x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ერთი დედოფალი და თერთმეტი პრეზიდენტი
მისი უდიდებულესობა ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. ის ითვლება ყველაზე უხუცეს ბრიტანელ მონარქად და უკვე 63 წელია მართავს ქვეყანას. მასზე დიდხანს სახელმწიფოს მხოლოდ დედოფალი ვიქტორია მართავდა, მაგრამ ამ რეკორდის მოხსნას ელისაბედ II-ეს მხოლოდ ერთი წელი აშორებს. სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ ახლანდელი დედოფალი ორმაგ რეკორდს დაამყარებს - ის იქნება როგორც ყველაზე უხუცესი მმართველი ბრიტანეთის ისტორიაში, ასევე დედოფალი, რომელიც ყველაზე დიდხანს მართავდა ქვეყანას, მაგრამ ეს მომავლის საქმეა.


უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი მმართველობის 63 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 პრეზიდენტი შეიცვალა და რა თქმა უნდა, დედოფალი ყველა მათგანს შეხვდა თუ ბევრჯერ არა, მინიმუმ ერთხელ მაინც.


გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც ასახულია დედოფალ ელისაბედ II-ის შეხვედრის მომენტები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებთან სხვადასხვა წლებში.


image





დედოფალი ელისაბედი და აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი თეთრ სახლში გამართული ბანკეტის დროს, 1957 წლის 20 ოქტომბერი.


image



დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი ბუკინგემის სასახლეში მასპინძლობენ აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლესთან ერთად.


image


აღსანიშნავია, რომ ლინდონ ჯონსონს – აშშ-ის 36-ე პრეზიდენტს, დედოფალი არასოდეს შეხვედრია. მათი არაოფიციალური შეხვედრა უნდა გამართულიყო ჯონ კენედის დაკრძალვაზე, მაგრამ ელისაბედმა ფეხმძიმობის გამო მასზე დასწრება ვერ შეძლო.


ელისაბედ II და აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩეკერსის რეზიდენციაში, 1970 წელი.


image


დედოფალი პრეზიდენტ ჯერალდ ფორდთან ერთად თეთრ სახლში გამართულ მეჯლისზე, 1976 წლის 17 ივლისი.


image

ინგლისის დედოფალი მეუღლესთან-პრინც ფილიპთან და აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან ერთად ბუკინგემის სასახლეში, 1977 წლის 1 მაისი.


image


ელისაბედ II და პრეზიდენტი რონალდ რეიგანი დედოფლის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე სან-ფრანცისკოში, 1983 წელი.


image


ინგლისის დედოფალი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი გამოდიან თეთრი სახლიდან, 1991 წლის 15 მაისი.


image


ელისაბედ II და პრეზიდენტი ბილ კლინტონი, 1994 წლის 12 ივნისი.


image


დედოფალი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი უინძორების სასახლეში, 2008 წლის 15 ივნისი.


image


ინგლისი დედოფალი ელისაბედ II და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ბუკინგემის სასახლეში, 2011 წლის 24 მაისი.


image

0
167
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0