x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
მკვდარი ქალაქი - მოჩვენება: ვირტუალური მოგზაურობა კუნძულ ხასიმაზე
იაპონიის კუნძული ხასიმა 1810 წელს კლდის პატარა ნაგლეჯს წარმოადგენდა ოკეანეში, რომლის ფართობი სულ რაღაც 0, 063 კვადრატული კილომეტრი იყო. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის კლდოვან ნაპირებთან ქვანახშირის საბადოები აღმოაჩინეს, იაპონიის ხელისუფლებამ დაიწყო კუნძულის ხელოვნური გაფართოება საბადოებიდან ამოღებული ქვანახშირის გადამუშავების ნარჩენების დაყრით. 1890 წელს კუნძული შეისყიდა იაპონურმა სამრეწველო გაერთიანებამ Mitsubishi.


image


კომპანიის მენეჯმენტით გათვალისწინებული იყო კუნძულის გაფართოება და მასზე მეშახტეთა მთელი ქალაქის გაშენება. ჩანაფიქრი მალე სისრულეში იქნა მოყვანილი. აყვავების პიკის დროს ხასიმა ითვლებოდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტად დედამიწაზე - ერთ კვადრატულ კილომეტრზე აქ 139 000 ადამიანი მოდიოდა, თუმცა ქალაქის მოსახლეობა სულ 5000 კაცს შეადგენდა.


image



1907 წელს ქალაქს შემოავლეს რკინაბეტონის კედელი, რათა ზღვას და ხშირ ტაიფუნებს არ დაეზიანებინა შენობა - ნაგებობები, მაგრამ 1960-იანი წლების დასაწყისში ქვანახშირი უკვე აღარ იყო ქვეყნის ძირითადი სათბობ-ენერგეტიკული საშუალება:მისი ადგილი ნელ-ნელა დაიკავა ნავთობმა. ქვანახშირის მოპოვება უკვე არარენტაბელური გახდა და კომპანიამ Mitsubishi 1974 წელს გამოაცხადა, რომ წყვეტს ქვანახშირის მოპოვებას ხასიმას მიმდებარე ტერიტორიიდან.


image


ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ქალაქმა დაცლა დაიწყო. მისი მცხოვრებლები ლამის გარბოდნენ იქედან ისე, რომ პირად ნივთებსაც კი ტოვებდნენ.


image


ამჟამად ხასიმა კუნძულ-მოჩვენებას წარმოადგენს. მისი სიგანე 200 მეტრს აღწევს, ხოლო სიგრძე-500 მეტრს, კუნძულის მთელი ფართობი ექვს ჰექტარს არ აღემატება.


image


მაინც რით იყო გამოწვეული ქალაქის ასეთი მყისიერი დაცლა: საქმე იმაშია, რომ ქალაქი-კუნძულის ძირითად მოსახლეობას ღარიბი მეშახტეები და მათი ოჯახის წვერები შეადგენდნენ, მათ უბრალოდ არ ჰქონდათ საკმარისი თანხა, რათა კონტინენტზე გადაეტანათ თავიანთი ნივთები-ეს არც ისე იაფი ჯდებოდა.


image


საინტერესოა, რომ მაღაზიების მეპატრონეებმაც კი ვერ მოახერხეს გადაეტანათ თავიანთი საქონელი, ასე მაგალითად, ერთ - ერთ მაღაზიაში ათობით ტელევიზორი იყო დარჩენილი.


image


იაპონიის ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა, ყურადღება არ გაემახვილებინა ხასიმას არსებობაზე. მთელი 35 წლის მანძილზე აკრძალული იყო ქალაქი-კუნძულის მონახულება. ამით ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ქვანახშირის უკანონო მოპოვების მცდელობა და მარადიორობა. კუნძულზე არალეგალურად გადასვლისათვის სასჯელი იყო 30 - დღიანი ციხე ან ქვეყნიდან დეპორტაცია (უცხოელებისათვის).


image


ქალაქი-კუნძულის აქტიური ცხოვრების პერიოდში აქ აშენებული იქნა 58 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, 2 სკოლა, საბავშვო ბაღი, 2 საცურაო აუზი, კინოთეტარი, რამოდენიმე ტაძარი.....


image


უკანასკნელ წლებში წესები ოდნავ შერბილდა, ამჟამად უკვე შესაძლებელია ქალაქი-მოჩვენების მონახულება ტურისტული მარშრუტით, ხოლო Google Earth-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ვირტუალურად ისეირნონ ხასიმას ქუჩებში.


image


იმის გამო, რომ კუნძულს მეტად მცირე ტერიტორია ეჭირა, ბინების უმეტესობა ნამცეცა იყო. მათი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატებოდა. თითოეულ სართულზე მხოლოდ ერთი სამზარეულო და ტუალეტი იყო.


image


ასევე ფართობის სიმცირის გამო სახლების სახურავებსაც კი გამოიყენებდნენ. მათზე პატარ-პატარ დასასვენებელ სკვერებს აწყობდნენ.


image


ამჟამად კუნძულზე ბუნება დაუნდობლად ანგრევს ყველაფერ იმას, რაც ოდესღაც ადამიანის ხელმა შექმნა.


image


P.S. კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ხასიმას შესახებ:

ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმის ავტორები ისე შთააგონა ქალაქმა - მოჩვენებამ, რომ ეპოპეის "007. კოორდინატი: სკაიფოლი" - მთავარი ბოროტმოქმედის რაულ სილვას საცხოვრებელ ადგილად ხასიმა აირჩიეს, თუმცა თავად ფილმი სტუდია Pinewood-ს პავილონებში იქნა გადაღებული.


imageimage

4
745
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
745
  
2015, 21 თებერვალი, 15:00
ალბათ არახელსაყრელია მყიდველისათვის, თორე აქამდე გაიყიდებოდა
2015, 21 თებერვალი, 14:47
მაგას ისე გააკეთებენ,რომ........ მინახია კერძო საკუთრების კუნძულები საბერძნეთში.....
2015, 21 თებერვალი, 14:46
ეტყობა ჯერ არ გამოუჩნდა მყიდველი კუნძულს
2015, 13 იანვარი, 21:06
შეუდარებელი ხარ მანჩო :***
0 1 4