x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე უჩვეულო სასამართლო განაჩენები, რომლებიც გაგაკვირვებთ
1. ოჰაიოს შტატის ქალაქ პენსვილის მთავარმა მოსამართლემ, ა. ჩიკონეტიმ ორ ახალგაზრდას, რომლებმაც საშობაო დეკორაციიდან ახალშობილი ქრისტეს ქანდაკება მოიპარეს და გააფუჭეს, მიუსაჯა ძალიან უცნაური სასჯელი: ახალგაზრდები უნდა გამოსულიყვნენ ქალაქის ქუჩებში ვირთან ერთად, რომელზეც იქნებოდა დაფა წარწერით "ბოდიშს ვიხდით ვირული საქციელისთვის". ამას გარდა, 19 წლის დამნაშავეებს, ჯესიკა ლანგსა და ბრაიან პატრიკს საკუთარი ხარჯებით უნდა აღედგინათ ქანდაკება, გაევლოთ ნარკოლოგიური კონსულტაცია და 45 დღის მანძილზე შეესრულებინათ გამოსასწორებელი სამუშაოები.

image
2. ოკლაჰომას შტატის მკვიდრი, 17 წლის მოზარდი გასამართლებულ იქნა დამამძიმებელი გარემოებებით მკვლელობის ბრალდებით. მსჯავრდებული იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, როდესაც მის გამო ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა მისივე მეგობარი. თუმცა მისთვის თავისუფლების აღკვეთის მაგივრად მოსამართლე მაიკ ნორმანმა "მიუსაჯა" 10 წლის მანძილზე ყველა საეკლესიო წირვა-ლოცვაზე დასწრება. ამას გარდა, 10 წლის ვადაში ბიჭს უნდა დაემთავრებინა უმაღლესი სასწავლებელი, შეესწავლა შემდუღებლის პროფესია და ყოველდღიურად გაევლო ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე ტესტი.

image

3. 25 წლის ანდალუზიელმა ახალგაზრდამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა საკუთარი მშობლების წინააღმდეგ, რომლებმაც უარი თქვეს უმუშევარი შვილის (რომელსაც, სხვათა შორის, იურისტის დიპლომი ჰქონდა) ყოველთვიურ დაფინანსებაზე. ახალგაზრდამ მშობლების ეს გადაწყვეტილება შეაფასა რა მორალურ და ფინანსურ ზარალად, თავის საჩივარში მათგან მოითხოვა 400 ევრო ყოველთვიური კომპენსაცია. თუმცა, მისი მოლოდინი არ გამართლდა და სასამართლომ თვითონ მას მიუსაჯა მშობლიური სახლიდან წასვლა და სამუშაოს დაწყება.


image


4. ბეტინა იანგს, რომელსაც ბრალი ედებოდა არალეგალური მიგრანტების მიმართ თაღლითობაში, სასამართლომ მიუსაჯა 5 წლის მანძილზე შობის ყოველ დღესასწაულზე ციხეში ყოფნა. ამგვარად, თაღლით ქალს ყოველი წლის 24, 25 და 26 დეკემბერი უნდა გაეტარებინა საკანში. მოსამართლე დევიდ პეტიკასის აზრით მსგავსი სასჯელი დააფიქრებს მსჯავრდებულს იმაზე, თუ რა ელოდება დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში.


image

5. ამერიკის ქალაქ პრაისში 13 წლის კეიტლინ ლოპანმა და მისმა 11 წლის მეგობარმა მაკდონალდსში სამი წლის გოგონას ძალიათ შეაჭრეს გრძელი კულულები. სასამართლომ კეიტლინს მიუსაჯა 30 დღით შიდა პატიმრობა და დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება; ხოლო მის მეგობარს - 276 საათით ქალაქის კომუნალური მომსახურების სასარგებლოდ მუშაობა. თუმცა დედამისს, ვალერი ბრუნოს, მოსამართლემ შესთავაზა სასჯელის შემცირება 150 სამუშაო საათით იმ შემთხვევაში, თუ იგი თავისი ქალიშვილის მიმართ ჩაიდენდა იგივე ქმედებას, რაც მოზარდებმა პატარა ბავშვის მიმართ ჩაიდინეს. დედა დათანხმდა და პირდაპირ სასამართლო დარბაზში მოსამართლის მიერ მითითებულ დონეზე შეაჭრა ქალიშვილს თმა. თმის შეჭრა დაევალა ასევე მეორე დამნაშავესაც, თუმცა მას უფლება მიეცა ეს სალონში გაეკეთებინა.

image

6. ენდრიუ ვაკტორი დაჯარიმდა 150$-ით, რადგან მანქანაში ძალიან დიდ ხმაზე ჰქონდა ჩართული რეპ-მუსიკა. თუმცა მოსამართლემ შესთავაზა ჯარიმის ჩამოყვანა 35$-ზე იმ პირობით, თუ მსჯავრდებული 20 საათს გაატარებდა კლასიკური მუსიკის მოსმენაში. მოსამართლის აზრით, ამგვარად "დამნაშავე" მიხვდებოდა რა არის ისეთი მუსიკის იძულებით მოსმენა, რომელიც არ მოგწონს.

თუმცა 24 წლის ვაკტორმა მსოფლიო კლასიკას 15 წუთზე მეტ ხანს ვერ "გაუძლო".


image

0
474
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0