს ახლა არ დავიწყებ.


საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს მხოლოდ ერთი კომპანია ითვლის.ეს კომპანია არის TVMR Georgia, რომელსაც ბევრი ტელეკომპანია სდებს ბრალს მიკერძოებულობაში და მათ არგუმენტებიც აქვთ, რომელიც ძალიან რეალურია.TVMR Georgia რეიტინგებს 2003 წლის მეთოდით ითვლის, რომელიც დამეთანხმებით, რომ ძალიან მოძველებულია.ის, რომ რეიტინგები ყალბდება დასტურდება ასევე "მაესტროს" ყოფილი დირექტორის მამუკა ღლონტის ნათვამიდან:-როდესაც "მაესტრო" 1 დღით გათიშული იყო და იგივე რეიტინგები წარუდგინეს, ხოლო 1 დღეს იგივე არხს ძალიან დაბალი რეიტინგი დაუწერეს და მიზეზად კომპანიამ არც მეტი არც ნაკლები განაცხადა, რომ "მაესტროს" მაყურებლები ზღვაზე იყვნენ.

image




TVMR Georgia-ს ბოლო რეიტინგები ასეთია:



1.რუსთავი 2 - 29.41%

2.იმედი - 21.74%

3.კომედი არხი - 8.49%

4.მაესტრო - 4.18%

5.პირველი არხი - 3.62%

6.GDS TV - 2.71%

7.TV11 - 1.28%

8.კავკასია - 1.27%

9.ტაბულა - 1.07%

10.TV3 - 0.93%


image







ახლა კი Myvideo.ge-ს რეიტინგები:


1.რუსთავი 2

2.იმედი

3.მაესტრო

4.კომედი არხი

5.GDS TV


გასაკვირია, რომ კომედი არხის რეიტინგმა 1 თვეში ასე მოიმატა არადა არაფერი ახალი და განსხვავებული არ გადის ამ არხზე.გასაგებია, რომ "მაესტროს" რეიტინგი უნდა შემცირებულიყო არხზე განვითარებული მოვლენების გამო, მაგრამ არა ამხელა რაოდენობით."მაესტროს" რეიტინგი 1 თვეში განახევრდა და კომედი არხის რეიტინგი გაორმაგდა რაც რეალობას არ ჰგავს, ასე, რომ ბაზარზე აუცილებელია ახალი რეიტინგების მთვლელი კომპანიის შემოსვლა.

0
1253
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Mr NIKA
Mr NIKA
1253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0