x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უსმანოვმა დათმო რუსეთის უმდიდრესი მოქალაქის სტატუსი

რუსი ოლიგარქი, ალიშერ უსმანოვი, აღარ არის რუსეთის უმდიდრესი მოქალაქე მას შემდეგ, რაც დაკარგა 4.5 მილიარდი დოლარი გასულ წელს. კონგლომერატ "USM Holding"-ის დამაარსებელმა და საფეხბურთო კლუბ "არსენალის"
ერთ-ერთმა მფლობელმა ქონების 25%-იანი დანაკარგი განიცადა უკრაინის კონფლიქტის დასაწყისიდან, გასულის წლის მარტიდან დეკემბრის ბოლომდე, როდესაც უსმანოვმა შეძლო, შეენარჩუნებინა მხოლოდ 14 მილიარდი დოლარი, 2014 წლის დასაწყისში კი მისი ქონება 18.3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ამჟამად, ვიქტორ ვოკსელბერგი, კონგლომერატ "Renova"-ს თანადამაარსებელი, იკავებს რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეების სიაში პირველ ადგილს. მისი ქონება შეფასებულია 14.7 მილიარდ დოლარად. უკრაინული წარმოშობის ბიზნესმენმა დაიკავა 63-ე ადგილი "Forbes"-ის მსოფლიო მილიარდერების სიაში 2014 წელს. მან მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დაკარგა მარტი-დეკემბრის პერიოდში. ამ პერიოდში, ოლიგარქმა მიხაილ ფრიდმანმა დაკარგა 2.7 მილიარდი დოლარი, ანუ საკუთარი ქონების 18%. ფრიდმანი არის "Alfa Group"-ის მთავარი აქციების მფლობელი, ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო-ინდუსტრიული კონსორციუმი.

ეს სამეული ხვდება Wealth-X-ის სიის სათავეში. სწორედ მათი ქონების შემცირების ფონზე გაუფასურდა ნავთობის ფასი სამჯერ, დაეცა ვალუტის ფასი და მკვეთრად გაიზარდა სესხების რაოდენობა რუსეთში.

ასეთი პრობლემების დროს, ორი რუსი ოლიგარქის ქონება გაიზარდა 2014 წელს. რომან აბრამოვიჩმა, კერძო საინვესტიციო კომპანია "Millhouse"-ისა და ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელმა, 100 მილიონი დოლარის მოგება ნახა და მისი ქონება 12.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Wealth-X-ის განცხადებით, "აბრამოვიჩის ქონებაზე სერიოზული გავლენა არ ჰქონია არც რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და არც რუბლის კრიზისს, რადგან მისი აქციების უმეტესობა არარუსულ კომპანიებშია. მაგალითად, "Norilsk Nickel and Evraz"-ის ღირებულება, რომელიც "Millhouse"-ის საკუთრებაშია, 24%-დან 130%-მდე გაიზარდა გასული წლის მარტის შემდეგ."

მეორე ბიზნესმენი გახლავთ ალექსეი მორდაშოვი, "Severstal"-ის აღმასრულებელი დირექტორი. მან ნახა ყველაზე დიდი მოგება 1.6 მილიარდი დოლარის ოდენობით, ანუ დაახლოებით 16%. "Severstal" - ეს არის კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირებულია ფოლადის მოპოვებასა და მიწისქვეშა სამუშაოებზე. უკანასკნელ ხანებში, "Severstal"-ის რეიტინგი, "Standard & Poor"-ის მიხედვით, გაიზარდა "სტაბილურიდან" "დადებითამდე", მიუხედავად რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი იმისა, რომ კომპანიის შემოსავლის 50% სწორედ რუსეთიდან მოდის.

0
407
შეფასება არ არის
ავტორი:ამზა ჩარგაზია
ამზა ჩარგაზია
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0