x
image
maia
ვარსკვლავების გამორჩეული კაბები -ოქროს გლობუსი 2015 -წითელ ხალიჩაზე
ლოს-ანჟელესის ოტელში The Beverly Hilton გაიმართა "ოქროს გლობუსის" 72-ე დაჯილდოების ცერემონია. ცერემონიას ატარებს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია, რომელზეც აღინიშნება კინოს და ტელევიზის სფეროს ბოლო მიღწევები, და ის ითვლება "ოსკარის" ერთგვარ რეპეტიციად.

"ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გახლავთ არა მარტო კინოს, არამედ მოდის დღესასწაულიც. ცნობილი ქალბატონების გამოჩენა წითელ ხალიჩაზე არანაკლებ შთამბეჭდავი სანახაობაა, ვიდრე გამარჯვებულების დაჯილდოება. საღამოს მთავარი ტენდენცია ლაკონური სილუეტები და მოციმციმე ქსოვილები გახდა.
ჰოლივუდის რჩეული ქალბატონი ჯენიფერ ენისტონი წელს მართალია ჯილდოს გარეშე დარჩა, თუმცა ის ყველაზე მოდურად ჩაცმული ვარსკვლავების ჩამონათვალში მოხვდა. მსახიობმა არ უღალატა საყვარელ შავ ფერს, წითელ ხალიჩაზე ის Saint Laurent-ის შავ ანსამბლში გამოცხადდა.

image

ოქროს გლობუსის ნომინანტი ემი ადამსი, რომელიც დასახელდა საუკეთესო ქალ-მსახიობად კომედიას ან მიუზიკლში შესრულებული როლისთვის-წითელ ხალიჩაზე
Atelier Versace-ს ელეგანტურ, ნაზი ცისფერი ფერის კაბაში გამოცხადდა. აქსესუარებად მსახიობმა მარადიული კლასიკა Tiffany & Co-ს სამკაულები აირჩია.


image


შესანიშნავად გამოიყურებოდა დიანა კრუგერი ლაკონურ, ვერცხლისფერ კაბაში Emilia
Wickstead-ის საგაზაფხულო კოლექციიდან.

image

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც წითელ ხალიჩაზე Atelier Versace-ს კაბაში გამოჩნდა ჯესიკა ჩესტეინი გახლდათ. მსახიობმა უპირატესობა მიანიჭა ბრინჯაოსფერ პლისე-კაბას ღრმა დეკოლტეთი. მსახიობი მოდურმა ექსპერტებმა ერთხმად აღიარეს ერთდროულად ელეგანტურად და სექსუალურად .

image

რიზ უიზერსპუნმაც გაიზიარა საღამოს მთავარი ტენდენცია და წითელ ხალიჩაზე Calvin Klein Collection-ის ვერცხლისფერ ლაკონურ კაბაში გამოცხადდა.

image

ჯორჯ კლუნის მეუღლე პირველად სტუმრობდა ოქროს გლობუსის ცერემონიას და მაშინვე საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა. მას შავი კაბა ეცვა Christian Dior Couture-ის კოლექციიდან.

image

სალმა ჰაიეკმა, რომელიც ჩვეულებრივ გამომწვევ სამოსს ანიჭებს უპირატესობას, ამჯერად არჩევანი Alexander McQueen -ის ჟაკარდის რომანტიკულ კაბაზე შეაჩერა. მოდის კრიტიკოსებს კაბასთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონიათ, ხოლო რაც შეეხება აქსესუარებს, როგორც ამალ კლუნის შემთხვევაში, ჰაიეკმაც გადაამლაშა. მან კაბა გაალამაზა ვერცხლისფერი ქამრით, მასიური სამკაულებით და თმაში კი ყვავილები დაიმაგრა.

image


ჰაიდი კლუმი საუკეთესო ფორმაში იყო, მან წითელი ფერის Versace-ს კაბა აირჩია და წითელ ხალიჩაზე გამორჩეული იყო.

image


კიდევ ერთი ვერსაჩეს მოყვარული ქერათმიანი ლამაზმანი ქეით ჰადსონი გახლავთ,

მან ცოტა ზედმეტად გულახდილი კაბა კი შეარჩია, რათა წარმოეჩინა პლასტიკური ქირურგიის შედეგად გალამაზებული მკერდი.

imageეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჯენიფერ ლოპესი გამორჩეულად მიმზიდველ იერსახეს შექმნიდა-დრამატული "დაბინდული" მზერა, ღრმა დეკოლტე, ჭრილები, რომელიც ფეხებს ააშკარავებს. ამის გარდა ჯეი ლოს ძალიან მოსწონს სპეცეფექტები, ამიტომ Zuhair Murad-ის ვერცხლისფერ-კრემისფერ კაბას გრძელი შლეიფი აღმოაჩნდა. მომღერალმა აქსესუარად გრძელი საყურე-ფუნჯები აირჩია.

image












0
222
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0