x
image
natia.a
წელს მოდაში ლამბერსექსუალი მამაკაცები იქნებიან: ტენდენცია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა
imageლამბერსექსუალი მამაკაცი - ეს არის ახალი ტენდენცია მამაკაცურ სტილსა და მოდაში, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. მისი ძირითადი მახასიათებლებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი, უბრალო ტანსაცმელი (მაისური ან ფლანელის კუბოკრული პერანგი), ოდნავ უხეში შესახედაობა.


ლამბერსექსუალების სტილი უპირისპირდება ე.წ. მეტროსექსუალებს - მოვლილ მამაკაცებს, რომლებიც ძვირფას, მოდურ ტანისამოსს ანიჭებენ უპირატესობას.


სახელწოდება "ლამბერსექსუალი" მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან "lumberjack" - "შეშის მჭრელი". სწორედ ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ტყეებში მომუშავე შეშისმჭრელები - წვერიანი, ძლიერი აღნაგობის, უხეში შესახედაობის და უბრალო ფლანელის პერანგებში გამოწყობილი მამაკაცები გახდნენ ამ ტენდენციის შთაგონება.


თუმცა, შეშისმჭრელისგან განსხვავებით, ლამბერსექსუალი მამაკაცი სინამდვილეში არის ტიპიური ქალაქის მაცხოვრებელი, რომელიც ახალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და კარგ ანაზღაურებას იღებს. ამასთან, იგი საკმარისად დახვეწილიცაა: წვერი და ვარცხნილობა ძალიან მოვლილი აქვს, გემოვნებიანია და უყვარს ოჯახური სამზარეულო.

ამ სტილის ცნობილი მიმდევრები არიან:



ამერიკელი მსახიობები, რაიან ჰოსლინგი და ჯო მანგანელო

imageimage


ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა,

image



ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი,


image

ბრიტანელი ჩარლი ჰანამი და სხვ.


image


4
7051
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7051
  
2015, 21 თებერვალი, 15:44
კალაძემმ ერთ-ერთი პირველი მიმდევარია
2015, 10 იანვარი, 16:37
ბევრი მამაკაცისგან მოვისმირე სწორედ ასეთი კომენტარი. ჩვენი დრო დამდგარაო, ამბობენ. :)
2015, 10 იანვარი, 16:32
ქართველებს არ გაუჭირდებათ აჰყვნენ ამ მოდას ...მისასალმებელია!
2015, 8 იანვარი, 18:46
მშვენიერია.... თუ ამ ჩამონათვალს მურათ ილდირიმსაც დაამატებთ..სტატია უფრო სრულყოფილი გახდება...:)))მე მომწონს მშვენიერი სტილია..
0 1 4