x
image
worldsport.ge
მარიოს ჭეშმარიტი ფანი

imageგსმენიათ რაიმე ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ? გსურთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ ტრფობაზე? მაშინ პირველ ყოვლისა უნდა ვახსენოთ ერთი მშვენიერი ქალი, სახელად ფანი ნეგუეშა, რომელიც ერთ დროს შავტუხა იტალიელი მეგოლეს, მარიო ბალოტელის მუზა და სატრფო იყო.
გამოხდა ხანი, მარიომ სათამაშოდ კიდევ ერთხელ მიაშურა ნისლიან ალბიონს, სადაც წასვლაზე მოდელმა და მისმა გულისსწორმა - ფანი ნეგუეშამ უარი განაცხადა და მათი ვნებიანი სიყვარულისა და ჯაჯგურის ისტორიაც თითქოს აქ დასრულდა. მით უმეტეს, რომ წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.
ფანი და მარიო არც ახლა დაბრუნებიან ერთურთს, მაგრამ უცნაური ისაა, რომ იტალიელი ჟურნალისტები ამ ცოტა ხნის წინ ბევრს ეცადნენ, თუმცა ფანი ნეგუეშას მის ყოფილ შავტუხა სატრფოზე აუგი ვერა და ვერ დააცდევინეს. ასეთ დროს კი მოგეხსენებათ მიტოვებული ქალები რეებსაც ლაპარაკობენ ხოლმე. შეიძლება მარიო დღესაც უყვარს ამ ქალს და რა ქნას? სიყვარულს რას გაუგებ ბატონო ჩემო...




www.worldsport.ge

0
1962
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1962
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0