x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Sony World Photography Awards 2015-ის საკონკურსო, ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოკრებული
სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, მინდა მოკლედ განგიმარტოდ მათ ვინც არ იცით, რომ სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრასპორტირება მსურველთა მიერ. ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს სახლში ოჯახის არქივი- ე.წ. ალბომი, რომელიც საკმაოდ ფართე, სქელ ყდიანი წიგნია, სადაც ჩვენი მამა-პაპის წარსული ცხოვრება იყრის თავს და ეს ყოველივე ძველი ფოტოგრაფების ნაშრომს წარმოადგენს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში და ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან.


Sony World Photography Awards-ი წარმოადგენს საერთაშორისო, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენას მსოფლიოს ფოტოგრაფიაში, რომელსაც სათავე ჩაეყარა 2008 წელს და პროფესიონალ და ნიჭიერ ფოტოგრაფებს ეძლევათ შანსი დაანახონ მსოფლიოს საკუთარი საუკეთესო ნამუშევრები. კონკურსში მონაწილე ფოტოგრაფების ბოლო ვადა 2015 წლის 8 იანვარია (ანუ დღეს იწურება) და გამარჯვებულს გადასცემენ ფულად ჯილდოსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიონალ, ფირმა Sony-ის ფოტოაპარატს, თუმცა ჯილდო მხოლოდ ეს როდია, ცერემონიალის დასრულებისას ლონდონში, მთავარ გამარჯვებულს ამ ყველაფერთან ერთად მიენიჭება სტატუსი "წლის ფოტოგრაფი" და L'Iris d'Or-ი გადასცემს ოქროს დიაფრაგმას. ეს ყველაფერი კი მოხდება ამა წლის, ანუ 2015 წლის 23 აპრილს.


საკონკურსო კოლექციაში შესულია 25 საუკეთესო ფოტო, რომელიც მოიცავს წარმოუდგენელ, ველურ გამოსახულებებს, დედამიწის მომხიბვლელ პეიზაჟებს, პორტრეტებს, ეროვნულ ტრადიეცებსა და სხვათას.


გთავაზობთ ამ 25, თავისებურად სრულყოფილ, წარმოუდგენლად შთამბეჭდავ ფოტოებს:




1. ფინა. ინდონეზიელი ფოტოგრაფის- Arief Sisvandhono-ს ქალიშვილი ფინა, რომელსაც ეშინოდა კატების. მშობლებმა იპოვეს გამოსავალი და გოგონას მოუყვანეს 2 კნუტი მოსავლელად, 6 თვეში კი ისინი საოცრად დამეგობრდნენ.

image




2. ჰოლის ფესტივალი ინდოეთში. წელიწადში ერთხელ ინდოელები აღნიშნავენ გაზაფხულზე, მთვარის თვის ბოლო სავსე მთვარის დღეს და ფერადი მღებავი ფხვნილებით ისინი ქუჩებში ღებავენ ერთმანეთს.

image




3. ინოვაციური კუბური სახლი. აშენებულია 1984 წელს როტერდამსა და ხელმონდში არქიტექტორ Piet Blom-ის მიერ.

image




4. ორანგუტანი წვიმის ქვეშ. პატარა ორანგუტანი ბანანის ხის ფოთლით თავსხმა წვიმაში. ფოტოგრაფი Andrew Suryono.

image





5. ინდოელი ბერი. ინდოელი ბერი მანგოს ბაღის შუაში ზამთრის ნისლიან დილას. ბანგლადეში. ფოტოგრაფი Jubair Bin Iqbal-ი.

image






6. რუმინელ პილოტთა ფოლკლორული საჰაერო გუნდი შოუთი. ბუქარესტი. ფოტოგრაფი Cioplea Vlad-ი.

image




7. კიბე ბერლინში. ფოტოგრაფი Ralf Wendrich-ი.

image






8. კერმოდული დათვები კანადაში. ეს ჯიში ცხოვრობს დასავლეთ კანადაში და მათი მხოლოდ 10% შეიცავს თეთრ ან მოკრემისფერო ბეწვს. ფოტოგრაფი Kyle Breckenridge.

image





9. დილის აბაზანა მდინარე ხუგლში. კალკუტა, ინდოეთი. ფოტოგრაფი Nick Ng.

