x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თოვს
თოვს! ისევე როგორც ჩემს სულში ამ წლების განმავლობაში. დათოვლილი გრძნობები, ოცნებები, იმედები და ფიქრები, გაყინული აწმყო და მომავალი, გათეთრებული თმები, გათოშილი ხელები ასე რიგად, რომ ცდილობ გათბობას ერთი ამოსუნთქვით, თითქოს ეუბნები შენ თავს - აი ერთხელაც ამოვისუნთქავ და ყველაფერი მორჩება, გათბება და ლღობას დაიწყებს სამყარო, თოვაც მორჩება!

შენ ჯიუტად მიაბიჯებ დათოვლილ სამყაროში, რადგან გრძნობ ძალა გელევა, ცდილობ არ გაჩერდე რათა სიცივემ და სუსხმა ერთიანად არ დაგიპყროს და წაგაქციოს, გამალებით ეძებ გზას მაგრამ ვერ პოულობ, მხოლოდ ინსტიქტურად მოძრაობ, იბრძვი სიცოსხლისთვის, გადარჩენისთვის...

მზე.. როგორ მომენატრა ეს ცხელი ბურთი, მოწმენდილი ზეცა.. მთვარიანი ღამე, მთვარის შუქი შერწყმული ზღვასთან, აქა იქ ჩამოვარდნილი ვარსკვლავი და ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც გჯერა, რომ ახდება. სულში მუდმივად დანთებული ცეცხლი, ფერადი ოცნებები, ნათელი იმედები და ფიქრები, მარად მწვანე აწმყო და მომავალი, თბილი ხელები ფაქიზად რომ ეალერსება სამყაროს...

თოვს... ჩემი ნაკვალევიც იშლება, უკან ვერ დავბრუნდები, მხოლოდ წინ დარჩა სავალი, სადაც მზეა, სადაც მთვარე ერწყმის ზღვას, სადაც ფიქრები ზეცასავით ნათელია, იქ სადაც აწმყო და მომავალი მწვანეა..


by orzoimage

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:orzo
orzo
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0