x
image
ვიზა კოხაძე
"კრიჭაშეკრული" ლიონელ მესი და სამგზის "ოქროს ბურთის" მფლობელი რონალდუ ( + ვიდეო )
imageპორტუგალიის ნაკრების და მადრიდის " რეალის" ბომბარდირი კრიშტიანო რონალდუ მესამედ გახდა " ოქროს ბურთის" მფლობელი.მის ამბიციებზე არა ერთხელ სმენია ფეხბურთის მოყვარულებს. ვარსკვლავს ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიცაა ლიონელ მესი და მანუელ ნოიერი, მაგრამ ობიექტურმა ჟიურიმ და ფიფას ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პორტუგალიელს მიანიჭეს უპირატესობა და საკმაოდ დამსახურებულადაც." როგორც წყარო წერს, კრიჭაშეკრული იჯდა ლიონელ მესი, მაგრამ იძულებით ის მაინც იჯდა ციურიხში გამართულ ცერემონიაზე კრიშტიანოს გვერდით.მსოფლიო ყურადღება მიპყრობილი იყო ამ ორი ვარსკვლავის მიმართ, რამდენადაც მათ შორის "ჩუმი ომი" და საქვეყნოდ ცნობილი ანტიპათიაა.ეს ბუნებრივიცაა, რადგან მესი და რონალდუ ხომ თანამედროვე ფეხბურთის ისტორიის ღირსეული მოწინააღმდეგეები არიან.imageimageimageimageაი როგორ გადმოსცემს ამ დაძაბულ ურთიერთობას უცხოური პრესა და სოციალური მედია" - "But there was a frosty atmosphere before the glitz and glamour all kicked off in Zurich".

ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოავლინეს. მათ შორის, მსოფლიოს წლის საუკეთესო მწვრთნელად იოაჰიმ ლიოვი დასახელდა.ქალებს შორის მსოფლიო მოთამაშედ გერმანელი ნადინ კესლერი დასახელდა.

რა განაცხადა მესიმ ცერემონიაზე, სადაც ის თავის მომხიბვლელ მეუღლესთან ერთად მივიდა:

image


- " მე ვთქვი, რომ ბარსელონაში დასრულდებოდა ჩემი კარიერა, როგორც რონალდუ იტყოდა, მარტო ღმერთმა იცის მომავალი. თუმცა არავინ იცის, სად ვიქნები მომავალ წელს, რადგან ერთ ღამეში შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი".

საკმაოდ აჟიტირებული და დასამახსოვრებელი ფრაზა გააჟღერა სამგზის გამარჯვცებულმა კრიშტიანო რონალდუმ, რომელიც გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მომავალ წელს უფრო მეტს და კიდევ უფრო მეტს იმუშავებს საკუთარ თავზე და კიდევ ერთხელ შეეცდება " ოქროს ბურთის" მფლობელი გახდეს: - " მე უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ ამ ყველაფრით. ჩემს გულშემატკივარს მომავალში უფრო ძლიერ თამაშს ვპირდები, რადგან დიდი სურვილი მაქვს მომავალ წელსაც გავხდე " ოქროს ბურთის" მფლობელი.უდიდესი სურვილი და ოცნება მაქვს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საპატიო ადგილი დავიმკვიდრო".image

0
159
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0