image






10. საჰაერო ბურთები ქვიშიან ახალ ზელანდიაში მზის ამოსვლის ფონზე. ფოტოგრაფი Gareth Lowndes-ი.

image






11. თეთრი ირემი დილის ნისლში გერმანიის ნაციონალურ პარკ ეიფელში. ფოტოგრაფი Georg May.

image




12. შემოდგომის პეიზაჟი ორად გაყოფილი, McKinley-ს მთები. მდებარეობს დენალის ნაციონალურ პარკში ალიასკაზე. მისი სიმაღლე დაახლოებით 6, 2 კმ-ია და არის ყველაზე მაღალი მთა ჩრდილოეთ ამერიკაში. ფოტოგრაფი Miquel Ángel Artus Illana.

image





13. აფრიკული ტომის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ხამერი აგროვებს ტოტებს საცხოვრებელი ქოხის შესაკრავად. მდინარე ომოს ქვედა ხეობა, ეთიოპია. ფოტოგრაფი Diego Arroyo Méndez.

image




14. პორტრეტი სახის გარეშე. ფოტოგრაფი Courtney Colantonio-Ray.

image






15. სამხრეთ ატლანტიკის მობინადრე სამეფო პინგვინების კოლონა. ძალიან გვანან იმპერატორულ ჯიშს, თუმცა ამ მხიარული ფრინველების ზომა 1 მ-ია და უფრო ნათელი ფერი აქვთ. ფოტოგრაფი Lisa Vaz.

image





16. ასაკოვანი მასწავლებლის განსაცვიფრებელი შავ-თეთრი ფოტო. ჰანოი, ვიეტნამი. ფოტოგრაფი Bao Vu.

image






17. პატარა ჩიტი უყურებს საკუთარ გამოსახულებას წყალში. ფოტოგრაფი Georg May.

image





18. მეოცნებე გოგონა თეთრი ბუმბულების ღრუბლებში. ფოტოგრაფი Ahmad Zikri Mohamad Zuki.

image




19. ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა. 106 კილომეტრიანი გზაა, რომლიდან 11 კილომეტრი მკვეთრ მოსახვევებს მოიცავს, ხოლო სიგანე კი 3, 3 მეტრს არ აღემატება და ისიც მხოლოდ მცირე ნაწილებში. ფოტოგრაფი Christoph Schaarschmidt.

image




20. საგრადას ოჯახთა სახელობის წმინდა ტაძარი. დაუმთავრებელი ტაძარია ბარსელონაში, რომლის შემქმნელია დიდი არქიტექტორი ანტონიო გაუდი. შიდა ბაზილიკა გასაოცარია თავისი წარმოუდგენელი სილამაზით. ფოტოგრაფი Kathryn Hallett.

image





21. სარკისებური გამოსახულება პიკადილიის მოედანზე. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. ფოტოგრაფი Steve Cooke.

image




22. ფრანკფურტის სიმეტრიული შენობა. გერმანია. ფოტოგრაფი Peter Eberhardt-ი.

image





23. ჟანდარმენმარკტის მოედანი საპნის ქაფის ფონზე. ბერლინი, გერმანია. ფოტოგრაფი Rudi Steenbruggen.

image





24. ფეხბურთის თამაშით დაღლილი ბავშვები ტალახში ინტვირთებიან. ფოტოგრაფი Alamsyah Rau.

image




25. ყაზახების გამონათქვამი ასეთია: "ნამდვილ მამაკაცს უნდა ჰქონდეს სწრაფი ცხენი, ერთგული ძაღლი და ოქროს არწივი". ფოტოგრაფი Lisa Vaz-ი.

image


6
388
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
388
  
2015, 9 იანვარი, 0:10
მეც ინ, 5-ე, 11-ე, 12-ე და 19-ე.
2015, 8 იანვარი, 21:43
გაიხარეე ;)
2015, 8 იანვარი, 21:43
მადლობა საყვარელო :*
2015, 8 იანვარი, 21:33
როგორც ყოველთვის საინტერესოა მაკა.
2015, 8 იანვარი, 20:40
შენი სტატიები არ მადძლევს უფლებას ბოლომდე არ წავიკითხო ♥
2015, 8 იანვარი, 18:43
მე5 და მე 11 განსაკუთრებით მომეწონა
0 1 6