x
image
beko777
ქალიშვილები - რომლებიც ბავშვთა სილამაზის კონკურსებზე დაამახინჯეს

ზოგადად, რომ სილამაზის კონკურსებს საქართველოში მაინცდამიანც სასიამოვნოდ არ უყურებენ დიდი ხანია ფაქტია, მითუმეტეს მაშინ როცა ვერცერთი ჩვენი „მის-საქართველო“ ვერასოდეს ვერ გადავიდა მეორე ტურში მსოფლიო კონკურსებზე წასვლის დროს, ხან გათხოვილ-გამოთხოვილ-განათხოვრები აღმოჩნდნენ, ხან სილამაზესთან ერთად ნულოვანი ინტელექტით დახუნძლულები და ხან კიდე რა...


მაგრამ ამ შემთხვევაში ამ სტატიის მიზანი სულ სხვა რამეა - საბავშვო სილამაზის კონკურსები, რომლის დროსაც პატარა გოგონებს ხშირ შემთხვევაში ისე უცებ გადააქცევენ ხოლმე დიდ გოგონებად, რომ ვერ წარმოიდგენთ, და ამ გადაქცევაში ხშირად მამებიც კი ვერ ხვედბიან რა უქნეს მათმა დედიკოებმა საკუთარ ქალიშვილებს.
ასეა ხშირ შემთხვევაში საქართველოშიც, ანგელოზივით პატარა გოგონებს, იმდენ ფერუმარილს აყრიან სახეზე, იმდენ პომადას, რუმიანას და ათას საზიზღრობას უსმევენ სახეზე, უკეთებენ „უნიკალურ ვარცხნილობებს“ ასექსუალებენ და ა.შ. რომ - ამაზრზენი შესახედი ხდება ხოლმე.


ანალოგიური შემთხვევები მომრავლდა საბავშვო მუსიკალურ და ქოროგრაფიულ სტუდიებში, სადაც 3-6 წლის გოგონებს, ისეთ იდიოტებებს ამღერებენ, ისე პრანჭავენ, ისე აზვიადებენ, რომ მათ ბავშვურობას მთლიანად კარგავენ.
თუმცა საქართველოში რთულია მშობელს ამის შესახებ გააგებინო, ამიტომ ამერიკული საბავშვო სილამაზის კონკურსების მონაწილე-გამარჯვებულებს წარმოგიდგენთ, 11 გოგონა, რომლებსაც ბავშვურობა მთლიანად დაუკარგეს! დახედეთ ფოტოებს - არ გვეთანხმებით?


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
1103
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0