x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
უილიამ შექსპირის 25 მუდამ აქტუალური ციტატა (ნაწილი I)
image
უილიამ შექსპირი ითვლება უდიდეს ინგლისურენოვან მწერლად და მსოფლიოს საუკეთესო დრამატურგად. მისი შემოქმედება იყოფა რა ორ ნაწილად პოეზია და დრამატურგია, მოიცავს 154 სონეტას, 38 პიესას, 4 პოემასა და 3 ეპიტაფიას.

უილიამ შექსპირის ნაშრომები სავსეა ადამიანის ბუნებაზე, სიყვარულზე, მეგობრობასა სიცოცხლეზე ღრმა დაკვირვებებით. 5 საუკუნე გავიდა თუმცა ისინი აქტუალობას მაინც არ კარგავენ.

წარმოგიდგენთ ამ დიდი ადამიანის ნაშრომებიდან 25 ყველაზე ღრმააზროვან ციტატას, რათა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რა არის მთავარი ჩვენს ცხოვრებაში. ბოდიშს გიხდით ჩემი თავისუფალი თარგმანის გამო, პოეზიის დიდი ნიჭით არ გამოვირჩევი, რომ ქართულად ისევე ლამაზად დამეწერა, როგორც ეს ინგლისურად ჟღერს.


1)უსულობის ნიშანი სულაც არ არის მდუმარება, ქუხს მხოლოდ ის რაც ცარიელია შიგნიდან.


2)ისეთი ტკბილია თაფლი, რომ ბოლოს მწარდება. გემოს სიჭარბე გემოს კლავს.

3)ჩვენ ვღიზიანდებით წვრილმანების გამო, როდეს რაღაც სერიოზულით ვართ შეწუხებულნი.

4)დედა ბუნება ბრძენია, შვილი ჰყავს მხოლოდ უჭკუო.

5)სადაც ცოტაა სიტყვები იქ მათ ფასი აქვთ.

6)სიყვარული გარბის მათგან ვინც მას ეძებს, ხოლო მას ვინც სიყვარულს გაურბის კისერზე ეკიდება.

7)სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომ კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.

8)ჯოჯოხეთი ცარიელია. ყველა ეშმაკი აქაა.

9)ადამიანთა უმრავლესობა სიბრძნეს სისულელეს არჩევს. რადგან სისულელე გახალისებს, სიბრძნე კი გაღონებს.

10)ნეტარების იმედი თითქმის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თვით ნეტარება.


გაგრძელება იქნება, თუ რა თქმა უნდა მოისურვებთ...

0
417
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0