x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სომხეთში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ქურდული "სხოდკა" გაიმართა
image

როგორც სააგენტო «Прайм Крайм»იუწყება, ერევანის სიახლოვეს გაიმართა ბოლო წლების ყველაზე მსხვილმასშაბიანი ქურდების "სხოდკა".შეკრება მოსკოვში უნდა გამართულიყო, თუმცა რუსმა სამართალდამცავებმა გააძლიერეს კონტროლი.


რუსული მედიის ინფორმაციით, კრიმინალური წყაროები იტყობინებიან, რომ თავისი „ისტორიული მნიშვნელობით“ ეს შეკრება ბოლო დროს გამართულ ყველა ამგვარ ღონისძიებას ჩრდილავს.

როგორც კრიმინოლოგი სერგეი გალოანი(Сергея Галоян) იუწყება "ფორუმს" ესწრება 100 მეტი ყველაზე "გამოჩენილი" კრიმინალური ავტორიტეტი, ისეთები როგორებიცაა შიშკანი და შაქრო(კრიმინალური ავტორიტეტი, კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი), რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო "სამიტის ''ინიციატორია.



მალე მათ შეურთდათ ჩებურაშკა((კანონიერი ქურდი ვადიმ საბრეკოვი) და მირიჩი(კანონიერი ქურდი ვადიმ საბრეკოვი).ელოდებიან „დედ ჰასანის“ (ასლან უსოიანი) კლანის წარმომადგენლებს „პიჩუგასა“ (ვიქტორ პიჩუგინი) და „ვოსკრესს“ (ვასილი ხრისტოფოროვი).შეკრებას ესწრება ე.წ. ქურდული სამყაროს ერთ-ერთი „კორიფე“ 69 წლის ბორია აკაპელა.


შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემაა "ასატრინის“ (ედიკ ასატრიანის) უფლებამოსილება და მისი კრიმინალური ავტორიტეტი.გარდა ამისა, „შაქროს“ თავის გვერდით „ბადრის“ ხილვა სურს, რომელსაც, თავის დროზე, "დედ ჰასანის" კლანის „მეგრელებმა“ განაჩენი გამოუტანეს. აქედან გამომდინარე, რისკის ქვეშ დგება მთელი დაჯგუფება, რომელსაც ჯერ ძმები ქარდავები ხელმძღვანელობდნენ, მათი „გადაყენების“ შემდეგ კი - გელა ქარდავას ყოფილი სიმამრი მერაბ მზარელუა ხელმძღვანელობს.


ასევე "სხოდკაზე" განხილული იქნება „დედ ჰასანის“ კლანის წარმომადგენლების მიერ „ანათემას გადაცემული“ სოხუმელებისა და ქუთაისლების საქმე, რომლებსაც მერაბ ჯანგველაძე უდგას სათავეში. გარდა ამისა, ჩატარდება ბოლო 5 წლის მანძილზე „დაშტამპული კანონიერი ქურდების“ გაცემული სტატუსების „მკაცრი რევიზია“.


სერგეი გალოიანმა აღნიშნა, რომ არსებობს "ქურდული სამყაროს" ორი მძლავრი დაჯგუფება: ერთი "დედ ჰასანის" ჯგუფი, ხოლო მეორე ტარო ონიანის.


"ეს ორი მძლავრი დაჯგუფება არსებობს და მოქმედებს.ორივე დაჯგუფებაში 165 ადამიანი იქნა მოკლული.თავიანთი ბრძოლა მათ ბოლომდე უნდა მიიყვანონ.აქ არაა საუბარი ყოფილ კრიმინალურ სამყაროზე, ბრძოლა მიდის ფულზე, ძალიან დიდი ფინანსებზე, იმდენად დიდ ფინანსებზე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი ქაღალდზე დაწერაც კი.ბრძოლა იქნება სასტიკი და დაუნდობელი".-დასძინა გალოიანმა.


image


0
877
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
877
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0