x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ცხოვრებისეული გამონათქვამები
ვერავითარი სხვა ტანჯვა ვერ შეედრება ამას! ადამიანს სურდეს პატიება, მიისწრაფოდეს პატიებისაკენ და თან იცოდეს, რომ ეს სურვილი ამაოა, რომ მას არ შეუძლია აპატიოს.

"კრაზანა"

ორი რამ ყოველთვის დარჩება გულში: წუთი, რომელიც გინდოდა რომ არასოდეს დასრულებულიყო და წუთი, რომელიც გინდოდა, რომ არასოდეს დაწყებულიყო...

ღიმილი არ ნიშნავს იმას რომ შენ ხარ ბედნიერი ..ზოგჯერ უბრალოდ ნიშნავს რომ შენ ხარ ძლიერი..


ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება! ის განუკურნებელია...

"სამი მეგობარი"

''შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მსახარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას.
მაგრამ აი, ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად
არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!''


ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება
– ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული
ხართ; 25–ისას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ ბევს მუშაობთ;
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის
მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით.

"99 ფრანკი"

''თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ
ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.'' რემარკი


'თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.''

0
2139
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
2139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0