x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ყავის ნალექის გამოყენების ეფექტური ხერხები: თქვენ აღარასოდეს გადაყრით მას!
image
ბევრისთვის ყავის ნალექი მხოლოდ სამკითხაოდ თუ გამოდგება, არადა თურმე არც მთლად ასეა. ბევრ სიტუაციაში ეს ნამდვილი ჯადოსნური საშუალებაა, რომელსაც დაუჯერებელი ეფექტი აქვს. მაშ ასე, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ყავის ნალექი?


1. გამოიყენეთ ყავის ნალექი ბაღში სასუქად: იგი ხელს უწყობს მცენარეების, განსაკუთრებით ყვავილების ზრდას. გარდა ამისა, სასუქად ყავის ნალექის გამოყენების შედეგად იცვლება ყვავილების ფერი: ვარდისფერი ყვავილი მოცისფრო შეფერილობას იღებს.

image


2. ყავა კატების მოშორებაშიც დაგეხმარებათ: უბრალოდ მოაფრქვიეთ ეზოში ყავის ნალექი და კატებიც თავს დაანებებენ იქაურობას, მათ არ უყვართ ყავის სუნი.



image


3. თუ თქვენს ძაღლს ტკიპები ყავს, დაბანეთ შამპუნთან ერთად ყავის ნალექით და პარაზიტებიც გაქრება.


image

4. სამზარეულოს თეთრ, დალაქავებულ პირსახოცს თუ ყავის ნალექის ნახარშში ჩავდებთ, მუქი შეფერილობის გახდება და ლაქებიც აღარ დაეტყობა.


image


5. ყავის ნალექი ქვაბებისა და ტაფების მშვენიერი სახეხი საშუალებაცაა.


image


6. ყავა ყველა უსიამოვნო სუნს შთანთქავს - გამოიყენეთ მისი ეს თვისება ოთახში ჰაერის გასაწმენდად.


image


7. ყავის ნალექით თუ გავღებავთ ხის ავეჯზე გაკაწრულ ადგილს, ნაკაწრი აღარ დაეტყობა.


image

8. ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად მასში ცოტა ხნით მოათავსეთ ყავის ნალექი.


image

9. ნივრისა და ხახვის დაჭრის შემდეგ სუნის მოცილების მიზნით საკმარისია ყავის ნალექით დაიბანოთ ხელები.


image

10. თუ გაქვთ ცხიმიანი თმა და მალე გიჭუჭყიანდებათ, შამპუნის შემდეგ დაიბანეთ ყავის ნალექით. თმა მსუბუქი გახდება.


image11. ყავის ნალექი საუკეთესოდ აშორებს ტანის და სახის კანს მკვდარ უჯრედებს და შეგიძლიათ ნებისმიერი სკრაბის მაგივრად გამოიყენოთ.


image

12. ყავის ნალექი შეგიძლიათ ხელნაკეთ საპონში გამოიყენოთ - შესანიშნავი სურნელი ექნება.


image


13. თვალის ქვეშ მუქი ხაზების მოსაშორებლად ყავის ნალექის შეზელვა და მასაჟი საუკეთესო საშუალებაა: კოფეინი ტონუსს მატებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.


image

5
12277
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
12277
  
2016, 7 ნოემბერი, 14:13
მშვენიერია.))
2015, 10 იანვარი, 0:00
გმადლობთ. :)
2015, 9 იანვარი, 23:57
ძალზე საინტერესო და ამავე დროს გამოსადეგი სტატიაა.
2015, 9 იანვარი, 12:39
მადლობა, გენაცვალე. :)
2015, 9 იანვარი, 0:18
კარგი სტატიაა :))
0 1 5